ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სმენია არაბთა გაერთიანებული საამიროების შესახებ. ითვლება, რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები იმდენად მდიდრულად ცხოვრობენ, რომ უმეტესობას არც კი დასიზმრებია.
საკუთარი იახტები და ვერტმფრენები, ბრილიანტები, ოქროს მანქანები, ნავთობის საბადოები. დუბაი – მდიდართა ქალაქია, სხვა არაფერი. თუმცა, რამდენად მართალია ეს ყველაფერი?
დღეს ჩვენ მოგიყვებით ზოგიერთ ფაქტს, რომლებსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.
1. დუბაი მდიდრულ ქალაქად ნავთობმა აქცია
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დუბაიში ნავთობის მოპოვებას დაიწყებდნენ, იქ მარგალიტებზე “ნადირობდნენ”. ამან დიდი შემოსავალი მოიტანა, რამდენადაც მარგალიტის სამკაულები ყოველთვის კარგად ფასობდა.
2. დუბაიში მხოლოდ მრავალსართულიანი სახლებია
ძალიან არაერთგვაროვანი მოსაზრებაა. დუბაიში არსებობს ბურჯ-ხალიფა, თუმცა რამდენიმესართულიანი სახლებიც არის. ადამიანები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ ცხოვრებას არა მაღალ სართულებზე, არამედ კერძო სახლებში, სადაც მეზობლები არ ჰყავთ.
3. დუბაიში ლომები და ჰეპარდები შინაური ცხოველები არიან
სახლში ეგზოტიკური ცხოველების ყოლა, საამიროების კანონით, აკრძალულია. ადგილობრივი მაცხოვრებლები, როგორც წესი, კატებს, იშვიათად კი ძაღლებს იშინაურებენ.
4. დუბაიში სიმდიდრე მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გაჩნდა
ეს მართალი არაა – საამიროები ხომ მხოლოდ 1971 წელს გაჩნდა. ქვეყანამ კი ცხოვრების მაღალ დონეს სწრაფი ტემპებით მიაღწია. კარგი დინამიკა იგრძნობა ტურიზმისა და ფინანსების კუთხით.
5. დუბაი – ეკოლოგიურად სუფთა ქალაქია
რთულია ამის წარმოდგენა, რადგან ქალაქში უამრავი მანქანაა, არაა ნაგვის უტილიზაციის სწორი სისტემა, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება, არაა საკმარისი სასმელი წყალი. ყველა ეს ფაქტორი დუბაის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად ვერ აქცევს.
6. დუბაიში უმუშევრობა არ არსებობს
როცა ადამიანები სამუშაოდ აგს-ში ჩადიან და სამუშაო ვიზა არ აქვთ, ერთ თვეში ასეთ მოქალაქეებს ადეპორტირებენ. საკუთარი სტუდენტებისთვის კი აგს უმაღლეს განათლებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აფინანსებს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებს უმარტივდებათ სამსახურის შოვნა ან შეცვლა.
7. დუბაი – კარგი ქალაქია ბავშვების აღსაზრდელად
ადამიანები, რომლებიც დუბაიში მიდიან საცხოვრებლად, როგორც წესი, ბავშვებს მშობლიურ ქვეყნებში ტოვებენ. რადგან სკოლაში 11-წლიანი სწავლისთვის 100 ათასი დოლარია გადასახდელი. უნივერსიტეტზე აღარაფერს ვამბობ, რადგან სწავლის ფასები კოსმიურად მაღალია.
გარდა ფინანსური მხარისა, კლიმატიც არ უწყობს ხელს ბავშვების განვითარებას. რამდენადაც იქ ძალიან ცხელა, ბავშვები დიდ დროს ატარებენ სახლში, სადაც ჰაერს კონდიციონერები აგრილებს.
8. დუბაიში ღარიბი არავინაა
თუ მუშებზე ვისაუბრებ, რომლებიც სამუშაოდ აქ ჩამოვიდნენ, მათი ხელფასი 300 დოლარს არ აღემატება. ყველაფერი ძალიან ძვირია, ამიტომ რამდენიმე ადამიანი ერთ ოთახში ცხოვრობს.
9. დუბაი – მილიარდერთა მთავარი ქალაქია
მდიდარ ადამიანთა დიდი ნაწილი დუბაიში კი არა, პეკინსა და ნიუ-იორკში ცხოვრობს. დუბაიში იქ მხოლოდ რამდენიმე ათეული მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, როცა მსოფლიოში 5000-ზე მეტი ასეთი არსებობს.
ეს ფაქტები აგს-ს სხვა, უფრო რეალისტური კუთხით დაგანახებთ. ყველაფერი ის, რასაც სიმართლედ თვლით, რეალობას როდი ექვემდებარება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ტურისტული ვიზიტი ყოველთვის კარგი აზრია.