ჩემმა ლამაზმა მეუღლემ თავის მოვლა შეწყვიტა და სამ წელიწადში 25 კგ-მდე მოიმატა. ის არსად არ მუშაობს, მაგრამ საოჯახო საქმეების კეთებაც არ სურს

1068

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.როდესაც ანა გავიცანი, ბედნიერებისაგან მეშვიდე ცაზე ვიყავი. უბრალოდ, ანა წარმოუდგენლად ლამაზი გოგო იყო და ძალიან გამიხარდა, როდესაც ის ტელეფონის ნომრის მოცემაზე დამთანხმდა. ერთმანეთს ვხვდებოდით. ვერ ვიჯერებდი ჩემს ბედნიერებას: იმას, რომ ასეთმა ლამაზმა გოგომ მომაქცია ყურადღება. ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. ჩვენ მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი დაქორწინება გადავწყვიტეთ.

ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა. საქორწილო კაბაში, ლამაზი ვარცხნილობით, ჩემი ანა განუმეორებელი იყო, ის იყო ყველაზე ლამაზი პატარძალი მსოფლიოში.ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაგრამ ქორწილის შემდეგ, ანა მოულოდნელად მკვეთრად შეიცვალა. მე ნამდვილად არ მესმოდა რა ხდებოდა ან რატომ. უბრალოდ არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა.

ანას ქცევაში პირველი ცვლილებები ქორწილიდან ორი თვის შემდეგ შევნიშნე. ანამ რატომღაც მთლიანად შეწყვიტა მაკიაჟის გაკეთება. მე მეგონა, რომ მას კოსმეტიკის საყიდელი ფული არ ჰქონდა. მე მას ფული შევთავაზე, მაგრამ მან უარი მითხრა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ანას უბრალოდ არ სურდა ამ ყველაფრის ყიდვა.

შემდეგ მივხვდი, რომ მან დიდი ხანია შეწყვიტა თავის მეგობრებთან ურთიერთობა და სამსახურის ძებნაც კი.თავიდან ამ ყველაფერს ჩუმად ვიტანდი. რადგან, სწორედ მე მინდოდა, რომ ანა დიასახლისი ყოფილიყო. მაგრამ ანას საოჯახო საქმეების გაკეთებაც არ უნდოდა. მას მტვრის გაწმენდაც კი არ უნდოდა, არადა ამის გაკეთება სულაც არ არის რთული და არც დიდი დრო არ სჭირდება.

მიწევს, რომ თავად დავალაგო საკუთარი ბინა და საჭმელიც თავად მოვამზადო.ასე გავიდა ორი წელი.ბოლო დროს ანა იმით არის დაკავებული, რომ შთანთქავს დიდი რაოდენობით ტკბილეულს და ცომეულს და კიდევ მუდმივად უყურებს გაუთავებელ სერიალებს. ის ამას ყოველთვის აკეთებს.

ჩვენი ქორწინების სამი წლის განმავლობაში მან მთელი ოცდახუთი კილოგრამით მოიმატა!კომუნიკაბელური, ლამაზი, ხალისიანი და მოხდენილი ანასგან არაფერი დარჩა. მას შეუძლია კვირების განმავლობაში არ გამოვიდეს სახლიდან, მარტო მთხოვს, რომ პროდუქტები სახლში მოვუტანო.

ანა უბრალოდ, მუდმივად უკმაყოფილო მსუქან ქალად გადაიქცა, რომელიც სახლში ზის და წარმოუდგენლად ბევრ საჭმელს ჭამს.ალბათ, დროა განქორწინებაზე ვიფიქრო. ასეთ ადამიანთან ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია.როგორ შეიძლებოდა საკუთარი თავის ასე მიშვება? როგორ შეიძლებოდა ის გამხდარი და მომხიბვლელი გოგონა, ასეთად ქცეულიყო?

როგორ?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს