„შემოდგომის მეორე თვე საიდუმლოებებით სავსეა!“ – ამბობს ანჯელა პერლი. 2022 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზი საოცარი და იმედის მომცემია. „ბებერ ეშმაკთან ბრძოლა სულში მიდის. ჩვენზეა დამოკიდებული, ვინ გაიმარჯვებს“. Paparazzi გიამბობთ, რა ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს 2022 წლის ოქტომბერში. ყველაფერი სიყვარულზე, კარიერასა და ჯანმრთელობაზე.
- ვერძი – ოქტომბერში სიყვარულის, რომანტიკული ურთიერთობების და საქმიანი თანამშრომლობის საკითხი წინ წამოიწევს. ბევრი ვერძი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ურთიერთობას ან სამსახურს შეიძლება ეხებოდეს. ფინანსურად წარმატებული თვეა. სწავლის დასაწყებად კარგი პერიოდია. თვის მეორე ნახევარში ნათესავებთან კამათს ელოდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არეულობაში არ მოხვდეთ. ბავშვთან დაკავშირებული სიახლეა მოსალოდნელი. ბევრი ვერძის ოჯახში მატება იქნება. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
- კურო – ბევრი კურო ოქტომბერში მოსწავლის როლში აღმოჩნდება. ახალი რამის შესწავლა მომავალში ნაყოფს გამოიღებს. სამსახურის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს. სასურველის მიღებაში შიში ხელისშემშლელი შეიძლება გახდეს. თვე მაცდური და ცვალებადი განწყობით სავსეა. ბავშვებთან დაკავშირებული სასიამოვნო საზრუნავი მოსალოდნელია.
- ტყუპები – ოქტომბრის დასაწყისში მატერიალური საკითხები არ მოაგვაროთ. თუ ამ დღეებში დასვენებას ვერ შეძლებთ, რუტინას მიხედეთ, რომელიც ინტელექტუალურ ჩართულობას არ მოითხოვს. ეს პერიოდი სულიერ განვითარებას, შემოქმედებას დაუთმეთ. თვის მეორე ნახევარი მოგზაურობით და სხვადასხვა აქტივობებით სავსეა. სწავლის დაწყება კარგია. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
- კირჩხიბი – ძალა და პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობები გააუმჯობესოთ და პრობლემები მოაგვაროთ. ოქტომბერში სასიამოვნო რომანტიკული ღონისძიებები დაგეგმეთ, პარტნიორი გაახარეთ. ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ძველ ნაცნობს შეხვდებით, რომელიც განწყობას შეგიცვლით. ბევრ სასიამოვნო ემოციას მიიღებთ.
- ლომი – თვის დასაწყისში პარტნიორთან სხვადასხვა მიზეზით ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება მოხდეს. მთელი თვე ურთიერთობაზე მუშაობა განვითარებას გამოიწვევს, ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს. თვის მეორე ნახევარი ახალი ნაცნობების შესაძენად ხელსაყრელია. თქვენზე უფროს, გამოცდილ და გავლენიან პარტნიორებს ყურადღება მიაქციეთ. თვე ახალი ბიზნესიდან კარგ მატერიალურ სიმდიდრეს, მოგებას მოგიტანთ.
- ქალწული – ანჯელა პერლი სამოგზაუროდ წასვლას გირჩევთ. ცხოვრებას ფერები და სასიამოვნო ემოციები შემატეთ. ასე სურვილის ასრულებას მიუახლოვდებით. ცვლილებებისთვის მოემზადეთ. ეს სამსახურს და პირად ცხოვრებას ეხება. საცხოვრებლად ახალ ადგილზე შეიძლება გადახვიდეთ.
- სასწორი – ამ თვეში ბევრი რამ გაირკვევა. გზები გაიხსნება. ამ ნიშნის ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოვა. ძველი და ხელისშემშლელი უკან დაიხევს. ერთი ციკლი დამთავრდება და ახალი დაიწყება. ეს ურთიერთობას ან სამსახურს შეიძლება ეხებოდეს. ოქტომბერში მოსალოდნელია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ემიგრაცია, ახალი საცხოვრებელი ადგილი. ბევრი სასწორის ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვლება. მოსალოდნელია სტატუსის შეცვლა: ნიშნობა, ბავშვის დაბადება, ნათლობა.
- მორიელი – ახალი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება გამოჩნდება, რომელიც ცხოვრების ბევრ სფეროზე გავლენას მოახდენს. ახალი საქმისკენ პირველი ნაბიჯები გადადგით. თვის მეორე ნახევარი ოჯახს დაუთმეთ, პარტნიორთან ერთად რაიმე ღირებული შეიძინეთ, მატერიალური საკითხები განიხილეთ. ოქტომბერში ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეთ, მოქმედება დაგეგმოთ.
- მშვილდოსანი – სამსახურსა თუ ფულთან დაკავშირებული შეთანხმება კარგ მოგებას მოგიტანთ. მთავარია, არ შეგეშინდეთ, არამედ გააკეთოთ. კარიერულ კიბეზე წინსვლაა მოსალოდნელი. ურთიერთობაში წარმატებას მიაღწევთ. თვის მეორე ნახევარში ოჯახის შემადგენლობა შეიცვლება. ბავშვის დაბადება ან ნათესავების გადასვლა მოსალოდნელია. შემოქმედებითი პროექტები წარმატებას და ფინანსებს მოგიტანთ.
- თხის რქა – საქმე წინ წაიწევს. თან საკმაოდ სწრაფად! მოსალოდნელია დაუგეგმავი მოგზაურობა. ასევე სტუმრები შეიძლება გესტუმრონ. საცხოვრებელთან დაკავშირებული საქმე გამოჩნდება. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, გარდაქმნა: ხელახალი დაბადება, ახალი თვისების შეძენა. ამ დროს ერთი კარი იხურება და მაშინვე მეორე იღება. ეს კარგია. ოღონდ სწრაფად უნდა იმოქმედოთ!
- მერწყული – მერწყულს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა ექნება. დიდი ხნის წინ შესრულებული საქმიდან ფულის მიღების შანსია. მეგობრები დიდ მხარდაჭერას გაგიწევენ. პრობლემები საკუთარ თავში არ შეინახოთ. დახმარება ითხოვეთ. თვის ბოლოს უძრავ ქონებასთან, გადაადგილებასთან ან ბინის შეძენასთან დაკავშირებულ შედეგებს მიიღებთ. ამის შემდეგ ბევრი სიხარული გელით. სასიამოვნო ამბები აუცილებლად აღნიშნეთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
- თევზები – იქნება კონფლიქტები, შეჯიბრი ან კონკურენცია, მაგრამ სწრაფად და მარტივად მოგვარდება. სხვების იმედი არ გქონდეთ, მხოლოდ საკუთარი თავის. ისინიც, ვინც გპირდებიან, არ დაგეხმარებიან. მოთმინება ასმაგად დაჯილდოვდება! ჯგუფში მუშაობა მოგებას და კარიერულ კიბეზე წინსვლას მოგიტანთ. ფული ყველაფრისთვის გეყოფათ!
„აკონტროლეთ ემოციები, რადგან ყველაფერი თქვენს ენერგეტიკულ ვიბრაციებზე დამოკიდებულია. გახსოვდეთ: სადაც არის მიმართული ყურადღება, იქ იქნება შედეგი!“ – გირჩევთ ანჯელა პერლი და ძნელია, არ დავეთანხმოთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს