ჩემმა საყვარელმა ქალიშვილმა დაწერა, რომ მას არ უყვარს თავისი არც ერთი ნათესავი

2147

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა დედა თავის 14 წლის ქალიშვილზე საუბრობს.მე ელენე მქვია. მყავს თოთხმეტი წლის ქალიშვილი, ეკა. სრულიად შემთხვევით ავიღე ჩემი ქალიშვილის ტელეფონი და წავიკითხე მესიჯი, რომელიც მან თავის მეგობარს მისწერა.შეტყობინებაში ჩემმა საყვარელმა ქალიშვილმა დაწერა, რომ ეჯავრება თავისი ყველა ნათესავი. ჩემს ქალიშვილს დაველაპარაკე. მან კიდევ ერთხელ დამიდასტურა ის, რაც უკვე წავიკითხე მის ტელეფონში.

  • ასე როგორ შეიძლება? ჩვენ ხომ არაფერს ვინანებთ შენთვის! ლევანმა გუშინ რამდენი ახალი რამ გიყიდა, შენ კი ასეთი უმადური ხარ! – ვუყვიროდი ჩემს ქალიშვილს.

ლევანი ჩემი მეორე ქმარია. ექვსი თვის წინ მისგან ბიჭი გამიჩნდა. ეკა თავის ძმასთან ახლოსაც კი არ მიდის.

  • როგორ შეიძლება არ გიყვარდეს? ის ხომ ძალიან საყვარელია! – ვცდილობდი, რაიმე გამეგებინებინა ჩემი ქალიშვილისთვის.
  • სულაც არ არის კარგი! ჭამს, სძინავს და ტირის!

მე და ლევანი ძალიან კარგად ვცხოვრობთ. ლევანი წარმატებული ბიზნესმენია და ჩვენ ყველას გვინახავს. მე არ ვმუშაობ. ლევანი ძუნწი არ არის, ის ჩემი ქალიშვილისთვის ყველაფერს ყიდულობს, რაც კი მას მოესურვება. სკოლაში მძღოლს ან ჩემს პირველ ქმარს დაჰყავს. ისიც ბიზნესმენია და ისიც უსრულებს ჩემს ქალიშვილს ყველა სურვილს. გიორგიც დაქორწინდა მეორედ, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა.

ეკას ამბავი დედაჩემს შევჩივლე. ის დამპირდა რომ დამეხმარებოდა.უქმეებზე ბებიამ ეკა თავისთან წაიყვანა. დედაჩემი ცდილობდა აეხსნა ეკასთვის, რომ ის მართალი არ იყო, მაგრამ ეკას არაფრის მოსმენა არ სურდა. შემდეგ დედაჩემმა რჩევა სთხოვა თავის მეგობარს, რომელიც მედდად მუშაობდა საავადმყოფოში. მათ მოიფიქრეს გაეკეთებინათ, აი რა: დედაჩემის მეგობარს თავი ფსიქოლოგად უნდა მოეჩვენებინა და ჩემს ქალიშვილს უნდა გასაუბრებოდა.მეორე დღეს ბებია და ეკა საავადმყოფოში წავიდნენ. იქ დედაჩემის მეგობარი ეკას ფსიქოლოგად გაეცნო და გაესაუბრა. ეკამ თავის პრობლემაზე ისაუბრა. ქალბატონმა ნანამ კი, აი რა უთხრა:

  • ეკა, შენ ყველას ძალიან უყვარხარ. აი, მაგალითად, ჩემთან ბებიაშენმა მოგიყვანა. შენ გგონია, რომ მას სხვა საქმეები არ აქვს? ნახე, ჯერ კიდევ როგორ მძიმედ სუნთქავს. ეტყობა, რომ ძალიან გაუჭირდა აქამდე მოსვლა, მაგრამ მაინც მოვიდა. შენს გამო. ბებია ნერვიულობს შენს გამო და ზრუნავს შენზე. ეს კი ნიშნავს, რომ მას ძალიან უყვარხარ. ბებიას, რაიმე რომ დაემართოს? ძალიან გეწყინება?
  • რა თქმა უნდა! ძალიან მენატრება ბებია, როდესაც დიდხანს ვერ ვხედავ.
  • დედას ან მამას რომ დაემართოს რაიმე, ესეც ხომ გეწყინება?
  • დიახ…
  • აი, შენ კი ამბობ, რომ არავინ არ გიყვარს. მაგრამ ეს ასე არ არის. შენ გიყვარს შენი ახლობლები და თავს ცუდად იგრძნობ, როდესაც ისინი შენს გვერდით არ იქნებიან.
  • რას ნიშნავს გიყვარდეს? გაკვირვებული ხმით იკითხა ეკამ.
  • ეს არის, როდესაც ადამიანზე ღელავ, ნერვიულობ მის გამო, გენატრება და გინდა, რომ რაღაცით გაახარო.
  • მაშინ, მე ნამდვილად მყვარებია ჩემი ოჯახი! – გაკვირვებით დაასკვნა ეკამ.
  • უფროსები ხანდახან არასწორად იქცევიან, მაშინაც კი, როცა ვინმე ძალიან უყვართ. იგივე შეცდომებს უშვებენ ბავშვებიც. შენ ხომ უკვე ნანობ იმას, რომ შენს მეგობარს ასეთი რამ მისწერე?
  • ვნანობ…
  • მაშინ პატიება ითხოვე!
  • დედა არ მაპატიებს!
  • სცადე! მოუხადე ბოდიში.
  • ძალიან დიდი მადლობა. ასეც მოვიქცევი! – თქვა ეკამ.

ეკამ პატიება მთხოვა, მე კი ვაპატიე. ახლახან კი, ეკას თავად მოუნდა პატარა ძმასთან თამაში. და კიდევ, მან გადაწყვიტა, რომ როდესაც სკოლას დაამთავრებს, ფსიქოლოგიურზე უნდა ჩააბაროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს