12.12 სარკისებრი თარიღი დიდ ფულს მოგიტანთ, ოღონდ მისი ძალა სწორად გამოიყენეთ

10056

2022 წლის 12 დეკემბერი ძალიან განსაკუთრებული დღეა. 12.12.2022 ხუთ ორიანს აერთიანებს და სურვილის ასრულების შანსს ზრდის. Paparazzi გიამბობთ, როგორ ჩაიფიქროთ სურვილი სწორად და რა ძალას ფლობს ორიანი ნუმეროლოგიაში.

2022 წლის 12 დეკემბერი – ნუმეროლოგიაში ორიანი ერთ–ერთ უძლიერეს ციფრად ითვლება, რადგან თავისთავად ჰარმონიულია. ორიანი დადებით ენერგიას ატარებს და ცვლილებისკენ უკეთესობას აღნიშნავს. ეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ეხება. მაგალითად, ეს ციფრი სამუშაოს გაუმჯობესების წინაპირობაა. 12 დეკემბერს თამამად შეგიძლიათ გარიგება დადოთ ან ფულადი ინვესტიცია განახორციელოთ. ხელსაყრელი ნაცნობობა, ნანატრი ქორწილი ან ახალ ბინაში გადასვლა – ეს ყველაფერი ხუთი ორიანის გავლენის ქვეშ შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, ჯადოსნური ციფრი რთულ სიტუაციებში მშვიდობას და ჰარმონიას იძლევა. მისი წყალობით ნებისმიერ საქმეში ბალანსს იპოვით. კარგი დღეა, რომ ძვირფას ადამიანს შეურიგდეთ.

ნუმეროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ორიანი არა მხოლოდ დადებით ენერგიას ატარებს. მასში დამალულია გარკვეული ორპირობა, რომელიც ადამიანის არსში ადვილად შეიძლება გამოვლინდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს გულწრფელი იყოთ, არ მოიტყუოთ, არ იეშმაკოთ და არ იჭორაოთ.

თუ ამ თარიღის დღის და თვის ყველა რიცხვს შეაჯამებთ, 6–ს მიიღებთ. ნუმეროლოგიაში 6 ჰარმონიის და კეთილდღეობის სიმბოლოა. უნდა ითქვას, რომ ამ დღის ძალა მხოლოდ გაორმაგდება, თუ თქვენს ცნობიერებას სწორად განაწყობთ და სისულელეებს არ გააკეთებთ. გარდა ამისა, 6 სიყვარულის სიმბოლოა. ამ დღეს ახლობლების, ცხოველების და უბრალოდ ბუნების მიმართ ნათელი გრძნობების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. ტყეში გაისეირნეთ და ჩიტებისთვის საკვები წაიღეთ. უსახლკარო ძაღლი გამოკვებეთ ან გაჭირვებულს დაეხმარეთ. სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.

რისი გაკეთება უნდა მოასწროთ სარკისებრ დღეს – 12 დეკემბერი იდეალური დღეა, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ალბათ, დიდი ხანია სამსახურიდან წამოსვლა ან საკუთარი ბიზნესის გახსნა გსურთ. დაჯექით და სამომავლო გეგმა ჩამოწერეთ. სურვილი ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რომ რეალობად იქცეს. თუ სამყაროს კურთხევის მიღება გსურთ, ამ დღეს საწოლში დიდხანს არ დარჩეთ. ადრე ადექით და დილა სასიამოვნო რიტუალით დაიწყეთ. ივარჯიშეთ, შხაპი მიიღეთ და გემრიელი საუზმე მოამზადეთ.

12 დეკემბერს დაიმახსოვრეთ, რას გრძნობთ და რა გსურთ. ეს არა მხოლოდ ამ დღეს უნდა გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. საკუთარი თავი გაახარეთ იმით, რასაც დროის უქონლობის გამო ყოველთვის სხვა დროისთვის დებთ. მაქსიმალურად სასიამოვნო და მშვიდი დღე უნდა გქონდეთ. არავის ეკამათოთ. კონფლიქტს თავი აარიდეთ. თუ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, დღეს შეიძლება გაგიმართლოთ. მაგალითად, ხელი შეიძლება გთხოვოს. ნუმეროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა მიიღოთ ან ეს დამოუკიდებლად გააკეთოთ. სხვა ადამიანებს ან ცხოველებს დაეხმარეთ. ასე წარმატებას და სიმდიდრეს მოიზიდავთ.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი ამ განსაკუთრებულ დღეს – ნუმეროლოგიის ერთგულმა მომხრეებმა იციან, რომ ნებისმიერი სარკისებრი თარიღი სურვილის ჩასაფიქრებლად კარგი დღეა. ეს სწორად უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში, კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს ისურვებთ. გაიგეთ, ამის გაკეთება ნამდვილად გინდათ თუ არა. მეორეც, არავის ცუდი არ უსურვოთ. შურისმაძიებლები უფრო მეტ ზიანს მიიღებენ. რაღაც კონკრეტული ისურვეთ და არა აბსტრაქტული. თუ კოსმოსში გააგზავნით შეტყობინებას, რომ ბედნიერი ადამიანი გახდეთ, სასწაული ნაკლებად სავარაუდოა. უფრო კონკრეტული უნდა იყოთ.

სურვილი რომ ახდეს, ზუსტად 12:12 ან 24:12 საათზე ჩაიფიქრეთ. სურვილი ხმამაღლა თქვით. შეგიძლიათ ჩაიწეროთ. მართალია, ამისთვის მთელი რიტუალი უნდა შეასრულოთ. თქვენი სანუკვარი სურვილი ფურცელზე 12–ჯერ ჩაწერეთ. ყოველ ჯერზე ახალი ხაზიდან დაიწყეთ. არ დაწეროთ სიტყვები „მინდა“ და „მსურს“. შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები „მჭირდება“ ან „ვოცნებობ“. შემდეგ ფურცელი 12 ნაწილად დაჭერით. ძილის წინ თითოეული ბინის სხვადასხვა კუთხეში დამალეთ. დილით შეაგროვეთ და დაწვით, როცა მეორე სარკისებრი თარიღი მოვა.

სარკისებრი თარიღის ჯადოსნური ძალის ყველას არ სჯერა. ზოგისთვის 12 დეკემბერი ჩვეულებრივი დღეა, რომელიც ნებისმიერ სხვას ჰგავს. ვფიქრობთ, რომ ყოველდღიური ცხოვრების რუტინას რაღაც განსაკუთრებული აკლია. ერთი დღით სკეპტიციზმი გამორთეთ და ნუმეროლოგიის ძალის ირწმუნეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს