პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა გოგონა საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ანა მქვია. 17 წლის ვარ. ვსწავლობ მე-11 კლასში, ძალიან კარგ ლიცეუმში. წელს გამოცდებს ჩავაბარებთ და სკოლას დავამთავრებთ. ჩვენ ახალი ცხოვრება გვეწყება, ყველა იმაზე ფიქრობს, სად უნდა ჩააბაროს.მე, არც ისე კარგად არ ვსწავლობ. სულელი არ ვარ, უბრალოდ ზარმაცი ვარ და სიბეჯითეც ნამდვილად მაკლია.
მე-11 კლასში რომ ვიყავი, იმდენი გეგმა მქონდა მომავლისთვის… ზუსტად ვიცოდი სად ჩავაბარებდი და ვინ ვიქნებოდი. შემდეგ კი, დეკემბრის დასაწყისში, დამემართა გრიპი ძალიან მძიმე ფორმით. ძალიან დიდხანს ვიყავი ავად.და როდესაც, ბოლოს და ბოლოს, გამოვჯანმრთელდი, მივხვდი, რომ არაფერი მინდოდა. სკოლაში სიარულიც კი არ მინდა. მესმის, რომ ეს არასწორია, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. უბრალოდ არაფერი მინდა და მთლიანად დავკარგე საკუთარი თავის რწმენა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ საერთოდ არ მჯერა, რომ ამ ცხოვრებაში რაიმეს მიღწევას შევძლებ.
ცოტა ხნის წინ სკოლაში დედაჩემი გამოიძახეს. უბრალოდ, ძალიან ბევრი გაცდენა მქონდა. დედამ მისაყვედურა, ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა ჩემს თავს. ჩემთვის კი, სულ ერთია. არც კი ვგრძნობ რაიმე დანაშაულს ამდენი გაკვეთილის გამოტოვებისთვის.გამოცდები რომც არ ჩავაბარო, ძალიანაც არ ვნერვიულობ. ჩემთვის სულ ერთია. არაფერი არ მინდა ამ ცხოვრებაში. ძალიან დავიღალე ყველაფრით.
უკვე ერთი თვეა სახლიდანაც არ გავდივარ. არ მინდა! მესმის, რომ ეს არასწორია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუშვრები. არ ვიცი, რა გავაკეთო. რა ხდება ჩემს თავს?