ბებია წაბლს ფანჯრის რაფაზე ტოვებს, რომ დელიკატური პრობლემა მოაგვაროს

1362

ბებიას შემოდგომაზე ტყეში სეირნობა და საკვებად უვარგისი წაბლის შეგროვება უყვარდა. ყოველთვის დიდი ჩანთა მიჰქონდა, რადგან ამ ტყის კაკლის გამოყენების სხვადასხვა მეთოდის შესახებ იცოდა. ერთ–ერთი მათგანი სახლში ყველა ფანჯრის რაფაზე წაბლის დადობაა. Paparazzi გიამბობთ, რატომ აკეთებდა ამას მოხუცი ქალი და კიდევ როგორ გამოიყენოთ ბუნების ეს საჩუქარი.

საკვებად უვარგისი წაბლი – ბებია მწერებს ბინაში ვერ იტანდა. პირველ რიგში, უბრალოდ ეშინოდა. მეორეც, ობობის ქსელს, რომელიც სახლის სხვადასხვა კუთხეში ჩნდებოდა, ვერ იტანდა. იდეალური წესრიგის მომხრე იყო. შემოდგომაზე აცივებისას ტყეში წაბლს აგროვებდა. ამას სხვადასხვა მიზნით აკეთებდა. ერთ–ერთი მთავარი, საძულველი ობობებისგან ერთხელ და სამუდამოდ დაცვა იყო. რა თქმა უნდა, შეეძლო ჩუსტი აეღო და პრობლემა ერთი დარტყმით მოეგვარებინა, მაგრამ ცოცხალი არსების მოკვლა არ სურდა. პრობლემას დიპლომატიურად აგვარებდა. შეგროვებულ წაბლს ბინაში ფანჯრის რაფებზე ანაწილებდა. სხვათა შორის, აგარაკზეც ასე აკეთებდა.

„დასუნე. ობობისგან დასაცავად იდეალური სუნია!“ – ამბობდა ბებია. წაბლის არომატი ყველა საძულველ სტუმარს ნამდვილად აფრთხობდა. მართალია, ამას მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი, როცა წაბლს ოთხად ჭრიდა. მისი თქმით, ასე ხრიკი უკეთ მუშაობდა. სხვათა შორის, წაბლის გარდა ამ მიზნით რკოც გამოგადგებათ. წაბლი არა მხოლოდ ობობას უმკლავდება. მაგალითად, მთელი წაბლი ტანსაცმლის ან პროდუქტების კარადაში შეგიძლიათ შეინახოთ. ასე ნივთებს საძულველი ჩრჩილისა და ბუგრებისგან დაიცავთ. წაბლი შეგიძლიათ დაჭრათ და ნაჭრის ქისაში ჩაყაროთ, შემდეგ კი კარადაში შეინახოთ.

რა ვუყოთ წაბლს – ბებია საკვებად უვარგის წაბლს არა მხოლოდ ობობების დასაშინებლად იყენებდა. ყოველთვის ძალიან სპორტული იყო. ასაკის მიუხედავად პეპელასავით დაფარფატებდა. მისი მთავარი საიდუმლო იყო წაბლის ნაყენი, რომელსაც სახსრებზე ისვამდა. ნაყენის მოსამზადებლად მხოლოდ 10-12 ცალი წაბლი დაგჭირდებათ. ამდენს ტყეში სეირნობისას მარტივად შეაგროვებთ. სახლში მისვლისას წაბლს მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადაასხით და წაბლი გააშრეთ. ამის შემდეგ ოთხად დაჭერით, მინის ქილაში ჩაყარეთ, 500 გ გამჭვირვალე სპირტიანი სასმელი დაასხით. კარგად აურიეთ, ქილას ჰერმეტულად დაახურეთ და 30 დღე სიგრილეში შეინახეთ. მზადაა! წაბლიდან ეკოლოგიური სარეცხი ფხვნილიც შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს შედარებით ახალი ხრიკია, რომლის შესახებ ბებიამ არ იცოდა. დარწმუნებული ვარ, მოეწონებოდა.

საკვებად უვარგისი წაბლი სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, კბილების გასათეთრებლად. მათეთრებელი საშუალების მოსამზადებლად კაკალს ყავისფერი ქერქი მოაშორეთ. თეთრი ბირთვი გაახმეთ და ყავის საფქვავით დაფქვით. მზადაა. ასეთი ფხვნილი კბილებს ათეთრებს და მის მდგომარეობას აუმჯობესებს. წაბლის ფქვილი შეგიძლიათ აბაზანას დაუმატოთ. ამბობენ, რომ ასეთი პროცედურის შემდეგ კანი უფრო დაჭიმული, განახლებული ხდება. ფხვნილის ცხელ აბაზანაში ჩაყრა საკმარისი არაა. ჯერ ნახარში უნდა მოამზადოთ. 500 მლ წყალი და 1 ს/კ წაბლის ფქვილი აურიეთ. ნარევი მოხარშეთ და აადუღეთ. 6-8 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ ცხელ აბაზანას დაუმატეთ. ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს