ცოლს იმიტომ დავშორდი, რომ მშობიარობის შემდეგ თავს აღარ უვლიდა და 25 კილოგრამი მოიმატა

725

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი მეუღლის ისტორიას გვიყვება.როდესაც ლიკაზე დავქორწინდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთმანეთი სპორტდარბაზში გავიცანით, სადაც სავარჯიშოდ დავდიოდით.

ექვსი თვის შემდეგ ლიკამ შესანიშნავი ამბავი შემატყობინა, ის ფეხმძიმედ იყო. ყველაფერი ნორმალურად იყო. ლიკამ ფეხმძიმობის პერიოდი კარგად გადაიტანა და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. სამშობიაროდან რომ გამომყავდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

ორი კვირის შემდეგ მან მითხრა, რომ ძალიან უჭირდა ბავშვის მოვლა და მთხოვა, რომ ბავშვი დედამისთან წამეყვანა. რაღაც პერიოდით, სანამ ის მშობიარობის შემდეგ მოძლიერდებოდა.მე დავეთანხმე. მე ხომ არ ვიცოდი, ამას რა მოჰყვებოდა.

ამას კი რეალურად საშინელი შედეგები მოჰყვა. ლიკამ დაიწყო ძალიან ბევრი ტკბილეულისა და ცომეულის ჭამა. ის ცოტას მოძრაობდა და მუდმივად ტელევიზორთან იჯდა. ამის გამო, მან ძალიან სწრაფად დაიწყო წონაში მატება.

ამასთან ერთად, ის მუდმივად დადის სილამაზის სალონებში ფრჩხილებისა და წამწამების გასაკეთებლად. რისთვის სჭირდება ეს, როდესაც ზედმეტი წონა 20 კილოგრამზე მეტი აქვს? უკეთესი იქნებოდა, თუ სპორტდარბაზში ჩაეწერებოდა!

ლიკა და დედამისი ჩვენს ბიჭსაც ძალიან ბევრს აჭმევენ. ის მსუქანია და მოუხერხებელი. ის მხოლოდ ორი წლისაა და “მრგვალია”. არვის ესმის ჩემი, როდესაც ვამბობ, რომ ბავშვის ასე კვება არ შეიძლება.

მე ძველებურად დავდივარ სპორტდარბაზში, ლიკა კი ვერ დამირწმუნებია, რომ თვითონაც დაიწყოს სიარული.სახლში რომ მოვდივარ, ვხედავ თუ როგორ ზის ლიკა დივანზე და მიირთმევს რაიმე ტკბილეულს ან ცომეულს.ის ბედნიერია, მას მოსწონს, როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება. მე კი, საერთოდ არ მომწონს როგორ გამოიყურება ჩემი ცოლი. მინდა, რომ ლიკა ისევ ისეთი გახდეს – გამხდარი, ლამაზი და მოვლილი.

ახლა კი, საერთოდ არ შემიძლია მის გვერდით ყოფნა. ვის შეიძლება მოსწონდეს მსუქანი ძროხა? არავის! ხოდა, მეც დავიწყე ყურება ლამაზი და გამხდარი გოგოებისკენ.ლიკასთან ცხოვრება აღარ შემიძლია. მისი დანახვაც აღარ შემიძლია. დედამისთან წავიყვანე და ვუთხარი, რომ დიეტაზე ყოფილიყო და წონაში დაეკლო. ვუთხარი, რომ თუ ასე არ იქნებოდა, დავშორდებოდი. უკვე ორი თვე გავიდა და ჯერ არაფერი შეცვლილა.

აი, რის გამო ვშორდებით ერთმანეთს. არ მინდა მსუქან ქალთან ცხოვრება, რომელსაც ჩემი გაგება არ სურს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს