ვერ ვიტან ქმარს და შვილს, რომელიც მისგან მყავს

715

მე მქვია ილონა. მეზიზღება ჩემი ქმარი და შვილი, რომელიც მისგან მყავს. დიახ, ზუსტად ასეა! არ ვაჭარბებ. ძალიან მრცხვენია საკუთარი თავის. მესმის, რომ ჩემს შვილს არაფერ შუაშია, მაგრამ ის დაიბადა იმ ადამიანისგან, რომელიც მე მძულს. ხშირად ვუყვირი და ვეჩხუბები ბავშვს, მერე მრცხვენია, ვტირი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ.

ქმართან ურთიერთობა ძალიან რთულია. უკვე 13 წელია მასთან ვარ. ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა თავიდანვე. ფაქტია, რომ ვიქტორი პათოლოგიურად ეჭვიანი კაცია. ვიტყოდი, რომ ის ნამდვილი ტირანია.თავიდანვე ცდილობდა ჩემს გარე სამყაროსგან იზოლირებას. სურს, რომ სულ მასთან ვიყო. სახლიდან არ მიშვებს. მაღაზიაში მარტო წასვლაც კი დიდი პრობლემაა. მეგობრებთან შეხვედრაზე, ან სამსახურში წასვლაზე საერთოდ ხმას ვერ ვიღებ.

-სად მიდიხარ და რატომ მიდიხარ? – ჩემს სამსახურზეც კი ეჭვიანობდა. დღეში ასჯერ მირეკავდა და შესამოწმებლად მოვიდა კიდეც, მართლა სამსახურში ვიყავი თუ არა! საშინლად უხერხული და სამარცხვინო იყო. ვცადე მასთან დაშორება. მაგრამ არ გამიშვა, ვერ შევძელი…

ვაჟი შემეძინა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია. ჩემმა ქმარმა კიდევ უფრო მოუმატა ეჭვიანობას. მზად ვიყავი ჩემი ნივთების ჩამელაგებინა და წავსულიყავი, მაგრამ სად გაქცეულიყავი ბავშვით ხელში? ვიქტორმა დაიწყო ჩემი ცემა და დამცირება. მან ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. მე მძულდა ის!რა თქმა უნდა, მსურდა განქორწინება. მაგრამ არ მიშვებს, მემუქრება, რომ თავს მოიკლავს, ან მე მომკლავს. მეც დავნებდი, დავიჯერე.

როცა ჩემი შვილი ორი წლის იყო, სამსახურში გავიქეცი: იმისთვის, რომ ჩემი ქმარი ნაკლებად მენახა. მაგრამ როცა სამსახურიდან ვბრუნდები, გამუდმებით მესმის ჩემს მიმართ საყვედურები და შეურაცხყოფა.ჩემი ქმარს განსაკუთრებით აღიზიანებს, რომ მასზე მეტი ხელფასი მაქვს. ამიტომ მუდმივად ცდილობს ჩემს დამცირებას, რათა გაზარდოს თავისი მნიშვნელობა.თან, ფულს, რასაც მე ვშოულობ, სინდისის ქენჯნის გარეშე ხარჯავს. ჩვენ ვცხოვრობთ სახლში, რომელიც მე მეკუთვნის. ყველაფერს მე ვაკეთებ და ჩემი ქმარი მუდამ მჩაგრავ

ვერ ვხვდები ასე რატომ მექცევა. იქნებ ბავშვობაში რაღაც დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა? რატომღაც დარწმუნებულია, რომ არცერთ ქალს არ შეუძლია ერთგულება. 15 წელია მესმის ასეთი რაღაცეები.ამასობაში ჩვენი შვილი გაიზარდა. მას ყველაფერი მშვენივრად ესმის და გამუდმებით ხედავს, როგორ ვკამათობთ და ვჩხუბობთ. სამწუხაროდ, ის ძალიან ჰგავს მამას და ამიტომ ჯავრს ხშირად მასზე ვიყრი ხოლმე.

მინდა განქორწინება, მაგრამ ჩემი ქმარი კატეგორიული წინააღმდეგია. მას ძალიან უყვარს ჩვენი შვილი. ამას ვხედავ და მხოლოდ ჩვენი შვილის გულისთვის ვითმენ ჩემს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. მაგრამ არ ვიცი რამდენ ხანს მეყოფა მოთმინება…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს