თავიდან ბებია არავის სჭირდებოდა, ჩემს გარდა. მაგრამ როდესაც ანდერძის შესახებ გაიგეს, ყველას მოუნდა მისი წაყვანა

700

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი ქმრის ნათესავების შესახებ საუბრობს.მე ანა მქვია, ჩემს ქმარს – კოტე.

დედამთილთან ურთიერთობა თავიდანვე ვერ ამეწყო. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი არასწორად. შემდეგ კოტემ მითხრა, რომ ამის მიზეზი მე კი არა, თავად ის იყო. უბრალოდ, კოტეს დედას იგი სძულდა. რადგან მე მისი ცოლი ვარ, შევძულდი მეც. ჩემს ადგილზე ნებისმიერი სხვა გოგოც რომ ყოფილიყო, კოტეს დედას ისიც შესძულდებოდა.

როდესაც კოტემ მიამბო, რომ დედამისს უბრალოდ სძულს და მთელი ცხოვრება აწყენინებს, მე თავიდან არ დავუჯერე, მაგრამ როდესაც კოტემ ყველაფერი მიამბო, უბრალოდ გავოგნდი.მე ძალიან კარგი მშობლები მყავდა, რომლებსაც ძალიან ვუყვარდი და ამიტომ არ შემეძლო ამის გაგება, თუ როგორ შეიძლება დედა საკუთარ შვილს ასე ექცეოდეს.

როგორც დრომ გვიჩვენა, კოტე ნამდვილად სიმართლეს ლაპარაკობდა დედამისზე და თავის და-ძმაზე.რაში იყო საქმე? საქმე იმაში იყო, რომ კოტე დედამისმა ქორწინების გარეშე გააჩინა. მას უბრალოდ შეუყვარდა მამაკაცი, მან კი მოატყუა და ფეხმძიმე მიატოვა. სიძულვილი, რომელიც კოტეს დედას ამ მამაკაცის მიმართ გაუჩნდა, მთლიანად კოტეზე გადმოიტანა, თავის უდანაშაულო ბიჭზე.

ამას ისიც დაემატა, რომ კოტე ძალიან ჰგავდა მამამისს, ხოდა დედამისს ბავშვობიდანვე ეჯავრებოდა.კოტეს დედა მოგვიანებით გათხოვდა და თან ძალიან წარმატებულად. ბატონი დავითი საქმიანი კაცი იყო, ის ბიზნესით იყო დაკავებული და მაშინაც კი არ გაკოტრდა, როდესაც ძალიან ბევრი გაბანკროტდა.

ნანას დავითისგან ორი შვილი ეყოლა – ვაჟი და ქალიშვილი. თავად ბატონი დავითი კოტეს ძალიან კარგად ექცეოდა, საკუთარი დედა, და და ძმა კი – მუდმივად აწყენინებდნენ და ამცირებდნენ.ბატონი დავითი კარგი მეუღლე და შესანიშნავი მამა იყო. ის კოტეს საკუთარი შვილივით ექცეოდა.

ხშირად მეგონა, რომ ჩემი მამინაცვალი ჩემი ნამდვილი მამა იყო, დედაჩემი კი მუდმივად დედინაცვალივით მექცეოდა, – მითხრა ჩემმა ქმარმა.მე და კოტე თავიდან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, მაგრამ დახმარება არავისთვის გვითხოვია. ურთიერთობა მხოლოდ ბატონ დავითთან გვქონდა. ჩემი დედამთილი და ჩემი ქმრის და-ძმა მხოლოდ რამდენჯერმე მინახავს.შემდეგ უბედურება მოხდა, ბატონ დავითს ინფარქტი დაემართა და ის გარდაიცვალა.დაკრძალვის შემდეგ ყველა ნათესავი ნოტარიუსთან მიიწვიეს.

  • შენ რას მოხვედი? – ჰკითხა დედამისმა ჩემს ქმარს.
  • არ ვიცი. მეც მომიწვიეს.

როდესაც ნოტარიუსმა ანდერძი წაიკითხა, ჩემმა დედამთილმა, ელენემ და აკაკიმ ყვირილი და პრეტენზიების გამოთქმა დაიწყეს.

  • ეს შეუძლებელია! ის ჩვენ ასე ვერ მოგვექცეოდა! ეს არ არის ნამდვილი ანდერძი! კოტე შენ ნოტარიუსი მოისყიდე!

აღმოჩნდა, რომ ბატონმა დავითმა თავის ცოლს დაუტოვა მდიდრული სახლი, სადაც ცხოვრობდნენ. თავის შვილებს კი კარგი ოროთახიანი ბინები აჩუქა სათითაოდ.

  • რატომ დაუტოვა მამამ კოტეს იმდენივე, რამდენიც ჩვენ? ჩვენ ხომ მისი ნამდვილი შვილები ვართ, კოტე კი მისთვის არავინ არ არის! – პრეტენზიებს გამოთქვამდნენ ელენე და აკაკი.

ნოტარიუსმა თქვა, რომ ბატონი დავითის უკანასკნელი ანდერძი ექვს თვეში კრებაზე გამოცხადდებოდა, მაგრამ მისი გაპროტესტება შეუძლებელი იქნებოდა. ეს მაშინე გამოაცხადა ნოტარიუსმა, რადგან ყველაფერი კანონის მიხედვით იყო შედგენილი.ჩვენ საცხოვრებლად იმ ბინაში გადავედით, რომელიც კოტეს მამინაცვლისგან ერგო მემკვიდრეობით.ერთი კვირის შემდეგ ჩემმა დედამთილმა დამირეკა და მითხრა, რომ ბატონი დავითის დედა ახლა უკვე ჩვენთან ერთად იცხოვრებდა.

  • აბა, რა გეგონათ, ბინა უბრალოდ ისე მიიღეთ და მორჩა? ახლა იმუშავეთ! მე არ ვაპირებ ამ ავადმყოფი მოხუცის ატანას ჩემს სახლში.

კოტე ბებიამისის მოსაყვანად წავიდა, მე კი მისთვის ოთახის მომზადება დავიწყე.ქალბატონი ეკატერინე ყოველთვის ეხმარებოდა თავის ბიჭს და რძალს. მან ყველა შვილიშვილი გაზარდა, ახლა კი, როდესაც დაბერდა და ინსულტი გადაიტანა, აღარავის სჭირდება.

ქალბატონი ეკატერინე კოტეს ყოველთვის ძალიან კარგად ექცეოდა. ავადმყოფობის შედეგ მას სიარული არ შეეძლო და მხოლოდ ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა.ბებიას მე და კოტე ერთად ვუვლიდით. მაინცდამაინც, რთული არ იყო.მას ძალიან სწყინდა, რომ მასზე უარი თქვეს საკუთარმა შვილიშვილებმა და რძალმა.

  • დედამ გაათამამათ. შენ კი სხვანაირი გაიზარდე: კეთილი და კარგი. ცოლიც შენნაირი მოიყვანე.

ბებია ჩვენს დახმარებასაც კი ახერხებდა, საჭმელს გვიმზადებდა. რძალმა და ნამდვილმა შვილიშვილებმა კი ერთხელაც არ დაურეკეს. მათ უბრალოდ ამოშალეს ბებია საკუთარი ცხოვრებიდან.გავიდა ექვი თვე. ჩვენ კრებაზე მიგვიწვიეს.როდესაც კოტე ქალბატონ ეკატერინესთან ერთად გამოცხადდა ადვოკატთან, ელენემ და აკაკიმ ყვირილი დაიწყეს:

  • ბებია რისთვის მოიყვანე? რა საჭირო იყო? მას ხომ არავითარი კავშირი არ აქვს მემკვიდრეობასთან!

მთელი კვირა კამათობდნენ ელენე და აკაკი, თუ ვინ გახდებოდა მამის ფირმის ხელმძღვანელი.ადვოკატმა ანდერძი წაიკითხა და ისინი გაოცებულები დარჩნენ: ბატონმა დავითმა მთელი თავისი ბიზნესი და მთელი ფული დედას უანდერძა. ამის მოსმენის შემდეგ, კაბინეტში სრული სიჩუმე ჩამოწვა.ელენე და აკაკი ვერ იჯერებდნენ, რა ხდებოდა. პირველი ელენე მოეგო გონს.

  • ბებია, შენ კოტესთან აღარ იცხოვრებ. ის შენთვის უცხოა! ახლა შენ ჩემთან იცხოვრებ!
  • რატომ? ჩემი ცოლი ექიმია, თუ საჭირო გახდება ის ბებიას დაეხმარება! ასე რომ, ბებია ახლა ჩემთან იცხოვრებს! – თქვა აკაკიმ.
  • არა, არა! ქალბატონი ეკატერინე ჩემთან დაბრუნდება საცხოვრებლად! – თქვა ჩემმა დედამთილმა.არ ვიცი, საქმე რით დასრულდებოდა ქალბატონ ეკატერინეს რომ არ ეთქვა:
  • ახლავე შეწყვიტეთ ეს აურზაური. კოტესთან ვცხოვრობდი და ისევ კოტესთან ვიცხოვრებ. მე იქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

ბიზნესი ქალბატონმა ეკატერინემ კოტეს გადმოუფორმა, მე კი მას ვეხმარები. ფული მან თანაბრად გაუყო ყველა შვილიშვილს.მაგრამ ამ ფულმა აკაკის და ელენეს ბედნიერება არ მოუტანა. აკაკიმ მთელი ფული კაზინოში წააგო. ელენემ კი ვიღაც თაღლითი გაიცნო, რომელმაც მოტყუებით მთელი ფული გამოართვა. მან მისგან დაორსულება და შვილის გაჩენაც მოასწრო. მან ის ბინაც კი დაკარგა, რომელიც მამამისმა ანდერძით დაუტოვა. ახლა ის და მისი შვილი დედამისთან ცხოვრობენ.

მე ტყუპები მეყოლა. გოგონას ეკა დავარქვით, ქალბატონ ეკატერინეს საპატივსაცემოდ. ის ამით ძალიან ამაყობს.და კიდევ, ჩვენ უფრო დიდი ბინა ვიყიდეთ, რათა ვიწროდ არ ვიყოთ. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ერთად.ყველამ ის მიიღო, რაც დაიმსახურა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს