ორქიდეა ეგზოტიკური მცენარეა. სახლში გასაზრდელად განსაკუთრებული პირობები სჭირდება. პრეტენზიული არაა, როგორც ბევრი თვლის. სწორად გამოკვება და მოვლა სჭირდება, რომ გაიზარდოს და იყვავილოს. Paparazzi გიამბობთ, რომელი საშუალება გამოიყენოთ ორქიდეას ასაყვავებლად.
სასუქი ორქიდეასთვის – ბუნებრივ პირობებში ორქიდეას ნაძვის ქერქი, ხავსი ან კენჭი კვებავს. სახლში ჩვეული გარემოსგან შორს მინერალური და ორგანული სასუქებით მუდმივად უნდა გამოკვებოთ. ამ მიზნით მზა სასუქი მაღაზიაში შეგიძლიათ იყიდოთ. ქიმიური სასუქის არჩევისას გაითვალისწინეთ:
- სასუქი კარგია, თუ მაგნიუმს, სპილენძს და კალციუმს შეიცავს.
- ყვავილობის პერიოდში აზოტის სასუქი გამოიყენეთ.
- თუ ყვავილის დამუშავებას აპირებთ, ხსნარში უნდა იყოს თუთია, რკინა, ნატრიუმი, მანგანუმი და სპილენძი. ასე ფოთლებს და ფესვებს გააძლიერებთ.
- ყველაზე ეფექტური სასუქი ყველა ზემოაღნიშნულ ელემენტს შეიცავს.
ორქიდეას ასაყვავებლად შინაურული სასუქიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაცილებით იაფი, ხელმისაწვდომი და ეფექტურია. მაგალითად, ორქიდეას რძე ძალიან უყვარს. რძე შეიცავს კალიუმს, კალციუმს, აზოტს და მაგნიუმს, რომლებიც მცენარეს ზრდისთვის სჭირდება. ასე ყვავილს მთელი წელი ყვავილობის ძალას მისცემთ. საკმარისია, რომ 0,5 ლ წყალი და 1 ს/კ სახლის რძე აურიოთ. მხოლოდ სახლის რძე გამოიყენეთ, რადგან პასტერიზებული სასარგებლო ნივთიერებებს მცირე რაოდენობით შეიცავს.
ორქიდეა ქოთნით უფრო დიდ ქოთანში ჩადეთ და რძის ნარევით უხვად მორწყეთ. 15 წუთში ზედმეტი წყალი ქოთნიდან გადაასხით და ორქიდეა ადგილზე დააბრუნეთ. 2 კვირაში ერთხელ გამოიყენეთ. ორქიდეა აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს მიიღებს და აყვავილდება. რძის ხსნარით (1 ს/კ სახლის რძე და 2 ს/კ თბილი წყალი) მცენარის ფოთლები შეგიძლიათ გაწმინდოთ. ძლიერ და მწვანე ფოთლებს მიიღებთ.
რძით გამოკვება ორქიდეას სასარგებლო ნივთიერებებით ამდიდრებს და ზრდაში ეხმარება. რეგულარული კვებით მცენარე დაუღალავად იყვავილებს. თქვენი მცენარეც გამოკვებეთ, რომ მთელი ზამთარი ლამაზი ყვავილებით გაგახაროთ!