მამამ სმა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა შვილიშვილები შეეძინა. მიხარია, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რომ მან ეს ადრე არ გააკეთა.

280

მე მქვია ანა. მამას ვერანაირად ვერ ვაპატიებ იმას, რომ მთელი ცხოვრება სვამდა. სასმელს მხოლოდ მაშინ დაანება თავი, როცა შვილიშვილები გავუჩინე.მიხარია, რომ ჩემს შვილებს ასეთი მშვენიერი ბაბუა ჰყავთ, მაგრამ მწარე და მტკივნეულია, რომ ბავშვობაში ნორმალური მამა არ მყავდა.მამა სულ სვამდა ხან მეტს, ხან ნაკლებს, მაგრამ ყოველთვის სვამდა. სახლში საშინელი ატმოსფერო გვქონდა. დედა და მამა გამუდმებით კამათობდნენ, ლანძღავდნენ ერთმანეთს და ხშირად ჩხუბობდნენ კიდეც. მე კი საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას.

დედა ბევრს მუშაობდა, მამა კი ან სვამდა, ნაბახუსევი იყო. ძალიან იშვიათად მუშაობდა. ბებია დედის მხრიდან არ მყავდა. ბებიას მამის მხრიდან ვძულდით მე და დედაჩემი. ის თვლიდა, რომ დედა იყო დამნაშავე იმაში, რომ მისი შვილი ამდენს სვამდა.გული მწყდებოდა, რომ ჩემი მშობლები არც საბავშვო ბაღში და არც სკოლაში არ მოდიოდნენ დღესასწაულებზე.

სასწავლებლად კი არ წავედი სადაც მინდოდა, დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი, თუმცა არ მიყვარდა და არ მინდოდა ბავშვებთან მუშაობა. მაგრამ ეს დამეხმარა საერთო საცხოვრებელში გადასვლაში და დავისვენე მშობლების ჩხუბისა და მუდმივი სკანდალებისგან.დედა ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მამაჩემმა კი უფრო საშინლად დაიწყო სმა. სახლში საერთოდ აღარ მივდიოდი, არ მინდოდა მამაჩემის ნახვა. მან ჩვენი ბინა ნამდვილ ბუნაგად აქცია. იქ წესრიგის აღდგენა შეუძლებელი იყო.

მეოთხე კურსზე ვიყავი რომ გავთხოვდი. მამაჩემი არ დავპატიჟე ქორწილში. არ მინდოდა ნახვა და ძალიან მრცხვენოდა მისი. ბინის კომუნალურ გადასახადებს ვიხდიდი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი წილიც ხომ იყო იქ.მამაჩემი რამდენიმე წელი არ მინახავს. ერთ დღეს სახლში მისვლა დამჭირდა. ექვსი თვის ორსული ვიყავი და ექიმმა მკითხა, მქონდა თუ არა ჩუტყვავილა? ეს მე არ მახსოვდა, ამიტომ ჩემი სამედიცინო ბარათი უნდა მეპოვა და ის ჩემი მშობლის ბინაში იყო.

როცა მივედი, მამა სახლში თითქმის ფხიზელი იყო. ძალიან გაუკვირდა, როცა დამინახა, რომ ორსულად ვიყავი.ვუთხარი, რომ რეალურად უკვე სამი წელია, რაც გათხოვილი ვიყავი და მალე ტყუპები უნდა გამეჩინა. მამა ძალიან გაბრაზდა ჩემზე. მან დამიწყო ჩხუბი, რატომ ქორწილში არ დავუძახე და არ გავაგებინე, რომ ორსულად ვიყავი.

თავი ვერ შევიკავე და ყველაფერი ვუთხარი რასაც მასზე ვფიქრობდი. ვუთხარი, რომ ადამიანად არ ვთვლი, რადგან არაყი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს უკვე აღარ მადარდებდა. საერთოდ ვთქვი, რომ შვილიშვილებს არასდროს ვაჩვენებდი, რადგან არ მინდა, სასმელის სუნი ისუნთქონ და უგონოდ მთვრალი ადამიანი ნახონ.ბავშვის გაჩენამდე მამა აღარ მინახავს, მაგრამ სამშობიაროდან რომ გამომწერეს, მოსალოცად მოვიდა. თურმე ჩემმა ქმარმა გააგებინა, რადგან სურდა, რომ მე და მამა შევრიგებულიყავით და გამოგვესწორებინა ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს საერთოდ არ მჭირდებოდა.

ძალიან გამიკვირდა, როცა მამაჩემი დავინახე. ფხიზელი და გაპარსული იყო. სასმელის სუნიც კი არ ასდიოდა. ყვავილების თაიგული მაჩუქა, ჩამეხუტა და ყველანი ერთად წავედით სახლში.ქმრის მშობლები და მამაჩემი შვილიშვილებს სიხარულით უყურებდნენ. მომილოცეს, მოგვეფერნენ და წავიდნენ. როცა მამა მიდიოდა, მკითხა:

– შეიძლება შვილიშვილების მონახულება? ვუთხარი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფხიზელი იქნებოდა. მამა დამთანხმდა. არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა გამოსწორებულიყო და აღარ დაელია. უკვე სამი წელია მამა აღარ სვამს და დიდი სიამოვნებით უვლის შვილიშვილებს.

ამ ხნის განმავლობაში მის ბინაში რემონტი გავაკეთეთ. მამამ კი სამსახური იშოვა.ჩემი შვილები გიჟდებიან ბაბუაზე. მე კი ძალიან მწყდება გული, რომ უფრო ადრე არ შეწყვიტა სმა. მაშინ ხომ ნორმალური ოჯახი გვექნებოდა, დედაჩემს ამხელა შრომა არ მოუწევდა და ალბათ ცოცხალი იქნებოდა.

მიხარია, რომ ჩემს შვილებს ასეთი შესანიშნავი ბაბუა ჰყავთ, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მშვენიერი მამა არ მყავდა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს