ჩვენს რეგიონში ადამიანი, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, უმეტესწილად მარტოხელაა. მას უბრალოდ არავინ ჰყავს, ვინც მოუვლის, ამიტომ სახელმწიფოს ხელში გადადის. არაა საჭირო მსგავსი შემთხვევის შესაძლო მიზეზების ხსენება, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.
დასავლეთში, მოხუცთა სახლში მცხოვრები ადამიანი აუცილებლად მარტოხელა და “უპატრონო” არაა. ხშირად, შვილები საკმაოდ დიდ ფულს იხდიან, რათა მათ უფროს ნათესავებზე კარგად იზრუნონ. ამასთან, სტუმრობის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.
რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში არავინ ელოდება, რომ ახალ ადგილზე მოხუცს ცუდად მოექცევიან. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც ხდება.
სალიმ უნესი, რომელიც ქალაქ დირბორნში, მიჩიგანის შტატში ცხოვრობს, იმედოვნებდა, რომ გამოცდილი ძიძები, ადგილობრივ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, კარგად მიხედავდნენ მის 89 წლის მამას, ჰუსეინს, თუმცა მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდა.
მამაკაცისთვის პირველი საგანგებო ნიშანი გახდა ნაკაწრები და სილურჯეები, რომლებიც საკუთარი მამის კანზე შენიშნა. ძიძებმა ეს იმით ახსნეს, რომ მამაკაცი ღამ-ღამობით საწოლიდან ვარდება. თვითონ ჰუსეინს საუბარი არ შეუძლია დაავადების გამო, ამიტომ სალიმმა გადაწყვიტა, მამის ოთახში ფარული კამერა დაეყენებინა და მაღვიძარათი დაეფარა.
48 საათის შემდეგ, ჩანაწერმა მამაკაცი გააცოფა. ამ დროის განმავლობაში, მან, თავის ადვოკატთან ერთად, სანიტრების მხრიდან 100-ზე მეტი გაუფრთხილებელი მოპყრობა დააფიქსია. ისინი მოხუცს ურტყამდნენ, სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ და პირდაპირი გაგებით ისვროდნენ საწოლზე/ეტლში.
სიტუაცია იმანაც გაამწვავა, რომ ქალები აშკარა რასისტები იყვნენ. სანიტრები რეგულარულად აქებდნენ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამერიკა ყველა ღონეს ხმარობდა, არაბები ქვეყნიდან გაეძევებინა. საერთო ჯამში, ჰუსეინ უნესის მიმართ მსგავსი მოპყრობა მისი ეროვნებით იყო განპირობებული.
რა თქმა უნდა, სასამართლოს გარეშე ეს საქმე არ დასრულდება. ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მოხუცთა სახლმა გაათავისუფლა ქალები, რომლებიც ვიდეორგოლში ფიგურირებდნენ. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, სალიმს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება ვუსურვოთ.
ესეც მცირე ნაწყვეტი ჩანაწერიდან, რომელიც ფარულმა კამერამ გადაიღო.
არასდროს მესმოდა, თუ რატომ ირჩევენ ადამიანები, ასეთი შეხედულებებითა და ხასიათით, მსგავსი ტიპის პროფესიებს. ნუთუ თავს ძლიერად თვლიან, როცა მათზე უფრო სუსტს ჩაგრავენ?