დღეს სუპერმარკეტებში ნებისმიერი ჭუჭყის ამოსაყვანი და ნებისმიერი ზედაპირის საწმენდი საშუალებები შეგიძლიათ იპოვოთ. მათ ორი დიდი მინუსი აქვთ: აგრესიული შემადგენლობა და მაღალი ფასი. სწორედ ამიტომ, Paparazzi გთავაზობთ უნივერსალურ საწმენდ საშუალებას, რომლის დახმარებით სახლის დალაგება უფრო სასიამოვნო გახდება. ამ მიზნით იაფი კბილის პასტა დაგჭირდებათ.
გაგიკვირდებათ, მაგრამ კბილის პასტა არა მხოლოდ პირის ღრუს საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი დახმარებით ბევრ ყოფით პრობლემას მოაგვარებთ. მაგალითად, ფეხსაცმლის თეთრი ძირის საწმენდად, ტელეფონზე ნაკაწრების მოსაშორებლად და ა.შ. კბილის პასტის გამოყენების საინტერესო ხრიკს გიზიარებთ.
კბილის პასტის გამოყენების წესი: თუ ოთახში უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, კბილის პასტა დაგეხმარებათ. მარტივი მოსამზადებელია. კბილის პასტა გაყინეთ, შემდეგ სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ. უსიამოვნო სუნს, მაგალითად, თევზის ან ხახვის სუნს მოიშორებთ.
მომზადების წესი: პიტნის ან მენთოლის კბილის პასტა იყიდეთ. ყინულის ფორმებში ჩაასხით, გაყინეთ და შემდეგ მზა კუბები გამოიყენეთ. საჭრელ დაფას წაუსვით, შემდეგ ონკანის წყალში კარგად გარეცხეთ. ასე საჭრელ დაფას გაასუფთავებთ და უსიამოვნო სუნს მოაშორებთ.
ბონუსი – კბილის პასტით და „კოკა–კოლით“ ეფექტური საწმენდი საშუალება გამოდის. 1 ტუბი კბილის პასტა და 500 მლ კოკა–კოლა პულვერიზატორის ბოთლში აურიეთ. მზა ნარევი კირის ნადების მოსაშორებლად გამოიყენეთ. ქურას ცხიმის ლაქებსაც უმკლავდება. ნარევი ზედაპირს შეასხით, 2–3 წუთში სველი ჩვრით ჩამორეცხეთ. ოთახში სასიამოვნო არომატი გავრცელდება და ზედაპირები იპრიალებს!
როგორც ხედავთ, კბილის პასტით საწმენდი საშუალება მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ. იაფი კბილის პასტა იყიდეთ. დავალებას ასეთი პასტაც იდეალურად გაუმკლავდება.