რადიატორი ზემოთ ცხელია, ქვემოთ ცივი. მეზობელმა პრობლემა 3 წუთში მოაგვარა

788

ეფექტური რადიატორები შენობის გათბობის ამოცანას წარმატებით ასრულებენ. თუ ყველაფერი რიგზეა, ჰაერის ტემპერატურა საჭირო დონეზე ნარჩუნდება. სახლი თბილი და მყუდროა. ზოგჯერ რადიატორი ზემოთ ცხელია, ხოლო ქვემოთ ცივი რჩება. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოაგვაროთ პრობლემა და რამდენად სერიოზულია.

პირდაპირ გეტყვით, რადიატორის ზედა და ქვედა ტემპერატურას შორის მცირე განსხვავება ნორმალურია. ეს სითბოს გადაცემის პრინციპია, ვერაფერს გახდებით. დასაშვები არათანაბარი გაცხელება საშიში არაა. ბატარეის მუშაობა უნდა გაასწოროთ, თუ მის ზედა ნაწილს ხელს ვერ ადებთ, ისეთი ცხელია, ხოლო ქვემოთ ისეთი ცივია, თითქოს ჩართული არაა. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებთ, სპეციალისტს მიმართეთ. ის პრობლემას ოპერატიულად იპოვის და გადაჭრის. განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა გათბობის სასწრაფოდ ჩართვა გჭირდებათ. სისტემაში შეიძლება თავადაც გაერკვეთ, მაგრამ პროფესიონალი ამას უფრო სწრაფად გააკეთებს.

გაუმართაობის მიზეზის მოძებნა – სანამ შეკეთებას დაიწყებთ, პრობლემა ზედაპირზე მოძებნეთ. რადიატორი და მილები ყურადღებით დაათვალიერეთ. პრობლემა შეიძლება მათში იყოს. მოწყობილობიდან ზედმეტი ჰაერი გამოუშვით და გაწმინდეთ. შეამოწმეთ მარეგულირებელი სარქველები და ტუმბო, რომელიც სითხის მილებში გადაცემას არეგულირებს. ზოგჯერ ეს დაზიანების მიზეზი ხდება. თუ სითხის ცირკულაციის სიმძლავრე დაბალია, რადიატორის მუშაობა უარესდება. არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ მილყელი, რომელსაც ძირითადი გათბობის მილები ბატარეასთან მიყავს. ნორმალური მუშაობისას ოდნავ თბილი უნდა იყოს, დარღვევისას ზედმეტად ცხელი. რადიატორში ნაგვის დაგროვება მისი მუშაობის დარღვევის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. წლების განმავლობაში მილში გამავალ წყალს ბევრი წვრილი ნაგავი მოაქვს. ეს მინარევები გროვდება და ბატარეებში წყლის ნორმალურ მოძრაობას ხელს უშლის. რადიატორები ხარისხიანად გაწმინდეთ.

როგორ მუშაობს ეფექტური რადიატორები – სინამდვილეში, რადიატორთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში, სპეციალისტის მომსახურება აუცილებელია. ამოცანა გაიმარტივეთ და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდით. თუ რადიატორები დეტალურად შეამოწმეთ, მაგრამ მაინც ხარვეზებით მუშაობს, პრობლემას მხოლოდ ოსტატი მოაგვარებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს