დედა 50 წლის ასაკში სულ გადავიდა ჭკუიდან

630

ჩემი დაკვირვებით, ინტერნეტში უამრავი ამბავია ბავშვებზე, რომლებიც უცნაურად იქცევიან. მე კი გადავწყვიტე გამეზიარებინა ამბავი დედაჩემზე, რომელიც 50 წლის ასაკში ჭკუიდან გადავიდა და თავისი ქცევით ყველა გაგვაოცა.

დაახლოებით 5 წლის წინ დედაჩემმა განქორწინება მოითხოვა. მე მეგონა ამის მერე მშვიდად იცხოვრებდა და შვილიშვილთან გაატარებდა დროს, მაგრამ დედამ ახალი ურთიერთობების ძებნა დაიწყო. უფრო უარესი კი ის იყო, რომ დედა თავის პარტნიორად ირჩევდა ახალგაზრდებს, რომლებსაც ზოგჯერ ცოლი ჰყავდათ.მესმის, რომ ნებისმიერ ასაკში გინდა გიყვარდეს და უყვარდე, მაგრამ პარტნიორი ხომ შეიძლება გონივრულად უნდა აირჩიოთ?

დედა სოციალურ ქსელებში საკმაოდ გულწრფელ ფოტოებს აქვეყნებს, რომლის ახვაც მრცხვენია.სოციალურ ქსელში ეცნობა მომავალ თაყვანისმცემლებს. ჩვეულებრივ, ხვდება ხოლმე სახლს გარეთ, მაგრამ თუ მამაკაცი ცოლიანია, ჩვენს სახლში მოყავს.არც ისე დიდი ხნის წინ, სხვა ქალაქიდან გვესტუმრა თაყვანისმცემელი და ჩვენთან იყო, სანამ მისმა ცოლმა სკანდალები არ მოაწყო. ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ვცდილობ დედას ვუთხრა ამის შესახებ, ის მპასუხობს:

  • მე შენ გაგზარდე, არაფერი დაგაკელი. ახლა ჩემი ჯერია ვიცხოვრო ისე, როგორც მსურს და თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლია სხვაგან გადახვიდე!

მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს არ ვიცი. დედა ბავშვთან ერთად არის, სანამ მე და ჩემი ქმარი სამსახურში ვართ. ძიძის ფული არ გვაქვს, ბაღშიც ვერ გავუშვებ ჯერ, რადგან ვირუსებია.ამიტომ იძულებული ვართ, დედის სისულელეებს გავუძლოთ. დედა ყოველთვის ხალისიანია, მოწესრიგებული და მუდამ მზად არის ახალი შეხვედრებისთვის!

არ ვიცი როგორ მოვიქცე. იქნებ გაქვთ რაიმე რჩევა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს