მცირე ხელფასს იღებ! უგემოვნოდ იცვამ! მაგალითი გიორგისგან აიღე, ჩვენი მეზობლისგან!

1861

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ერთ ისტორიას გიამბობთ.ლიზი ძალიან წარმატებულად გათხოვდა. ასე ფიქრობდნენ სხვები, მაგრამ არა თავად ლიზი.

ის გურამს 5 წლის წინ გაჰყვა ცოლად. ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ, ლიზის ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც თამუნა დაარქვეს.გურამი ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა მის საყვარელ ცოლს და უსაყვარლეს ქალიშვილს არაფერი მოჰკლებოდათ. ის ძალიან კარგი მეუღლე და შესანიშნავი მამა იყო. ზოგადად, გურამი ძალიან კარგი ადამიანი იყო: კეთილი, მზრუნველი, ყურადღებიანი და პასუხისმგებელი.

ის სიმდიდრეზე არ ოცნებობდა, მას უბრალოდ სურდა, რომ მის ოჯახში ყველაფერი კარგად ყოფილიყო. მან იცოდა, როგორ განეკარგა საკუთარი თანხები და ცოლ-შვილი ყოველ ზაფხულს ზღვაზე მიჰყავდა. გურამი არ სვამდა და სახლში მეგობრები არ მოჰყავდა. მთელი ხელფასი სახლში მოჰქონდა.მაგრამ, დროთა განმავლობაში ლიზის გული გაუცივდა მის მიმართ. ის გურამთან მხოლოდ იმის გამო ცხოვრობდა, რომ თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობდა.

ამ დროს, ლიზის მოსწონდა მათი მდიდარი და სიმპათიური მეზობელი, რომელიც ბიზნესით იყო დაკავებული. გიორგი მათ სახლში, პირველ სართულზე ცხოვრობდა. ის ყოველთვის მოდის მიხედვით და ლამაზად იყო ჩაცმული.ლიზის მოსწონდა იმის ყურება, როგორ ბრუნდებოდა გიორგი სახლში და ოცნებობდა, როგორ ჩასვამდა გიორგი მას თავის ლამაზ და ძვირადღირებულ მანქანაში და როგორ წაიყვანდა რესტორანში.

ლიზი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გიორგის მისთვის ყურადღება მიექცია. მან დაიწყო უფრო მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება, გაიკეთა ახალი ვარცხნილობა. ცდილობდა, რაც შეიძლება ხშირად შეხვედროდა გიორგის. გიორგი კი ყოველთვის უბრალოდ ესალმებოდა და მიდიოდა. ლიზი ამის გამო ძალიან ბრაზობდა.

ამის შემდეგ, ის ყოველთვის მართავდა სახლში სკანდალს და ეჩხუბებოდა თავის ქმარს.გურამს ეს ძალიან არ მოსწონდა. მას უბრალოდ ვერ გაეგო, რაში იყო საქმე.

  • რა გჭირს? რა ხდება? ასე რატომ იქცევი? სხვა მამაკაცი მოგწონს?
  • არა! მაგრამ რატომ გამოიყურებიან სხვა მამაკაცები ასე კარგად და რატომ დადიან ასეთი ლამაზი მანქანებით? შენ კი მათ არ გავხარ! რატომ აქვთ მათ უფრო კარგი შემოსავალი, ვიდრე შენ? აი, რას მიაღწიე შენ ცხოვრებაში? მცირე ხელფასს იღებ! უგემოვნოდ იცვამ! მაგალითი გიორგისაგან აიღე, ჩვენი მეზობლისგან!
  • მაგრამ, მე ხომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ შენ და თამუნას არაფერი დაგაკლდეთ! ჩვენ ყველაფრისთვის გვყოფნის ფული, რაც გვჭირდება. შენ და თამუნა თოჯინებივით იცვამთ, ყველაფერს მოდურს და ძვირფასს. მე ხომ არაფერზე გეუბნებით უარს! სახლში კარგი რემონტი გავაკეთე. ხშირად საჭმელსაც ვამზადებ. მე მიყვარხართ და როგორც შემიძლია ისე ვზრუნავ თქვენზე. შენ კი, აი, რით მპასუხობ. შენ ხომ საერთოდ არ მაფასებ!

ამის შემდეგ გურამი ოთახიდან გავიდა. მან უბრალოდ არ იცოდა, რა გაეკეთებინა იმისთვის, რომ საყვარელი ცოლი და შვილი არ დაეკარგა.ერთხელ სახლში ბრუნდებოდა და გიორგი დაინახა. მიუახლოვდა მას, მიესალმა და უთხრა, რომ ცოლი მისგან ურჩევდა მაგალითის აღებას.

გიორგიმ კი აი, რა უპასუხა:

  • სულელია შენი ცოლი. ნუთუ ვერ ხედავს, როგორ გიყვარს ის და თქვენი შვილი? ბევრჯერ აღვფრთოვანებულვარ თქვენით, როდესაც ერთად მოსეირნეებს გხედავდით. თქვენ ძალიან ბედნიერი ოჯახი ხართ. მე მაქვს ფული, ძვირადღირებული მანქანა, მაგრამ არ მაქვს უბრალო ოჯახური ბედნიერება. ჯერ არ შემხვედრია ქალი, რომელიც შემიყვარებდა მე და არა ჩემს ფულს.

გურამმა გიორგის ხელი ჩამოართვა და ისინი თავიანთ სახლებში შევიდნენ.რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი ლიზის სადარბაზოსთან შეხვდა. ის მიუახლოვდა მას და უთხრა:

  • სისულელეს ნუ აკეთებთ! დააფასეთ თქვენი მეუღლე – მას ხომ ძალიან უყვარხართ! ნუ ეჩხუბებით იმის გამო, რომ ის ცოტას გამოიმუშავებს. ის ნამდვილი მამაკაცია და ნურავის ნუ ადარებთ. ის მე მჯობია. თქვენ ხომ არაფერი იცით ჩემს შესახებ. მე მაქვს ფული, მაგრამ ოჯახი და ბედნიერება – არა. არ არის საჭირო ყურადღების ჩემზე გადმოტანა, უმჯობესია მეტი ყურადღება საკუთარ ქმარს დაუთმოთ. გაუფრთხილდით თქვენს ოჯახს.

ლიზის ძალიან ეწყინა ასეთი რაღაცის მოსმენა, მაგრამ მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ გიორგი მართალს ამბობდა.მას შემდეგ მან შეცვალა დამოკიდებულება გურამის მიმართ და პატიებაც კი სთხოვა მას.ახლა ისინი კარგად არიან და ნამდვილად ბედნიერი ოჯახი აქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს