უმცროს შვილს – ბინა, ჩემს ქმარს კი – წარმატებები!

1252

იღბალი ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, საჭიროა და სწორედ ეს გვისურვეს ჩემი მეუღლის მშობლებმა, როცა ორსულად ვიყავი და ვცდილობდი საბინაო საკითხის მოგვარებას.ათი წელია რაც დაქორწინებულები ვართ და თავიდანვე გადავწყვიტეთ ცალკე ცხოვრება და სხვა გზა არ იყო. ჩემი მშობლები პატარა, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და ხშირად მოიხმარდნენ ალკოჰოლს.

სანდროს მშობლები ცხოვრობდნენ უმცროს ძმასთან ერთად, ოროთახიან ბინაში. ძნელი იყო ქირის გადახდა, მაგრამ რა გაეწყობოდა?მალე დავფეხმძიმდი და, ბუნებრივია, დავიწყეთ ფიქრი სახლის ყიდვაზე. ჩემებისგან არაფრის იმედი არ მქონდა და გადავწყვიტეთ დავლაპარაკებოდით სანდროს მშობლებს ბინის წილის თაობაზე.

ძალიან გაუხარდათ ჩენი მისვლა, ნამცხვრები და ტკბილეული მოგვართვეს, მგრამ როდესაც ბინაზე ჩამოვაგდეთ საუბარი, დედამთილს სახე შეეცვალა.

  • შვილო, აბა რას ითხოვ?! შენი ძმა სკოლას ამთავრებს, უმაღლესში უნდა ჩააბაროს. ღმერთმა ქნას, გრანტი აიღოს. ბევრი ფული დაგვჭირდება და ჩვენ ვერ დაგეხმარებით!სანდრო ძალიან გაბრაზდა, მაგრამ თავი შეიკავა და წასასვლელად გავემზადეთ.სახლამდე ხმა არ ამოუღია და როცა უკვე ჩვენს პატარა ოთახში ჩაის მირთმევით, სევდიანად გაიღიმა და მკითხა:
  • აბა, მომავალო დედიკო, შევძლებთ?ჩავეხუტე და ვუპასუხე, რომ ჩვენ ორნი ერთად აუცილებლად გავუმკლავდებოდით ყველაფერს.

ერთი კვირის შემდეგ ჩემი ქმარი უკვე ორ სამსახურში მუშაობდა, ყოველდღე ვერც კი ვნახულობდით ერთმანეთს. მეც ვმუშაობდი.როცა უკვე ფეხმძიმობის მეცხრე თვეში ვიყავი, ჩემი მშობლები და მისი სტუმრები კუსტარულად დამზადებული სასმელით მოიწამლნენ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მამა და დედა.ასე რომ, ჩვენ მოულოდნელად, იპოთეკური სესხის წინასწარი გადახდის ნაცვლად, ფული დავხარჯეთ დაკრძალვასა და ალკოჰოლიკების ბუნაგის დასუფთავებაში.

რვა თვის განმავლობაში დაგროვილი თითქმის მთელი დანაზოგი რემონტზე დაიხარჯა. დედამთილმა და მამამთილმა რამდენჯერმე იკითხეს, როგორ მიდიოდა ჩვენი საქმეები და გულწრფელად (მათი თქმით) წარმატებები გვისურვეს.ის, რომ მე ვაკრავდი შპალერს უზარმაზარი მუცლით, ამჯობინეს არ შეემჩნიათ. სამშობიაროში წასვლისას ბინა უკვე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო.რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. როდესაც სამშობიაროდ შემიყვანეს და ბიჭი გავაჩინე, ექიმის ხმა გავიგე – აქ კიდევ არის ვიღაც… ჩემი მშობიარობა გაგრძელდა და დაიბადა ულამაზესი გოგონა.

სამშობიაროდა გამოწერის დღეს დაგვხვდნენ ჩვენი მეგობრები. მშობლები არ იყვნენ, რადგან სანდროს ძმას გამოცდა ჰქონდა. არ ვიცი, რას აკეთებდნენ ამ დროს მშობლები იქ, მაგრამ არ გავიფუჭე განწყობა ამ სისულელეზე ფიქრით.რა თქმა უნდა, ერთოთახიანი ბინა ჩვენთვის ვიწრო იყო, არც მე და არც სანდროს საკმარისი ძილი არ გვქონდა. სამსახურიდან დაღლილი მოდიოდა ბავშვების ტირილში ვერ ახერხებდა გამოძინებას.დედამთილ-მამამთილს თავი ისე ეჭირათ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მათი სატელეფონო ზარები ძირითადად უმცროსი შვილის შესახებ ინფორმაციისგან შედგებოდა.

სანდრო ცდილობდა თემა ბავშვებზე გადაეტანა, მაგრამ შვილიშვილები რატომღაც ნაკლებად აინტერესებდათ ბებია-ბაბუას.დროდადრო მოდიოდნენ, ორიოდე საათი ეფერებოდნენ პატარებს და სწრაფად მიდიოდნენ:

  • ოჰ, ძალიან დიდხანს გავჩერდით, ლევანიკო ალბათ უკვე მოვიდა ინსტიტუტიდან!ცვლილებები მოხდა, როდესაც ბავშვები ერთი წლის გახდნენ. ლევანიკომ გადაწყვიტა დაქორწინება, არადა ის მხოლოდ მეორე კურსზე იყო. დედამთილმა მაშინვე შეატყობინა სანდროს ეს სასიხარულო ამბავი, შემდეგ კი უბრალოდ შოკში ჩააგდო:
  • ჩვენს ბიჭს ქორწილისთვის სიურპრიზი მოვუმზადეთ, ბინა ვუყიდეთ და ვაჩუქებთ!სანდრომ ტელეფონი დაუშვა და ისე გაფითრდა, რომ შემეშინდა.
  • წარმოგიდგენია? ქორწილსაც უხდიან და ბინაც უყიდეს! ჩვენ რომ დაგვჭირდა, ფული არ ჰქონდათ! აღარ მინდა არცერთის დანახვა!

ქმარს ვამშვიდებდი, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. მერე სასეირნოდ წავედით და პარკში ბავშვებთან ერთად. სანდრომ ტელეფონი აიღო და მშობლების და ძმის ნომრები შავ სიაში ჩაწერა. მერე ჩემს ტელეფონზეც იგივე გააკეთა.

შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიძლება ურთიერთობა როგორღაც გაუმჯობესდეს, მაგრამ ამ ეტაპზე შევწყვიტეთ კონტაქტი ჩემი ქმრის მშობლებთან და ძმასთან…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს