ძმას ჩემს სახლში ცხოვრების უფლება მივეცი. დილით მისაღებ ოთახში გამოვედი და ადგილზე გავიყინე

55711

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ანა მქვია. ჩვენს მშობლებს ორი შვილი ჰყავთ: მე და ჩემი უმცროსი ძმა მამუკა.სკოლის დამთავრების შემდეგ ინსტიტუტში ჩასაბარებლად გავემგზავრე. ჩავაბარე, ინსტიტუტი დავამთავრე და სამსახურშიც მოვეწყვე. თავიდან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, შემდეგ კი ჩემთვის პატარა ოროთახიანი ბინა ვიყიდე.

ჩემი ძმა ნორმალურად არსად არ მუშაობდა. იშვითად თუ წაიმუშავებდა ხოლმე სადმე. დედას ხანდახან მე ვუგზავნიდი ფულს, მოკლედ, როდესაც შემეძლო ვეხმარებოდი.ერთ დღეს, შაბათს დილით, დედამ დამირეკა. ძალიან გამიკვირდა, დასვენების დღე იყო და ვოცნებობდი, რომ კარგად გამოვიძინებდი, მაგრამ არ მოხერხდა.

  • ბოდიში შვილო, ასე ადრე რომ გირეკავ. ერთი სიახლე უნდა შეგატყობინო. შენმა ძმამ შენს ქალაქში იპოვა სამსახური. მეგობართან ერთად მანდ ბინის დაქირავება უნდა. მაგრამ ბინა მხოლოდ ორი დღის შემდეგ გათავისუფლდება. შეიძლება ორი დღით შენთან დარჩეს თავის მეგობართან ერთად? წინააღმდეგი ხომ არ იქნები? ძალიან ხომ არ შეგაწუხებს?
  • რა თქმა უნდა, არა. ის ხომ ჩემი ძმაა. ჩამოვიდეს.
  • მადლობა შვილო. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოუვა და ამ სამსახურიდან არ გამოაგდებენ.
  • მეც ამის იმედი მაქვს, დედა.

ყავა მოვიდუღე, სახლი სწრაფად დავალაგე და მაღაზიაში წავედი. ჩემი ძმისთვის და მისი მეგობრისთვის საჭმელი უნდა მომემზადებინა. ისინი კაცები არიან – მარტო ხილით და ბოსტნეულით არ დაკმაყოფილდებოდნენ.ბორში მოვამზადე, კატლეტები, ორიოდე სალათი, კარტოფილის პიურე.ჩემი ძმა და თავისი მეგობარი მოვიდნენ. სუფრა გავუშალე. მერე ცოტა დავისვენეთ და საღამოს ქალაქში გავისეირნეთ.

რომ დავბრუნდით, მხოლოდ ჩაი და ტორტი მივირთვით. მამუკას და მის მეგობარს მისაღებ ოთახში გავუშალე, თვითონ კი საძინებელში წავედი დასაძინებლად. დღის განმავლობაში ძალიან დავიღალე, ამიტომ თითქმის დაწოლისთანავე ჩამეძინა.კვირა დილით გვიან გამეღვიძა, საათის ისარი უკვე ათს უახლოვდებოდა. ცოტა შემრცხვა იმის გამო, რომ ამდენ ხანს მეძინა. სტუმრებისთვის საუზმე უნდა მომემზადებინა, მე კი ამდენ ხანს მეძინა. მოკლედ, წამოვხტი და საძინებლიდან გამოვვარდი.

მისაღებ ოთახში რომ შევედი, ადგილზე გავიყინე. ჩემი ძმა და მისი მეგობარი ჩემს სახლში არ იყვნენ. მათთან ერთად ჩემი ბინიდან გამქრალიყო მუსიკალური ცენტრი, დიდი ტელევიზორი, ლეპტოპი და ძალიან ძვირადღირებული საათი.უბრალოდ ვერ ვიჯერებდი იმას, რაც მოხდა. ნუთუ ჩემს საკუთარ ძმას სინდისი ეყო, რომ მე გავექურდე? მე, მისი საკუთარი და! მე ხომ მთელი გულით მასთან ვარ! ის კი, აი, როგორ მომექცა!

დივანზე ჩამოვჯექი და ავტირდი. ძალიან განაწყენებული ვიყავი. ყველაფერზე ვზოგავდი, რომ ეს ნივთები მეყიდა ჩემთვის. ახლა კი ყველა ეს ნივთი მოიპარეს. და ვინ?! ჩემმა საკუთარმა ძმამ.ვიტირე, მერე დედაჩემს დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი. დედამ დაიწყო ჩემი დარწმუნება, რომ პოლიციაში არ წავსულიყავი. ანუ, საკუთარ ძმას ციხეში ხომ ვერ ჩასვამო.მე არ შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ მან შეძლო საკუთარი დის გაძარცვა.ეს როგორ? ჩვენ ხომ ერთი სისხლი გვაქვს და ერთად გავიზარდეთ? ნუთუ ამას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს?

ჩემს ძმას ციხეში არ ჩავსვამ, მაგრამ ამას ნამდვილად ვერასოდეს ვაპატიებ. იმის იმედიც კი ნუ ექნება, რომ მას ოდესმე დავეხმარები.ის ჩემი ძმა აღარ არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს