ხაფანგი, რომელიც დროზოფილებს 1 ღამეში მოგაშორებთ

196

ყურძნის მტევნების გამო შემოდგომა მიყვარს. ჩემს სიყვარულს ხილის ქინქლები იზიარებენ. მაგიდაზე ტკბილი ყურძნის დატოვება და მათი არსაიდან გაჩენა საკმარისია. Paparazzi გიზიარებთ ეფექტურ მეთოდს, როგორ მოიშოროთ დროზოფილები, რომელთაც ყველაზე გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა შეუძლიათ. ამ ხილის და ქაფიანი სასმელის მოყვარულების ბატონობის ატანა შეუძლებელია.

როგორ მოვიშოროთ დროზოფილები – მეგობარმა საინტერესო ხაფანგის გაკეთება შთამაგონა. სამზარეულოში ხილის ქინქლების დანახვისთანავე მათთან გასამკლავებლად იდეა შემომთავაზა. მზაკვრული ნივთი გააკეთეთ და ერთი დროზოფილიც გვერდით ვერ ჩაგიფრენს.

დაგჭირდებათ:

  • ქაღალდის ფურცელი
  • ქილა ან მინის ჭიქა
  • ცოტა ხილი ქინქლების მოსაზიდად

მომზადების წესი:

  1. ქაღალდს კონუსის ფორმა მიეცით.
  2. ქაღალდის კონუსი ქილაში ჩადეთ. ქილის ძირში რაიმე ტკბილი ხილი მოათავსეთ. გამოგადგებათ საზამთრო, ატამი, ყურძენი, მაყვალი. ხახვი და ბანანის ქერქიც გამოსადეგია. დროზოფილებს ყველაზე მეტად ქაფიანი ან უფრო ძლიერი სასმელი მოსწონთ. თუ ცოტა სასმელს ხილს დაასხამთ, ხაფანგში უფრო აქტიურად ჩაფრინდებიან.
  3. მყუდროდ მოეწყვეთ და დააკვირდით, როგორ მიისწრაფვიან ქინქლები მათთვის მომზადებული ტკბილეულისკენ, როგორც პეპელა ცეცხლისკენ.

გარდა ამისა, სამზარეულოს საგულდაგულოდ დალაგება დაგეხმარებათ, რომ ქინქლებმა თქვენი ტერიტორია სამუდამოდ დატოვოს. არ დაგეზაროთ და სამზარეულოში სიმყუდროვე ყოველთვის შეინარჩუნეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს