თითოეულ ადამიანს საკუთარი მფარველი ანგელოზი ჰყავს. მას ვერ ვხედავთ, მაგრამ სულის უწვრილესი ძაფებით ვგრძნობთ. ანგელოზის მფარველობა სხვადასხვა ნიშნით ვლინდება. თუ ერთ–ერთი ნიშანი მაინც შენიშნეთ, გილოცავთ, თქვენი მფარველი ახლოსაა.
მფარველი ანგელოზის დაცვა – ქრისტიანები თვლიან, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი მფარველი ანგელოზი ჰყავს. ეს კეთილი სულია, რომელიც ადამიანს უმაღლესი ძალების მიერ დაცვისა და ხელმძღვანელობისთვის მიეცა. მფარველი ყოველთვის ადამიანის უკან, მარჯვენა მხართან ახლოს არის. იმედგაცრუების მომენტში ვფიქრობთ, რომ ანგელოზმა მიგვატოვა. ამ დროს შეუძლია გამოაგზავნოს სიგნალები: „შენ გვერდით ვარ!“. მას მოულოდნელი სიცივის, ჩხვლეტის ან სხვა ნიშნით ვგრძნობთ. ეს ნიშნავს, რომ მფარველი ანგელოზის დაცვა ძლიერია. Paparazzi გიამბობთ, კიდევ რომელი ნიშნები ადასტურებს მფარველი ანგელოზის არსებობას.
- ბუმბული – ციური მცველები ხატებზე ყოველთვის ფრთებით გამოსახულნი არიან. თუ ღია ფერის ბუმბულს პოულობთ იქ, სადაც ჩიტი არა და არ შეიძლება იყოს, ეს მფარველი ანგელოზის კვალი შეიძლება იყოს. პირად ნივთებში თეთრი ბუმბულის პოვნა განსაკუთრებული ბედნიერების ნიშანია.
- ცისარტყელა – ცისარტყელა წმინდა ბუნებრივი მოვლენის ზღვარს სცდება. ის მაღალი ძალების ნიშანი შეიძლება იყოს. თუ რაიმე პრობლემაზე დიდხანს ფიქრობთ, ცისარტყელას დანახვა წარმატების ნიშანია. ეს მფარველი ანგელოზის მესიჯია, რომელიც ამბობს, რომ გისმენთ და მხარს გიჭერთ.
- ნაპოვნი მონეტები – ყველას არ უმართლებს ისე, რომ ქუჩაში ფული, თუნდაც მონეტა იპოვოს. შემთხვევითი ფული მფარველი ანგელოზის ნიშანია, რომ სასიამოვნო ფულადი საზრუნავი გელით. ეს შეიძლება იყოს კარგი მოგება ან პროცენტები. ვინ იცის, რა არის, მაგრამ ანგელოზი გაფრთხილებთ, რომ მზად იყოთ.
- გულის ფორმის ღრუბელი – ზეცისკენ ვიყურებით, როცა დაბნეული ვართ და მტანჯველ კითხვაზე პასუხს ვეძებთ. უძველესი დროიდან ღრუბელი ზეციური ძალების ერთგვარ ფოსტად ითვლება. ზეცა ჭექა–ქუხილით ბრაზობს ან უცნაური ფორმის ღრუბლებით ისტორიებს გვიყვება. თუ ზეცაზე გულის ფორმის ღრუბელი დაინახეთ, ეს კარგი ნიშანია. ნიშნავს, რომ მფარველ ანგელოზს უყვარხართ და თქვენს კეთილდღეობას იცავს.
- მოულოდნელი სასიამოვნო სუნი – სუსტი, სასიამოვნო სუნი, თითქოს ვიღაცამ პარფიუმი გააფრქვია. ესეც მფარველი ანგელოზის გზავნილია. იგივე ეხება არომატს, რომელიც თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ასოცირდება და სასიამოვნო მოგონებებს იწვევს. მაგალითად, გარდაცვლილი ბებიის მიერ გამომცხვარი ცომეულის სუნი.
- უცნობი ადამიანი სიზმარში – სიზმარი არა მხოლოდ ჩვენი ქვეცნობიერის მუშაობის პროდუქტია. სიზმრიდან ჩვენთან მოდის ის, ვინც გარდაიცვალა, ასევე უმაღლესი ძალები. უსახო ადამიანი ან ის, ვისი სახეც თვალის გახელისთანავე გავიწყდებათ, თქვენი მფარველი ანგელოზი შეიძლება იყოს. ის ნებისმიერი ფორმას იღებს, რომელიც სურს, და სიზმარში გვეცხადება. მოდის, როცა მისი დახმარება მწვავედ გვჭირდება. ასეთი სიზმარი ყურადღებით უნდა შეისწავლოთ და გაიგოთ, თუ რისი თქმა სურდა მფარველ ანგელოზს.
- იღბლიანი ციფრები – ხშირად ამჩნევთ უჩვეულო, განმეორებით ციფრებს? მაგალითად, 22:22 საათზე ან ოთხი შვიდიანი მანქანის ნომერზე? ასეთ დამთხვევას მფარველი ანგელოზის ციფრებს უწოდებენ. თუ შეამჩნიეთ, სურვილი თამამად ჩაიფიქრეთ.
ამბობენ, რომ ნიშნებს ხედავს ის, ვინც ეძებს. ისეც შეიძლება იყოს, რომ ყველაზე თავგამოდებული სკეპტიკოსიც ყველგან ხედავდეს იმას, რაც შეუძლებელია დამთხვევა იყოს. მაგალითად, სიმღერას ტექსტით, რომელიც თქვენს ამჟამინდელ სიტუაციას საუკეთესოდ შეეფერება, პასუხები სარეკლამო ბილბორდებზე, სიტყვა „დიახ“ ჩავლილ ავტობუსზე. თუ ყველგან მას ხედავთ, გამოდის, რომ უმაღლესი ძალები საიმედოდ გიცავთ.