როდესაც ჩემი უმცროსი ვაჟი 7 თვის იყო, ის ძალიან ცუდად გახდა და ჩვენ საავადმყოფოში დაგვაწვინეს. გიორგი პროცედურებზე დამყავდა და ყოველთვის მიწევდა ერთი პალატის წინ გავლა. ამ პალატის კარი ყოველთვის გამოღებული იყო.
თავიდან ამისთვის ყურადღება არა მიმიქცევია, შემდეგ კი დავინტერესდი, თუ რატომ იყო ამ პალატის კარი ყოველთვის ღია, მაშინ როდესაც სხვა პალატების კარებები ძალიან კარგად იყო დაკეტილი.ერთხელ ვნახე, რომ ამ პალატიდან ორი პატარა ბიჭი იყურებოდა. ისინი 4 – 5 წლის იქნებოდნენ.
- დეიდა! საჭმელი მოგვიტანეთ? – მკითხა უფროსმა ბიჭმა, როდესაც პალატის წინ გავიარე.ერთი წამით, მოულოდნელობისაგან მეტყველების უნარი დავკარგე.
- ჭამა გინდათ? ცოტა მოითმინეთ, საჭმელს მალე მოიტანენ! – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე მე.
ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გავიარე ამ პალატის წინ და ვნახე, რომ ბიჭები ყოველთვის მარტო იყვნენ. ექთნისგან შევიტყვე, რომ ესენი იყვნენ ორი ძმა ბავშვთა სახლიდან. მათთან არავინ არ მოდიდა და მათ არანაირი სათამაშო არ ჰქონდათ. მე ბიჭები ძალიან შემეცოდნენ, წარმოვიდგინე, რა მოწყენილები იქნებოდნენ იმის გამო, რომ არც სათამაშო ჰქონდათ, არც ფანქრები და არც სახატავი ალბომი.
ამ განყოფილების პერსონალს ვერ ვუგებდი, ნუთუ ეს ბიჭები არ ეცოდებოდათ? ნუთუ არ შეეძლოთ მათთვის ფურცლების და ფანქრების მოტანა? შვილები მათაც ხომ ჰყავთ, ესე იგი, სახლში სათამაშოები ექნებათ. ნუთუ რამდენიმე ძველ სათამაშოს მაინც ვერ მოუტანდნენ?
ამას ასე ვერ დავტოვებდი. ქმარს ვთხოვე ბავშვებისთვის ეყიდა ფანქრები, გასაფერადებლები და თითო მანქანა. და, რა თქმა უნდა, ტკბილეული და წვენები.ამ ბავშვების თვალები უნდა გენახათ, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი მე ვუყიდე და მოვუტანე. კინაღამ ავტირდი, როდესაც ვნახე, თუ რა სიხარულით მიიღეს ბავშვებმა ეს საჩუქრები. მე და ჩემმა ქმარმა ისინი გავაბედნიერეთ. მე ძალიან მიხაროდა.
მერე, კოტე და ალექსანდრე ჩვენს პალატაში მოდიოდნენ, ისინი ჩემს გიორგისაც კი ართობდნენ. მე გავიგე, რომ ეს ბავშვები კარგი ოჯახიდან იყვნენ. მათ ოჯახში საშინელი უბედურება დატრიალდა – მათი მშობლები გარდაიცვალნენ. ნათესავებიდან დარჩა მხოლოდ ერთი მოხუცი ბებია, რომელსაც შვილიშვილებზე მეურვეობის გაფორმების უფლება არ მისცეს. ასე აღმოჩდნენ ბავშვები ბავშვთა სახლში.
მე მათ ძალიან მივეჯაჭვე. შესანიშნავი ბიჭები იყვნენ, კეთილები და დამჯერები. მე თვითონ მინდოდა, რომ ისინი მეშვილა, მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი, რომ მე და ჩემს ქმარს ამის გაკეთება არ გამოგვივიდოდა. საქმე ისაა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ორი საკუთარი შვილი გვყავს და გვაქვს ძალიან პატარა ოროთახიანი ბინა. მხოლოდ ჩემი ქმარი მუშაობს, მე დეკრეტულში ვარ. ჩვენი შემოსავალი და ჩვენი პატარა ბინა საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს ორი შესანიშნავი ბიჭი გვეშვილა.
ძალიან მინდოდა, რომ მათ დავხმარებოდი. გამოწერამდე მათ ფოტო გადავუღე. შემდეგ სოციალურ ქსელებში პოსტი განვათავსე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ მათი შვილად აყვანა არავინ მოინდომა.
6 თვის შემდეგ, მოხდა სასწაული – ბიჭები იშვილეს. ორივე ერთმა ოჯახმა იშვილა. ეს რომ გავიგე, ძალიან გამოხარდა! ავტირდი კიდეც.ხშირად ვფიქრობ იმ ბიჭებზე და ძალიან ვნერვიულობ მათ გამო. ვიმედოვნებ, რომ კარგად არიან, რომ ისინი უყვართ და მათზე ზრუნავენ.
ძალიან მინდა, რომ კარგ ადამიანებად გაიზარდონ!