სკოლიდანვე მიყვარდა ლექსების წერა. ჩემი ლექსები რამდენჯერმე გამოქვეყნდა გაზეთშიც კი. ვწერდი მაშინაც, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი.შთაგონება ყველგან და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოსულიყო ჩემთან. რითმები თავისთავად ჩნდებოდა და მშვენიერი ლექსები იქმნებოდა.შემდეგ მათეზე დავქორწინდი და წერა შევწყვიტე საერთოდ. რატომ? იმიტომ, რომ მათემ დამცინა და თქვა, რომ სისულელეს ვაკეთებდი.
ყოველთვის მიყვარდა კითხვა და ბევრი წიგნი წავიკითხე, მაგრამ კითხვისადმი ჩემი სრულიად უწყინარი გატაცებაც კი არ მოეწონა ჩემს ქმარს.მას მიაჩნდა, რომ მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც მოგებას მოიტანს. რომ სცოდნოდა, რამდენის გაკეთება შემიძლია და რამდენი რამ ვიცი, მაშინ არც კი ვიცი, რა მოუვიდოდა.ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, მათემ დაიწყო ჩემი ღალატი. ეს მე მაშინვე ვიგრძენი, მაგრამ ჩვენ უკვე გვყავდა ერთი პატარა შვილი და ორსულად ვიყავი მეორეზე.
შვილების გულისთვის მრავალი წელი ვიტანდი ქმრის ღალატს.სამსახურში დავდიოდი, ბავშვებს და სახლს ვუვლიდი, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი. ქმარი ძველებურად მღალატობდა. ვცდილობდი არ შემემჩნია, ვითომ ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ ბავშვები გაიზარდნენ და დამოუკიდებლები გახდნენ.შემდეგ კი ალექსი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მან მაგრძნობინა თავი ნამდვილ ქალად. მასთან შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ ისევ დავიწყე ლექსების წერა. წავუკითხე ალექსის და ძალიან მოეწონა. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ არ მომწონდა ის, რომ ჩემს ქმარს ვემგვანებოდი.
ალექსი სამსახურის შემდეგ მხვდებოდა, ყვავილებს მჩუქნიდა, პარკში ვსეირნობდით, მერე სახლში მივდიოდი და ყვავილებს ვყრიდი, რადგან შინ ვერ მივიტანდი.ჩემმა ქმარმა იგრძნო, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა და მეტ ყურადღებას მაქცევდა: დაიწყო ყვავილების და საჩუქრების მოცემა, მეტ დროს ატარებდა სახლში, მეპატიჟებოდა კაფეშიც.მაგრამ ქმრის მიმართ აღარაფერს ვგრძნობდი, სრულიად გულგრილი ვიყავი. სიყვარული უკვე დიდი ხნის წინ წავიდა, სიძულვილში გადაიზარდა.ალექსის უნდა, რომ ქმარს ვუთხრა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და მივატოვო. მაგრამ მე არ მყოფნის გამბედაობა.
მთელი ცხოვრება მშიშარა ვიყავი და ყოველთვის მეშინოდა ნაბიჯის გადადგმა. ახლაც ძალიან მეშინია ცვლილებების და ძალიან მეშინია ბედნიერი ვიყო. ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ მიჩვეული.ვინ ავირჩიო და ვისთან დავრჩე: ჩემს ქმართან, რომელთანაც ოც წელზე მეტია ვცხოვრობ, მაგრამ გამუდმებით მატყუებს, თუ ადამიანთან, რომელიც ნამდვილად მიყვარს? არ ვიცი…როგორ მოვიქცე? ჩვენი შვილებისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა ვიცხოვრებთ თუ არა მათ მამასთან ერთად. ისინი ზრდასრულები არიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ.
მაქვს თუ არა უფლება ვეცადო ვიყო ბედნიერი? ალბათ კიდევ მაქვს…ალბათ, ჯობია დავივიწყო ყველაფერი და სცადო როგორია იყო საყვარელი და ბედნიერი…