თუ ელექტროენერგია რამდენიმე დღით გამოირთო, საკვები პროდუქტების აივანზე გატანა არ ღირს, თუნდაც ზამთარი და ყინვა იყოს. მართალია, თუ სინათლე მთელი დღე არაა, მაცივარი ჩვეულებრივი კარადა ხდება, მაგრამ აივანზე პროდუქტების შენახვა საუკეთესო გამოსავალი არაა. რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ? მაგალითად, უკრაინელებს ელექტროენერგიის მუდმივი გათიშვის გამო პროდუქტების მაცივრის გარეშე შენახვა უწევთ. Paparazzi გიამბობთ, რატომ არ ღირს აივანზე პროდუქტების შენახვა. რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ, თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ.
პროდუქტები მაცივრის გარეშე – ერთი შეხედვით, აივანი პროდუქტების შესანახად შესანიშნავი ვარიანტია. ზამთარში, სიცივეში საკვები თითქმის საყინულეში იქნება. ყველაფერი ასე არაა. რამდენიმე ნიუანსი არსებობს. აივანზე ისეთი სტაბილური ტემპერატურა არაა, როგორც საყინულეში. პროდუქტები მუდმივად ტემპერატურის რყევებს განიცდის. ოდნავ ლღვება, შემდეგ ისევ იყინება. ასე ადვილად შეიძლება გაფუჭდეს, თქვენ კი ვერ შეამჩნევთ. შედეგად საკვებით სერიოზულად შეიძლება მოიწამლოთ.
მზის ზემოქმედებაც უნდა გაითვალისწინოთ. ზამთარში ძალიან აქტიური არაა, მაგრამ მაინც არის. გამოდის, ზედაპირს, რომელსაც სხივები ხვდება, ათბობს. პროდუქტები ნაწილობრივ ლღვება. ასე არაერთხელ შეიძლება მოხდეს. იგივე შედეგებია, რაც წინა პუნქტში. სწორედ ამიტომ, აივანი საყინულედ არ უნდა გამოიყენოთ.
თუ ალტერნატივა არ გვაქვს? – რა თქმა უნდა, საჭმლის გადაყრა სასურველი არაა, ამიტომ ნებისმიერი მეთოდით მისი შენახვა უნდა სცადოთ. თუ ალტერნატივა არ გაქვთ, აივანზე შენახვა მოგიწევთ. რამდენიმე ნიუანსი გაითვალისწინეთ, რომ თავი მაქსიმალურად დაიცვათ. საკვები ჰერმეტულად შეფუთეთ, თუ აივანზე შენახვას გეგმავთ. ასე არასასურველი მიკრობებისგან დაიცავთ. ისე დადეთ, რომ მზის სხივები არ მოხვდეს. ადგილი დაჩრდილეთ. გარეთ ამინდი აკონტროლეთ. პროდუქტები აივანზე დიდხანს არ დატოვოთ, რაც შეიძლება მალე შეჭამეთ.
პროდუქტები მაცივრის გარეშე – ყველაზე პოპულარული პროდუქტების შენახვის კიდევ რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი არსებობს. გიამბობთ, როგორ შეინახოთ პროდუქტები დიდხანს. ნებისმიერი პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივება შეიძლება.
ბოსტნეული და ხილი მაცივრის გარეშე კარგად ინახება. თუ ხედავთ, რომ რომელიღაც პროდუქტი გაფუჭებას იწყებს, მისგან რამე მოამზადეთ. თუ საყინულეში კენკრის მარაგი გაქვთ, ისიც მზა პროდუქტად აქციეთ. მაგალითად, კომპოტი ან მურაბა გააკეთეთ. ასე უკეთესია, ვიდრე გასაფუჭებლად დატოვოთ.
ხორცი და თევზი ყველაზე პრობლემური პროდუქტებია. თუ ახლა ხორცის მომზადების საშუალება არ გაქვთ, გრილ ადგილას გაიტანეთ. პერგამენტის ქაღალდში, შემდეგ პირსახოცში გაახვიეთ, ბოლოს ლითონის ჭურჭელში ჩადეთ. შემდეგ აივანზე შეგიძლიათ გაიტანოთ. თერმოჩანთაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. თევზის შესანახად მარილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თევზი გაწმინდეთ, გარეცხეთ და ქაღალდით გაამშრალეთ. შემდეგ ლითონის ჭურჭელში ჩადეთ და მარილი უხვად მოაყარეთ. შემდეგ აივანზე გაიტანეთ. მომზადებამდე წყალში კარგად ჩალბობა მოგიწევთ. მარილიანი თევზი ძალიან დიდხანს ინახება. იგივე ხორცზე შეგიძლიათ გააკეთოთ. თევზისა და ხორცის კონსერვები შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, ჩაშუშული. ასე დიდხანს და უსაფრთხოდ შეინახავთ.
რძის პროდუქტები – რძის პროდუქტების შენახვა რთულია. კარაქის შენახვის ვადის გასაზრდელად პერგამენტის ქაღალდში გაახვიეთ, ჭურჭელში ჩადეთ და ცივი მარილიანი წყალი დაასხით. თავსახური დააფარეთ და სიმძიმე დაადეთ. ასე აივანზე შეგიძლიათ შეინახოთ. ყველი მაცივრის გარეშე კარგად ინახება. ოღონდ პარკში ან ქაღალდში გაახვიეთ, რომ არ გამოშრეს. რძე აადუღეთ, თუ მისი შენახვის ვადის გაზრდა გსურთ. 3 ლ რძეს 0,5 ჩ/კ სოდა დაუმატეთ. მინის ქილებში ჩაასხით და ცივ წყალში მოათავსეთ. იგივე არაჟნის ან ხაჭოს ქილებით შეგიძლიათ გააკეთოთ. ასე პროდუქტების მაცივრის გარეშე შენახვას შეძლებთ.