საძაგელი მატყუარა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არასდროს ნანობენ

3628

ტყუილში ცხოვრება არავის სურს, მაგრამ ადამიანები ერთმანეთის მოტყუებას აგრძელებენ. ზოგი ამას ხშირად აკეთებს, ზოგი – იშვიათად, მაგრამ თავად ფაქტის უარყოფა სისულელეა. ასტროლოგები თვლიან, რომ ტყუილისკენ მიდრეკილება ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მათგანი ყველაზე მატყუარა ნიშნებად ითვლება და Paparazzi გიამბობთ, რომელ ნიშნებზეა საუბარი.

ტყუილში ცხოვრება – გაგიჭირდებათ იპოვოთ ადამიანი, ვისაც მოსწონს, როცა ატყუებენ. ტყუილში ცხოვრება გულისამრევი და მწარეა. როგორ არ წამოვეგოთ კლასიკური მატყუარას სატყუარაზე, რომელიც სიცრუეს მიჩვეულია? ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ მისი ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა საკმარისია.

მაგალითად, მშვილდოსანს ყველაზე ალალმართალ ნიშნად მიიჩნევენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სიმართლეს ამბობს და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. პირდაპირი და გულწრფელია, სამართლიანობისთვის იბრძვის, მის ცხოვრებაში ტყუილის ადგილი არაა. ამის მიუხედავად, ამ ნიშანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. შეიძლება დაგპირდეს რაღაცის გაკეთება, რაც უბრალოდ არ შეუძლია. თუ ცრუობს, სავარაუდოდ, ასე დასახული მიზნის მიღწევა სურს. ამას სარგებლის მისაღებად აკეთებს.

თხის რქას ტყუილი არ უყვარს. მისთვის ეს არაბუნებრივია. ზოგჯერ მაინც ცრუობს. ხშირად ეს იძულებითი ზომაა, რის გამოც დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა აწუხებს.

ვერძს სიმართლის დამალვა არ უყვარს და მზადაა, რომ ახლობელსაც სიმართლე პირდაპირ უთხრას. ამას საკმაოდ უცერემონიოდ აკეთებს და სხვის გრძნობებზე არ დარდობს. ამას სპეციალურად არ აკეთებს, რადგან ჯერ მოქმედება და შემდეგ დაფიქრება ახასიათებს. საინტერესოა, რომ ვერძის მოტყუება ადვილია, რადგან საკმაოდ მიმნდობია.

ქალწული პირდაპირია და არ მალავს, რასაც ფიქრობს. მისთვის გულწრფელობა და ღირსების შენარჩუნება მთავარია. ზოგჯერ იძულებულია მოიტყუოს. ქალწული ამას ფრთხილად აკეთებს, რომ ტყუილში არავინ გამოიჭიროს.

ზოდიაქოს ყველაზე მატყუარა ნიშნები

კუროს მოტყუება არ უყვარს, რადგან ტყუილს კომფორტის ზონიდან გამოყავს. თუ მოტყუება მოუწია, აუცილებლად დისკომფორტს იგრძნობს. ხშირად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ტყუილის თქმას ცვლილებების შიში აიძულებს.

ლომი ბუნებით ეგოისტია, ამიტომ მიზნის მისაღწევად ტყუილის თქმაზე უარს არ ამბობს. ხშირად იყენებს ტყუილს, რომ საკუთარი თავი დაიმტკიცოს და სხვის თვალში იმაზე უკეთესი გამოჩნდეს, ვიდრე არის. ამავდროულად, ტყუილმა მასზე ბოროტად შეიძლება იხუმროს და რეპუტაცია გაუფუჭოს.

მერწყული ოსტატურად იტყუება, ვერავინ იეჭვებს. თუმცა მწარე სიმართლე ურჩევნია, ვიდრე ტკბილი ტყუილი. ყველაფერი იმიტომ, რომ საკუთარი ქმედების შედეგებს წინასწარ ანგარიშობს და ესმის, რომ მზაკვრობა სიკეთემდე არ მიიყვანს.

სასწორს თვითშეფასების პრობლემები აქვს. ხშირად იტყუება, რომ უკეთესი გამოჩნდეს. მისი ტყუილში გამოჭერა თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, სხვებთან ურთიერთობაში ხშირად თვალთმაქცობს. ამბობს იმას, რისი მოსმენაც თანამოსაუბრეს სურს.

თევზები ეშმაკი ნიშანია, რომელსაც საკუთარი მოგებისთვის სიცრუის თქმა შეუძლია. მის ცხოვრებაში ტყუილი დამცავი რეაქციაა, იარაღი, რომლის გამოყენებით შინაგან მყიფე სამყაროს იცავს. ხშირად საკუთარ თავს ატყუებს. ილუზიების სამყაროში ცხოვრობს, სადაც სიმართლე გულს ტკენს.

მატყუარა ნიშნების მთავარი სამეული

კირჩხიბი პირად სივრცეს აფასებს და გულს ყველას არ უშლის. სწორედ ამიტომ, რაღაცაზე გაჩუმება და ტყუილის თქმა ხშირად უწევს, რომ ადამიანები ახლოს არ მიუშვას. ამ ნიშნის ადამიანი ახლობლებს და საკუთარ თავს სასიკეთოდ ატყუებს. მისთვის სიმართლე მოსახერხებელი არაა, ამიტომ ტყუილი მისი ხსნაა.

მეორე ლიდერ პოზიციას მორიელი იკავებს. ცრუობას მიჩვეულია, რომ სხვებისგან თავი დაიცვას. ერთგვარი თავდაცვაა, აუცილებელი ზომა. საქმე იმაშია, რომ ძალიან მგრძნობიარე ნიშანია. მას ყველაზე ცბიერ ნიშანს უწოდებენ. ხშირად არ იტყუება, არამედ სათქმელს ბოლომდე არ ამბობს, რითაც სხვებს უფრო აბნევს. ზოგჯერ ეშმაკობას და ტყუილს შურისძიების მიზნით იყენებს.

მატყუარა ნიშნებს შორის პირველ ადგილზეა ტყუპები. ეს გასაკვირი არაა, რადგან მას ორმაგი ბუნება აქვს. დაუფიქრებლობა და ქარაფშუტობა ცუდ მდგომარეობაში აგდებს. ტყუილი მისთვის უბრალოდ თამაშია. არა რაიმე მიზნისთვის, არამედ უბრალოდ გასართობად იტყუება. ასევე ცრუობს, როცა არ იცის, რა გააკეთოს ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს დამცავი რეაქციაა, ჩვევა. უცნობ და უსიამოვნო ადამიანს შეიძლება თავაზიანად მოექცეს, მაგრამ ზურგს უკან მასზე საზიზღრობები ილაპარაკოს. ორპირობა ტყუპების ბუნებრივი თვისებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს