ზოგ დიასახლისს ბევრი თავისუფალი დრო აქვს და სახლის დალაგება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ეს ერთგვარი მედიტაციაა, ნერვები მშვიდდება. თუ მათ შორის არ ხართ და სახლში ფუსფუსს დილით დამატებით 1–2 საათით დაძინებას უპირატესობას ანიჭებთ, მაშინ გამოგადგებათ Paparazzi–ის მარტივი ხრიკი უნიტაზის გასაწმენდად. გაოცდებით, რა შეუძლია სველ ტუალეტის ქაღალდს და სუფრის ძმარს.
სველი ტუალეტის ქაღალდი – იმდენი ტუალეტის ქაღალდი მოხიეთ, რომ უნიტაზის ყველაზე ჭუჭყიანი ზედაპირი დაფაროთ და უნიტაზზე დააფინეთ. ტუალეტის ქაღალდი ძმრით დაასველეთ. უხვად არა, რომ არ გაიხეს. კონსტრუქცია მთელი ღამე გააჩერეთ. დილით წყლით ჩარეცხეთ, ხოლო ქაღალდის ნარჩენები ჯაგრისით მოაშორეთ. ძმარმჟავა ღამით კირქვის ნადებს და ჟანგს ეფექტურად გაუმკლავდება. ეკოლოგიური მეთოდია, რასაც აგრესიულ „ტუალეტის იხვზე“ და სხვა ქლორიან საშუალებაზე ვერ ვიტყვით.
უნიტაზის ავზიც გაწმინდეთ – ამ უსიამოვნო საქმეს მეორედ რომ არ მიუბრუნდეთ, უნიტაზის ავზს ყურადღება მიაქციეთ.
- წყალი გადაკეტეთ, რომ ავზი არ აავსოს.
- ავზი ცარიელი უნდა იყოს, ამიტომ წყალი წინასწარ ჩარეცხეთ.
- უნიტაზის ავზში ძმარი ჩაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ.
- დილით სითხე ჩარეცხეთ და წყალი გახსენით. ავზი ახალი წყლით გაავსეთ. როგორც უნიტაზი, ასევე ავზი უნიტაზის სადეზინფექციო საშუალებით შეგიძლიათ გაწმინდოთ.
თქვენი თეთრი მეგობარი სისუფთავით ბრწყინავს! და ეს ყველაფერი დროის, ფულის და ძალის მინიმალური დახარჯვით!