პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი შვილის ისტორიას გვიამბობს.მე ირინა მქვია. მყავს ზრდასრული ქალიშვილი – ეკა. მას 18 წელი ცოტა ხნის წინ შეუსრულდა. ეკამ სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა ფასიან ფაკულტეტზე.
ცოტა ხნის წინ სახლში დავბრუნდი და ვნახე, რომ ჩემი შვილი თავის ნივთებს ჩანთებში ალაგებდა. არა მარტო ნივთებს, არამედ ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც. მან ძალიან გახარებულმა მითხრა:
- დედა, ლევანთან გადავდივარ საცხოვრებლად!
- საყვარელო, ლევანი ვინ არის? მე მას არ ვიცნობ! ვინ არის? სად მუშაობს და სად უნდა იცხოვროთ? რატომღაც ადრე მის შესახებ არ მსმენია, შენ კი მეუბნები, რომ მასთან გადადიხარ! ეს როგორ?
- დედა, შუასაუკუნეები ხომ არ არის? მე უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ და თავად გადავწყვეტ, სად და ვისთან ერთად უნდა ვიცხოვრო! ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი!
ჩემს ქალიშვილს ხელი აღარ შევუშალე, მასთან არ მიჩხუბია და აღარ ჩავძიებივარ. მე მას უბრალოდ საშუალება მივეცი, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი გამხდარიყო, როგორც თავად სურდა.ეკამ სახლიდან უზარმაზარი ჩანთები გაიტანა. წაიღო ტელევიზორიც, ბლენდერიც და ელექტრო ქვაბიც. საქმრო დაეხმარა, რომ ეს ყველაფერი მანქანაში ჩაელაგებინა და ისინი წავიდნენ.
მეორე დღეს საკეტი გამოვცვალე. უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ არ გამერისკა. ჩემს შვილს ვენდობი, მაგრამ ამ ლევანს, რომელსაც არ ვიცნობ – არა.ათი დღის მანძილზე ეკას ჩემთვის არ დაურეკავს. მე ვიცოდი, რომ ის ოდესმე გადავიდოდა მამაკაცთან საცხოვრებლად, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ეკამ დამირეკა. ძალიან გამიხარდა, მეგონა, რომ მოვენატრე. მან კი მითხრა:
- დედა, სწავლის საფასურს ხომ გადამიხდი?
- არა, ჩემო კარგო! შენ ხომ უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ! საკუთარი პრობლემები თავად უნდა მოაგვარო. მე კი, შენივე სურვილის თანახმად, შენს ცხოვრებაში აღარ ჩავერევი.
- მადლობა დედა! შენგან ამას არ მოველოდი! – მიყვირა ჩემმა შვილმა და ტელეფონი გათიშა.
ასე რომ, ჩემო ეკა! ხომ გადაწყვიტე, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყავი, მაშინ იყავი. ყველა პრობლემა თავად მოაგვარე და დედას დახმარებას ნუ სთხოვ.გავიდა კიდევ სამი დღე. უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ მომეწყო ეკას ოთახი. ვფიქრობდი, ზოგი რამ გადამეგდო, ზოგი ახალი მეყიდა. ეკას საწოლს ხელი არ ვახლე. იქნებ დაბრუნდეს?და… დედის გული არ შემცდარა.გავიდა ორი კვირა. სამსახურიდან დავბრუნდი და ვნახე, რომ ჩვენს სახლთან ჩემი საყვარელი ქალიშვილი იჯდა. ჩემოდნებით და აცრემლებული თვალებით.
- რატომ არ დამირეკე?
- ძალიან მრცხვენოდა! ჩემი ნახვა არ გაგიხარდა?
- რა თქმა უნდა, გამიხარდა! მე ძალიან მომენატრე!
მე და ეკამ ნივთები სახლში შევიტანეთ. მან ყველაფერი თავის ადგილებზე დაალაგა. მხოლოდ ტელევიზორი არ წამოუღია. ლევანის დედამ არ გამოატანა. უთხრა, რომ ეს იმის საფასური იყო, რომ ამდენ ხანს მის ბინაში ცხოვრობდა!ლევანი 27 წლის არის, ის მუშაობს. ეკამ სწავლის საფასურის გადახდა სთხოვა, მაგრამ მან უარი უთხრა. მას ეკასთან ერთად ცხოვრება უნდოდა, მაგრამ მისი სწავლის საფასურის გადახდა – არა.
საინტერსოა, რას ფიქრობდა ის, როდესაც უმუშევარ პირველ კურსელ სტუდენტს, ერთად ცხოვრებას სთავაზობდა? ალბათ, საერთოდ არ ფიქრობდა არაფერს! და ამაოდ! ზოგჯერ დაფიქრებაა საჭირო და თანაც წინასწარ!