სანამ სახლიდან იის ქოთნები არ გავიტანე, ჩემს ცხოვრებაში კარგი არაფერი მომხდარა

1131

ლამაზი ია ბებიის სახლის ფანჯრის რაფებს ყოველთვის ამშვენებდა. ახლახანს გამახსენდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად ასეთი ყვავილის შეძენა გადავწყვიტე. მასზე ყველაფრის შესწავლა დავიწყე და უსიამოვნო ინფორმაციას გადავაწყდი. ია ენერგეტიკულ დონეზე დამღუპველ გავლენას ახდენს. უსიამოვნება რომ არ იწვნიოთ, ამაში უნდა გაერკვეთ. Paparazzi გიამბობთ, რა ნიშნები არსებობს იაზე და სად შეიძლება სახლში ამ მცენარის შენახვა.

ლამაზი ია – როგორც ხშირად ამბობენ, იასთან ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არაა. ზოგი ამ ოთახის ყვავილში მხოლოდ ცუდს ხედავს და ყველაზე უსიამოვნო ცრურწმენის სჯერა. ზოგს სულ სხვა ვერსია მოსწონს. წაიკითხეთ და თავად გადაწყვიტეთ, რომელს დაუჯერებთ.

უსიამოვნო ნიშნებით დავიწყოთ. არსებობს მოსაზრება, რომ ია გარდაცვლილის ყვავილია. სწორედ ამიტომ, ამ მცენარის ჩუქება არ ღირს, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნება შეიძლება მიიღოთ. ძველი ცრურწმენის მიხედვით, ია კაცებს აფრთხობს. თუ ჯერ კიდევ დაოჯახებული არ ხართ, ყვავილი სახლში არ მიიტანოთ, რომ მარტოობა თავიდან აიცილოთ. თუ ია სახლში უკვე გაქვთ და გახმა, გამოდის, მცენარემ ბინიდან მთელი უარყოფითი ენერგია შთანთქა. შესაძლოა, მფლობელის ავადმყოფობაც წაიღო.

გამხმარი ყვავილის ადგილზე აუცილებლად ახალი უნდა მოიტანოთ. აღმოსავლეთში ამბობენ, რომ ია სახლში სიმდიდრეს იზიდავს და ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს. ბინაში, სადაც ეს ყვავილი იზრდება, ხალხი არასდროს კამათობს და ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან. ასეთ ბინაში ყოველთვის სითბო და მყუდროება იგრძნობა.

ღირს თუ არა სახლში იის გაზრდა – ახლა ვფიქრობ, ვის დავუჯერო. არადა ია ლამაზია. თვალს ახარებს. საოცრად ბევრი ფერი და ფორმა აქვს. სხვათა შორის, ყვავილის ფერის მიხედვით მასთან დაკავშირებული ნიშნებიც იცვლება.

მაგალითად, მოწითალო ია მფლობელის სახლში ვნებიანი საყვარლის გაჩენას მოასწავებს. არსებობს ცრურწმენა, რომ წითელი ყვავილი ფულის ნაკადის სატყუარაა. ია ცისფერი ყვავილებით შემოქმედებითი ხალხისთვის იდეალურია. ხალხს სჯერა, რომ ასეთი ყვავილი შთაგონების წყაროა და ადამიანს შესაბამისი ენერგიით კვებავს. ასეთი ყვავილი სხვადასხვა სამხატვრო და საცეკვაო სკოლებში თამამად შეგიძლიათ დარგოთ.

თუ გადატვირთვა და სულიერი ზრდა გჭირდებათ, სახლში იისფერი ია შეიძინეთ. ასე ცხოვრებაში ჰარმონიას მიაღწევთ, თქვენს საუკეთესო თვისებებს გააძლიერებთ, ინტუიციას განავითარებთ. ვარდისფერი ია მფლობელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია. ითვლება, რომ ასეთი ია მადას აქვეითებს და სხვადასხვა დაავადებისგან გვიცავს. გარდა ამისა, მცენარე ვარდისფერი ყვავილებით ადამიანს ემოციურად მხარს უჭერს და პრობლემების გამკლავებაში ეხმარება. თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრი პრობლემაა, ასეთი ია თამამად შეიძინეთ.

ყველა სასწაული რომ ახდეს, ყვავილზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ. მხოლოდ მორწყვა საკმარისი არაა. იას ურთიერთობა და ზრუნვა უყვარს. უპრეტენზიო ყვავილია, მაგრამ მოვლა სჭირდება. თუ იის შეძენა მაინც გადაწყვიტეთ, ადგილი სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში მიუჩინეთ. მცენარე საძინებელ ან საბავშვო ოთახებში არ გაიტანოთ, რადგან ღამით ბევრ ნახშირორჟანგს გამოყოფს. ეს თქვენს განწყობაზე ცუდად აისახება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს