უსახლკარო ბებიამ შვილი გადამირჩინა და მიამბო, თუ როგორ იქცა უსახლკაროდ

985

მე ანა მქვია. გათხოვილი ვარ და მყავს პატარა გოგონა.ერთ დღეს ჩემს ქალიშვილთან ერთად პარკში ვსეირნობდი. მეგობარმა დამირეკა და წამით ყურადღება გამეფანტა. ამ დროს ჩემი ბავშვი ცივი წყლით სავსე აუზში ჩავარდა.წამით გავქვავდი, შემდეგ კი მის გადასარჩენად გავვარდი. მე დამასწრო ბებიამ, რომელიც იქვე ახლოს სკამზე იჯდა. ეს ქალი გაბედულად გადახტა ცივ წყალში და ჩემი გოგონა გადაარჩინა.

არ ვიცოდი რით გადამეხადა მადლობა. დავითანხმე, რომ თან გამომყოლოდა. მოხუც ქალს თინა ერქვა. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები, ჩემი შვილის გადარჩენის გამო.ჩაი გავაკეთე, ქალს ტანსაცმელი მივეცი, რათა გამოეცვალა.

თინა დეიდამ თავისი სევდიანი ამბავი მიამბო. თურმე ის საკუთარმა ქალიშვილმა მოატყუა და ახლა ქუჩაში ცხოვრობს. ქალიშვილი გათხოვდა და დედა დაარწმუნა, რომ ბინა გაეყიდა. მათ ამ ფულით ორი ბინა უნდა ეყიდათ: ერთი თინა დეიდასათვის, მეორე კი ახალგაზრდა ოჯახისთვის.

ქალიშვილმა საკუთარი დედა მოატყუა და ქმართან ერთად გაიქცა, მთელი ფულიც თან წაიღო. ახლა თინა დეიდა ქუჩაში ცხოვრობს, მაგისტრალთან ახლოს. პარკში კი ის ბოთლებს აგროვებს და ამით ცხოვრობს.

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ შოკში ვიყავი. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ მოექცა ასე საკუთარ დედას. თინა დეიდას შევთავაზე, რომ საცხოვრებლად ჩვენთან დარჩენილიყო.

ჩემი ქმარი რომ მივიდა, ყველაფერი ვუამბე. ძალიან მეჩხუბა იმის გამო, რომ ჩვენს ქალიშვილს თვალი ვერ მივადევნე. თუმცა, ის გულწრფელად მადლობელი იყო თინა დეიდასი, ჩვენი შვილის გადარჩენის გამო. მანაც შესთავაზა თინა დეიდას საცხოვრებლად ჩვენთან დარჩენა.

მან არ მოისურვა ჩვენი შეწუხება, ამიტომ ჩვენ მას მოხუცებულთა სახლში მოხვედრაში დავეხმარეთ. ახლა მის სანახავად ხშირად დავდივართ. მას იქაურობა ძალიან მოსწონს. ჩემმა გოგონამ კი მშვენიერი ბებია იპოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს