რიტა უშვილო იყო. რამდენიმე წლის წინ მან ექიმებისგან შეიტყო, რომ ვერასოდეს დაორსულდებოდა. ამის შესახებ როგორც კი გაიგო, რიტა ქმარმა მაშინვე მიატოვა. უშვილობა ქალისთვის ნამდვილი განაჩენი აღმოჩნდა.ყველაფერზე მეტად რიტა ბავშვზე ოცნებობდა. მაგრამ სახლში მხოლოდ კატა ელოდებოდა.ერთ საღამოს რიტა სამსახურიდან ბრუნდებოდა. უკვე საკმაოდ ბნელოდა. წინ ორი ქალი მიდიოდა ფეხზე ძლივს იდგნენ. რიტა მიხვდა, რომ ქალები ძალიან ნასვამები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს ხელში პატარა ბავშვი ეჭირა, მეორეს არყის ბოთლი.
ბავშვი ხმამაღლა ტიროდა და რიტა ძალიან შეშინდა. დედას საერთოდ არ ადარდებდა შვილი რომ ტიროდა. იგი მხიარულად ესაუბრებოდა მეგობარს და თან ეჩხუბებოდა, პერიოდულად სვამდა არაყს ბოთლიდან.რიტა ცდილობდა დედის გონზე მოყვანას. სთხოვდა, რომ ბავშვი ვინმესთან დაეტოვებინა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ შეურაცხყოფა მიიღო.შეწუხებული რიტა სახლისკენ დაიძრა. მაგრამ ბავშვის ტირილის ხმა ყურში ჩაესმოდა. სიტუაცია საშინელი სანახავი იყო და ძალიან ააღელვა პატარას ბედმა. გადაწყვიტა გაბრუნებულიყო, გაჰყოლოდა ქალებს და გაეგო სად მივიდოდნენ.
ქალები რომელიღაც სახლისკენ წავიდნენ. ბავშვი აგრძელებდა ტირილს, მაგრამ უცებ გაჩუმდა. რიტა უფრო ახლოს მივიდა და დაინახა, რომ ის პირქვე ეგდო მიწაზე გუბეში.ფიქრის დრო არ იყო, თუ რა დაემართა ბავშვის დედას. მან ბავშვი ხელში აიყვანა და საავადმყოფოში გაიქცა. გაუმართლა, რომ ძალიან ახლოს იყო, ფაქტიურად რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით.ბავშვი გადაარჩინეს და თავს კარგად გრძნობდა. დედას ჩამოართვეს მეურვეობის უფლება, ხოლო ბიჭუნა ბავშვთა სახლს გადასცეს. რიტა მუდმივად სტუმრობდა ამ ბავშვთა სახლს და ნახულობდა პატარას, მთელი გულით შეუყვარდა ის. საბოლოოდ, მოახერხა და იშვილა, ახლა უკვე აქვს თავისი პატარა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა.