სასაფლაოზე საქორწილო კაბაში გამოწყობილი გოგონა შემხვდა, შემდეგ კი მისი ამბავი გავიგე

30783

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე დავითი მქვია. ხუთი წელია დედაჩემის საფლავზე არ ვყოფილვარ. უბრალოდ ძალიან შორს ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ორი დღის წინ მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი და მაშინვე დედაჩემის საფლავზე წავედი.

ყვავილები ვიყიდე, საფლავზე დავდე და სკამზე დავჯექი. გონებაში დავიწყე დედაჩემთან საუბარი. მე ყოველთვის ასე ვაკეთებდი მისი სიკვდილის შემდეგ. რატომღაც ყოველთვის მეჩვენება, რომ დედაჩემი მისმენს და მშვენივრად ესმის ჩემი.დედაჩემს ვუამბე, რომ სახლში დავბრუნდი და აქ მინდა ახალი ცხოვრების დაწყება. ვუამბე, რომ პირველ ცოლს ექვსი თვის წინ დავშორდი. მასთან ცხოვრება აღარ შემეძლო. მას არ სურდა საჭმლის მომზადება და არც სახლის დალაგება. მას არ უნდოდა შვილების გაჩენა, საერთოდ. მე ეს არ მაწყობდა. კიდევ, ის გამუდმებით მღრღნიდა, რადგან მისი აზრით ცოტას გამოვიმუშავებდი. თუმცა, ეს ასე არ იყო. ასე რომ, მოთმინება ამომეწურა და დავშორდი.

  • მე ნამდვილ ოჯახზე ვოცნებობდი. იმაზე, რომ სახლში შვილები და ცოლი დამელოდებოდნენ. ანას კი ეს ყველაფერი არ სურდა. რად მინდა ასეთი ცოლი?

უცებ შევნიშნე, რომ სასაფლაოზე ძალიან ლამაზ საქორწილო კაბაში გამოწყობილმა ახალგაზრდა გოგონამ გაიარა. მეგონა, რომ ჰალუცინაციები დამეწყო. გოგონა ლამაზ ხილვას ჰგავდა. ერთ-ერთ საფლავთან მივიდა, ყვავილები დადო და ტირილი დაიწყო. მერე გოგონა შებრუნდა და წავიდა.საკუთარი თავს ვერ ვაკონტროლებდი და საქორწილო კაბაში გამოწყობილ გოგონას გავყევი უკან. ის სასაფლაოდან გავიდა და ტაქსიში ჩაჯდა.

  • რას გაიყინე ერთ ადგილზე? ეს არც მოჩვენება იყო და არც ხილვა. ეს ნამდვილი, ცოცხალი გოგო იყო. ის თავის ქმართან მოვიდა, – უცებ ვიღაცის ხმა მომესმა.

მოულოდნელობისგან შევკრთი. მერე შევბრუნდი და დავინახე, რომ სასაფლაოს დარაჯი მელაპარაკებოდა.

  • რომელ ქმართან?
  • გასაგებია, რომ მიცვალებულთან. ქორწილში ვიღაც გადაარჩინა, თვითონ კი გარდაიცვალა. აქ ის ყოველწლიურად მოდის ქორწილის წლისთავზე, საქორწილო კაბაში გამოწყობილი. ბევრს ტირის, ყვავილები მოაქვს. ძალიან კარგი გოგოა.
  • რა ქვია მას? და რამდენი ხნის წინ მოხდა ეს ამბავი?
  • ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ მგონი უკვე სამი წელი გავიდა. მას თამარი ჰქვია.
  • მადლობა.

გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მეპოვა თამარი. ვერც კი მივხვდი, ეს რისთვის მჭირდებოდა, მაგრამ თამარის ხელახლა ნახვის სურვილს არ შევეწინააღმდეგე.ჩემი ძველი მეგობრებისა და ნაცნობების მეშვეობით სწრაფად შევძელი თამარის პოვნა და მასთან სამსახურში მივედი.ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და მე ის კაფეში დავპატიჟე.

  • თქვენ უშიშარი ხართ. მე ხომ ქალაქში შავ ქვრივს მეძახიან. აქ ყველა კაცს ეშინია ჩემი.
  • რა სისულელეა! ასე რატომ გეძახიან?
  • ამბობენ, რომ მე ყველა მამაკაცისთვის სიკვდილი მომაქვს. საქმე ის არის, რომ ჩემი პირველი შეყვარებული ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ მე ფეხი მოვიტეხე და საავადმყოფოში მოვხვდი. გოგა მანქანით მიდიოდა საავადმყოფოში, ის ჩქარობდა და ავარიაში მოყვა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დედამისი მის სიკვდილში მე მადანაშაულებდა. ოთხი წელი არავის შევხვედრივარ. შემდეგ კი ვახტანგი გვიცანი და შემიყვარდა. ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ. ის ქორწილში გარდაიცვალა. რეესტრიდან ახალი გამოსულები ვიყავით. სხვა ქორწილიდან ერთ-ერთ მანქანას მუხრუჭებმა უმტყუნა. მანქანა პირდაპირ ბავშვების ჯგუფისკენ მიემართებოდა. ვახტანგი ბავშვებისკენ გაიქცა და გოგონას გადარჩენა მოახერხა. მან ის გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა. ვახტანგის დედამ თქვა, რომ მისი შვილის სიკვდილში მე ვიყავი დამნაშავე. ვახტანგის გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადავიტანე.

მას შემდეგ ეს ამბავი მთელს ქალაქში გავრცელდა, ამიტომაც მერიდებიან მამაკაცები. ახლა მეც მიჭირს ხალხთან ურთიერთობა. არც კი ვიცი თქვენთან რატომ ვგრძნობ თავს ასე თავისუფლად. ასე რომ, ჩვენ აღარ გვინდა ერთმანეთის ნახვა. არ მინდა, რომ რამე ცუდი დაგემართოთ. ორ კვირაში ქალაქიდან მივდივარ. იქნებ სხვაგან გამიმართლოს.

  • სანამ არ წასულხართ, მოდი ერთმანეთს შევხვდეთ.
  • წინააღმდეგი არ ვარ. დაქორწინებული ხართ?
  • არა. მეუღლეს ექვსი თვის წინ დავშორდი. მე უბრალოდ ძალიან მინდოდა შვილები, ჩემს მეუღლეს – არა. მეჩვენება, რომ ჩვენი შეხვედრა შემთხვევით არ შედგა. მე ხომ პირველად სასაფლაოზე გნახეთ, ქმრის საფლავზე რომ მიხვედით. მე მაშინ დედაჩემის საფლავზე ვიყავი მისული და მას ჩემი განქორწინების შესახებ ვუამბობდი. მერე კი უცებ თქვენ დაგინახეთ საქორწილო კაბით. ეს თითქოს მინიშნება იყო. ეს ბედია.

თამარმა არაფერი მიპასუხა. გავიდა ორი კვირა.მე და თამარი მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით.გავიდა ერთი წელი. ჩვენ დავქორწინდით და უკვე შესანიშნავი ბიჭის მშობლები ვართ.ამას წინათ მე და თამარი ერთად წავედით სასაფლაოზე. ძვირფასი ადამიანები მოვინახულეთ, საფლავებზე ყვავილები დავდეთ. ჩვენ მათ გონებაში ვესაუბრეთ და შემდეგ სახლში დავბრუნდით. ჩვენს ძვირფას და საყვარელ შვილთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს