ჩემი ქალიშვილი ცოტა ხნის წინ ძალიან ავად გახდა მე და ის ინფექციურ განყოფილებაში ვიწექით.მინდა მოგითხროთ ერთი ახალგაზრდა ინფექციონისტის შესახებ. ის ჩემს ქალიშვილს თვეზე მეტი ხანი მკურნალობდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არც ერთი წესიერი სიტყვა არ უთქვამს არც ჩემთვის და არც ბავშვისთვის. ის საუბრობდა მხოლოდ ციფრებში, ციფრებით გვატყობინებდა ანალიზების შედეგებს და შემდეგ გვიწერდა ახალ წამალს. როცა რამდენიმე კითხვა დავუსვი, მან ძალიან უხალისოდ მიპასუხა. არანაირი დამაიმედებელი პროგნოზი, არანაირი თბილი დამამშვიდებელი სიტყვები.
დიდხანს ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ იქცეოდა ეს ქალი ასე? ეტყობოდა, რომ კარგი სპეციალისტი იყო და თან ბავშვებთან მუშაობდა. ბოლოს და ბოლოს, მან უნდა უმკურნალოს ბავშვების დაავადებებს და არა ზრდასრულთა ისტერიკებს.მალევე შევამჩნიე, რომ ოლია ძალიან დაღლილი ჩანდა. სახეზე ნიღაბი ჰქონდა აფარებული, მაგრამ მისი თვალებით მივხვდი.ერთ დღეს ექიმი შემოვიდა პალატაში და გასინჯა ჩემი ქალიშვილი, რომელიც უკვე უკეთ გრძნობდა თავს. მან თვალი ჩაუკრა და შეაქო. და იმავე დღეს განყოფილებაში ერთი პატარა ბიჭი მიიყვანეს. ის მხოლოდ ერთი წლის იყო. ბავშვი უგონო და მძიმე მდგომარეობაში იყო.
ოლიამ დაიწყო რეანიმაციაში რეკვა, რათა ბავშვი სასწრაფოდ გადაეყვანათ, მაგრამ ის არსად მიიღეს – ადგილები არ იყო.ექიმის სამუშაო დღე საღამოს ხუთ საათზე მთავრდებოდა, მაგრამ ოლია სახლში არ წასულა. მერე გავიგე, როგორ ელაპარაკებოდა ავადმყოფი ბიჭის დედა ტელეფონზე ახლობლებს. ის სთხოვა მათ ელოცათ ბავშვისთვის.შემდეგ გავიგე, რომ ოლიამ დედას სთხოვა აფთიაქში წასულიყო და რამდენიმე წამალი ეყიდა, რომელიც საავადმყოფოში არ იყო, მაგრამ დედამ უარი თქვა წამლების ყიდვაზე.
დაღლილმა ექიმმა აღარაფერი უთხრა, ქმარს დაურეკა და წამლის მოტანა სთხოვა. ქმარმა ჩხუბი დაიწყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. როდესაც ოლია დერეფანში გავიდა, ჩუმად მივედი მასთან, მივეცი წამლების პაკეტი, რომელიც ბავშვს აღარ სჭირდებოდა და ფული ჩავუდე ჯიბეში ჩავიდე. არც ისე ბევრი, მაგრამ ეს უკეთესი დახმარება იყო, ვიდრე უბრალოდ ლოცვა.ღამით ბავშვი ძალიან ცუდად იყო. მესმოდა, როგორ მეთვალყურეობდა ოლია ექთნებს. ბიჭის დედა იმ დროს ხმამაღლა კითხულობდა ლოცვებს. დილისთვის ბავშვი უკეთ იყო. დედამ ყველა ახლობელს დაურეკა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, ანუ შვილისთვის ლოცვისთვის…
მე მჯერა ღმერთის, მჯერა, რომ მან შეგვქმნა ჩვენ და მთელი ეს სამყარო, მაგრამ ვიცი, რომ ვერ ექნება დრო, მოუსმინოს დედას, რომელიც შვილისთვის წამლების ყიდვაზე უარს ამბობს და მხოლოდ ლოცულობს.ოლიას მთელი ღამე არ ეძინა, ვერც სახლში წავიდა და დილით ჩვეულებრივად გააგრძელა თავისი სამუშაო.საღამოს, ბავშვი კიდევ უფრო კარგად გრძნობდა თავს და მხოლოდ ამის შემდეგ, გვიან საღამოს წავიდა ოლია სახლში. ვიმედოვნებდი, რომ ბიჭის დედა მადლობას მაინც გადაუხდიდა, მაგრამ არც უფიქრია.
მართლა ასე ძნელია უბრალო მადლობა უთხრა იმ ადამიანს, ვინც შენი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა? როგორ შეიძლება იყო ასეთი უმადური?