ამბობენ, რომ შემოდგომიდან კვლავ დისტანციურად ვიმუშავებთ. სახლში სამუშაო ადგილი მოვაწყვე

174

დღეს სახლში სამუშაო ადგილი არა ახირება, არამედ აუცილებლობაა. ეს პანდემიის პერიოდმა განსაკუთრებით გვაჩვენა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი კვლავ დისტანციურად იმუშავებს. უკვე ვემზადები, სამუშაო სივრცე მოვაწყვე. Paparazzi გიამბობთ, როგორ შექმნათ მყუდრო და ფუნქციური სამუშაო ადგილი სახლში. დიზაინერის ღირებულ რჩევებს გიზიარებთ.

სამუშაო ადგილი სახლში – „სახლიდან მუშაობის 1 წელი გავიდა და გადავწყვიტე, რომ სამუშაო კუთხის მოწყობა აუცილებელია, რადგან პირდაპირ საწოლიდან ან სამზარეულოს მაგიდასთან მუშაობა ზურგისთვის ცუდია. ამას მაშინვე მივხვდი. ერთ–ერთი უიაფესი მაგიდა და უფრო ძვირადღირებული სკამი შევიძინე. ზურგმა მაშინვე „მადლობა“ მითხრა. არ მიფიქრია, რომ ეს უფრო ადრე უნდა გამეკეთებინა და არა დისტანციური მუშაობიდან 1 წლის შემდეგ“ – გამიზიარა მეგობარმა გამოცდილება. ერთობლივი ძალისხმევით ბინაში მინი სამუშაო კაბინეტის მოსაწყობად იდეალური კომპონენტები გამოვავლინეთ. აქვე გეტყვით: ბინის საერთო ფართობი მნიშვნელოვან, მაგრამ არა გადამწყვეტ როლს ასრულებს. სამუშაო ადგილი შეგიძლიათ მოაწყოთ ერთოთახიან ბინაშიც, სადაც 3 ადამიანი ცხოვრობს.

პროექტირებისას რამდენიმე მომენტი უნდა გაითვალისწინოთ. პირველი განლაგებაა. სამუშაო ადგილი შესაძლებლობის მიხედვით საძინებელ ოთახში არ გააკეთოთ. მისაღები ოთახი და აივანი (ლოჯია) ოპტიმალური ვარიანტია. მეორე, დაფიქრდით, რა გჭირდებათ სამუშაოსთვის. მაგიდა და სკამია გასაგებია, მაგრამ განსაზღვრეთ, გჭირდებათ თუ არა წიგნების და ქაღალდების ადგილი, როგორ შეინახავთ სამუშაო ადგილიდან პირდაპირ წვდომაზე – ყველაფერი, რაც სამუშაოდ გჭირდებათ, ხელის გაწვდენაზე უნდა იყოს. დაფიქრდით, რას გააკეთებთ ყველაზე ხშირად ამ ადგილას. პროგრამისტებს აქვთ 2-3 მონიტორი + ნოუთბუქი + კლავიატურა + მაუსი (მაგიდის სიგრძე 1200-1400-1600 მმ). ვიღაცას სამუშაოდ მხოლოდ ნოუთბუქი სჭირდება, მაშინ მაგიდა უფრო პატარა შეიძლება იყოს.

გახსოვდეთ: სამუშაო სკამი მეგა მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუდმივად კომპიუტერთან ზის. ნებისმიერი საოფისე სავარძელი უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი ტაბურეტი. სწორი სავარძელი ხერხემლის საყრდენით მაქსიმალურ კომფორტს მოგანიჭებთ. ასე ზურგი გაიხარებს და სამუშაოს ეფექტურობა გაიზრდება! ასევე არის უჩვეულო კონფიგურაციები, მაგალითად, სკამი–უნაგირი, რომელიც სხეულის პოზის პერიოდულად შესაცვლელად კარგია.

სამუშაო მაგიდის ყოველთვის ფანჯრის გვერდით დადება აუცილებელი არაა. როგორც წესი, ფანჯარა კარის მოპირდაპირედ მდებარეობს და ის, ვინც შემოდის, ხედავს ყველაფერს, რაც ეკრანზეა. ეს შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს. მზემ შეიძლება თვალებში ან პირდაპირ კომპიუტერში შემოგანათოთ. ფანჯარასთან გათბობის ბატარეიის ქონა არასასიამოვნოა. ძალიან დაგცხებათ. ბინაში სამუშაო მაგიდისთვის ერთ–ერთი ყველაზე მოსახერხებელი ადგილია ფანჯრის გვერდით კედელთან. ასე კუთხური მაგიდა და დოკუმენტებისთვის სტელაჟის დადგმას შეძლებთ. სტელაჟი ზონირების პირობით ფუნქციასაც შეასრულებს, თუ გვერდზე ან მაგიდის უკან დადებთ.

სამუშაო ადგილი კარგად განათებული უნდა იყოს, ამიტომ ამ საკითხზე დაფიქრდით. დაიმახსოვრეთ უნივერსალური წესი: სინათლის წყარო მემარჯვენეს შემთხვევაში მარცხნივ და პირდაპირ უნდა მდებარეობდეს, ცაციასთვის – მარჯვნივ. ასე ქაღალდზე ხელის ჩრდილი არ დაეცემა. რეკომენდებულია 40-60 ვატის ნათურა. სპეციალისტები თვლიან, რომ თბილი თეთრი სინათლე მხედველობისთვის ოპტიმალურია, ფერებს არ ამახინჯებს, მხედველობაზე არ მოქმედებს. ღია აბაჟური და ტრადიციული ვარვარის ნათურა შეარჩიეთ.

ფერების სქემაც სწორად უნდა შეარჩიოთ. ყურადღების კონცენტრირებას ხელს უნდა უწყობდეს. ნეიტრალური ფერები შეარჩიეთ. ასეთია თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი. დეკორზეც დაფიქრდით. პატარა და ფუნქციური აქსესუარი შეარჩიეთ. მაგალითად, წიგნების სადგამი, ლარნაკი ან ზარდახშა წვრილმანებისთვის.

ფუნქციურობის გარდა, ესთეტიკაც არ დაივიწყოთ. ინტერნეტში და ინტერიერის ჟურნალებში მზა ვარიანტებს წინასწარ გადახედეთ. განსაზღვრეთ, რომელი სამუშაო ადგილია თქვენთვის ლამაზი. ეცადეთ, რომ საოცნებო სურათს მიუახლოვდეთ, რადგან სამუშაო ადგილზე ყოველდღე დიდ დროს ატარებთ!

როგორც ხედავთ, სახლში სამუშაო ადგილის მოწყობა რთული არაა. მინი კაბინეტის შექმნა თამამად დაიწყეთ! შემოქმედებით წარმატებას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს