თეთრეულის კონდიციონერი დაივიწყეთ. ნივთების თვისება, რომელსაც ის ანადგურებს

0
81

კონდიციონერის ყვავილოვანი ან ზღვის სასიამოვნო სურნელი ყოველთვის გვიზიდავს. სასიამოვნოა, როცა თეთრეულს კარგი სუნი დიდხანს ასდის. ახლახანს გავარკვიე, რომ თეთრეულის კონდიციონერი უმჯობესია არ გამოვიყენოთ. ამის შესახებ ჭკვიანმა დაქალმა მიამბო. Paparazzi რეცხვის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გიზიარებთ.

თეთრეულის კონდიციონერი – ალბათ, იცით, რომ ნებისმიერი სარეცხი საშუალება ბევრ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ისინი ჯანმრთელობას ნამდვილად არ აძლიერებენ, თან გარემოზე ცუდად მოქმედებენ. თუმცა მათ გამოყენებას ვაგრძელებთ, ჩვევებს არ ვცვლით. ეს მხოლოდ მორიგი შეხსენებაა, თქვენი გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებთ. თან დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ. აღმოჩნდა, რომ თეთრეულის კონდიციონერი ნივთებზე ცუდ გავლენას ახდენს და მის თვისებებს აფუჭებს. თუ კონდიციონერის სუნი მოგწონთ, მისი გამოყენება შეგიძლიათ გააგრძელოთ. არსებობს ნივთები, რომლებიც უმჯობესია ცალკე და კონდიციონერის გარეშე გარეცხოთ. ეს ის ნივთებია, რომლებმაც ტენიანობა უნდა შთანთქან.

პირველ რიგში, კონდიციონერი წინდების სარეცხად არ გამოიყენოთ. საქმე იმაშია, რომ ქსოვილის ზედაპირზე თხელ ცვილის ნადებს ტოვებს. ამის გამო ქსოვილი წყალს ვერ იწოვს. ასეთი წინდის ჩაცმა არაკომფორტულია, რადგან ოფლი გარეთ არ გამოვა, ხოლო ქსოვილი წვეთი ტენის შეწოვას ვერ შეძლებს. მეორეც, კონდიციონერით სპორტული ტანსაცმელი არ გარეცხოთ. სპორტული ტანსაცმელი ისეა შექმნილი, რომ ვარჯიშისას ოფლი შეიწოვოს. ასე სხეული სუნთქვას ახერხებს და თავს კომფორტულად გრძნობთ. კონდიციონერი ნივთებს ამ თვისებას ართმევს. საყვარელი ტანსაცმლის დაზიანების დიდი რისკი არსებობს. აქვე შედის პირსახოციც. კონდიციონერში გარეცხვის შემდეგ ხაო რბილი და სასიამოვნო აღარაა. ქსოვილი ტენის შთანთქმის უნარს კარგავს. უხეში პირსახოცი, რომლითაც გაშრობა შეუძლებელია, ნამდვილად არ გჭირდებათ.

დიასახლისებს ვაფრთხილებთ, ქსოვილი ფერს სწორედ კონდიციონერის გამო კარგავს. თეთრეულის კონდიციონერს გამოიყენებთ თუ არა, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თუ გსურთ, რომ ტანსაცმელი დიდხანს და დანიშნულებით გემსახუროთ, კონდიციონერს დაემშვიდობეთ!