ბიჭუნა მძევლად დატოვეს მაღაზიაში, რომელიც მალე დაიკეტა და ბავშვი შიგნით დარჩა

1207

ორი ძმა მაღაზიაში შევიდა, რათა ეყიდათ ყველაფერი, რაც დედამ დაუწერა, სანამ ის სახლში იყო და საოჯახო საქმეებს აკეთებდა. უფროსი ვაჟი თითქმის 10 წლის იყო, უმცროსი კი დაახლოებით 5-ის, ისინი ძალიან დამოუკიდებლები იყვნენ და დედა ამაყობდა ამით. ხშირად ეუბნებოდა მეგობრებს, რომ ამ ასაკში მათ უკვე შეუძლიათ კარგი მაგალითი მისცენ თანატოლებს.უფროსმა ვაჟმა ნიკამ გადაწყვიტა სწრაფად ემოქმედა და წავიდა კალათაში პროდუქტების ჩასალაგებლად. უმცროსი ძმა კი გააფრთხილა, რომ მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ პატარა მიშოს სურდა შოკოლადის ყიდვა ფული კი ამისთვის არ ეყოთ.

ბავშვის გაჭირვეულდა და შოკოლადი შემთხვევით დაჭყლიტა. როდესაც სალაროსთან მივიდნენ, ნიკამ უთხრა გამყიდველს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ფული შოკოლადის ფილაში გადასახდელად და სთხოვა, რომ მოგვიანებით მოუტანდა.

  • -ვიცნობ მე თქვენისთანებს! როგორც კი მაღაზიიდან გახვალთ, თქვენს კვალსაც ვერ ვიპოვი!
  • -კი მაგრამ, ჩვენ თითქმის ყოველდღე დავდივართ თქვენს მაღაზიაში… მე ახლავე მოვიტან ფულს… ჩემს ძმას წავიყვან სახლში და წავიღებ საყიდლებს და დავბრუნდები – უთხრა ნიკამ და გაკვირვებულმა შეხედა გამყიდველს.
  • – დიახ, დიახ, ვიცი შენისთანები… მაშინ დამიტოვე რამე, იმის დასტურად რომ აუცილებლად დაბრუნდები – აყვირდა გამყიდველი.
  • -რა უნდა დაგიტოვოთ? არაფერი მაქვს!
  • -მაშინ დაატოვე შენი ძმა, თორემ ახლავე პოლიციას გამოვიძახებ და ქურდობისთვის დავაჭერინებ შენს თავს! – იყვირა გამყიდველმა.

ნიკამ 5 წლის ძმას შეხედა, ჩაეხუტა და უთხრა – აქ დამელოდე, სწრაფად გავიქცევი და ფულს მოვიტან! თითონ კი პროდუქტებით ხელში სახლში გაიქცა, ერთი სული ჰქონდა დედისთვის ეთქვა მთელი ამბავი, მაგრამ მან ვერაფერი გაიგო, რადგან ბავშვი ზედმეტად აღელვებული და განერვიულებული იყო.ბოლოს როგორღაც მოუყარა სიტყვებს თავი და დედას აუხსნა მომხდარი. მაშინვე მაღაზიისკენ წავიდნენ. როცა მიუახლოვდნენ, დაკეტილი დახვდათ, აბრაზე ეწერა, რომ მაღაზიაში შესვენება იყო. ამ დროს მიშოს სლუკუნი გაიგეს, მიხვდნენ, რომ გამყიდველმა ბავშვი მაღაზიაში ჩაკეტა და წავიდა. დედის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.

დედამ პოლიცია გამოიძახა. როდესაც პოლიცია მოვიდა, დაპირდნენ რომ დაურეკავდნენ მფლობელს და ეცდებოდნენ გამყიდველთან დაკავშირებას. ფარდა არ იძვროდა, მაგრამ ფანჯარაში ჩანდა, როგორ შეეშინდა ბიჭს და კუთხეში მიიმალა.შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა გადაწყვიტა და კარი გაეტეხათ, რადგან ბავშვი მარტო იყო ოთახში და ეს არ იყო უსაფრთხო მისთვის. კარი შეამტვრიეს, დედა მაღაზიაში შევარდა და შვილი ხელში აიყვანა.ამასობაში მაღაზიის მეპატრონეც მოვიდა და გაოგნებული იყო, თუ როგორ შეეძლო მის თანამშრომელს ამის გაკეთება. გამყიდველი აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს და მკაცრ საყვედურსაც მიიღებს. დედამ ბავშვები წაიყვანა და მიხვდა, რომ უმჯობესია ბიჭები ფსიქოლოგთან მიიყვანოს, რომ მთელი ცხოვრება არ დარჩეთ ბავშვობის ტრავმა.

თქვენ როგორ მოიქცეოდით დედის ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს