მე მყავს ძმა, სახელად ვიქტორი. ის ახლა ორმოცი წლისაა. ხუთი წლის წინ გაიცნო ძალიან ლამაზი გოგონა და ერთად დაიწყეს ცხოვრება.ვიქტორს ძალიან მოსწონდა ქეთი. მას სასიამოვნო ხასიათი ჰქონდა, არ ჰყავდა პრობლემური მშობლები, მუშაობდა, ბინა სულ წესრიგში ჰქონდა, შესანიშნავად ამზადებდა, არ მოითხოვდა ძვირფას საჩუქრებს და კურორტებზე დასვენებას.
შვილებსა და ქორწინებაზე არასდროს საუბრობდა. კომუნალურ გადასახადებს და სახლის ყველა ხარჯს ვიქტორი იხდიდა. ქეთი კი თავის ხელფასს სურვილისამებრ განაგებდა. ეს მდგომარეობა ყველას აწყობდა. ჩემს ძმას ზოგადად სჯეროდა, რომ მას უბრალოდ ძალიან გაუმართლა ქეთისთან.
შემდეგ კი ვიქტორმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ქეთი ცოტას კი არა, საკმაოდ კარგ ხელფასს იღებდა და იპოთეკით უყიდია ბინა. მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში იხდიდა სესხს საკუთარი ბინისთვის.
- როგორ მომატყუე ასე? მე ხომ ყველაფერი გავაკეთე ჩვენი ოჯახისთვის?
- რა ოჯახი? მე და შენ დაქორწინებულები არ ვართ და შენ არც კი გიფიქრია ჩემზე დაქორწინება! ხუთ წელიწადში შეგეძლო ამის გადაწყვეტა. რით ხარ უკმაყოფილო? მე ვალაგებდი შენს სახლს, გირეცხავდი, გიმზადებდი საჭმელს, გულით გიკეთებდი ყველაფერს. არც არაფერი მითხოვია შენთვის. ყველაფერს რაც მჭირდებოდა, ჩემი ხელფასიდან ვყიდულობდი. რა პრეტენზია გაქვს საერთოდ?
ვფიქრობ, ქეთი სწორად მოიქცა. აბა, რა უნდა გაეკეთებინა? ჩემს ძმას არ სურდა ჯერ დაქორწინება და მომავალში რას იზამდა ეგეც გაურკვეველი იყო. ამიტომ არ უნდა ეზრუნა საკუთარ მომავალზე?
ასე რომ, ქეთისი ძალიან კარგად მესმის.