პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.არა! არ არიან ვალდებულნი! უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში უკვე მრავალი წელია არსებობს ტრადიცია, რომ შვილიშვილები ზაფხულში აუცილებლად ბებიებთან უნდა იყვნენ აგარაკზე. ბავშვები უქმე დღეებშიც ბებიებთან და ბაბუებთან რჩებიან.
ასე, არა ერთი თაობა გაიზარდა. ახლა, ის ბავშვები, რომლებიც ბებიებთან და ბაბუებთან რჩებოდნენ, გაიზარდნენ და თავად გახდნენ ბებიები და ბაბუები. ისინი თვლიან, რომ თავადაც ასე უნდა მოიქცნენ, თორემ მათ ეგოისტებს უწოდებენ და მათ თავიანთი შვილების ერიდებათ.
მაგრამ, აუცილებელია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ დრო იცვლება. ადრე პენსიონრებს ძალიან ცოტა გასართობი ჰქონდათ: ბოსტანი და ტელევიზორი. ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად მათ თავიანთთან შვილიშვილები მიჰყავდათ, ახლა კი ამის საჭიროება აღარ არსებობს. ახლა უამრავი საინტერესო გასართობია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ამასთანავე, ძალიან ბევრი ბებია და ბაბუა პენსიაზე გასვლის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას.
ამიტომ, ბებიას და ბაბუას საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ დანაშაულის გრძნობა შვილებისა და შვილიშვილების მიმართ, თუ მათ არ სურთ მათთან დიდი დროის გატარება. ადამიანს სრული უფლება აქვს იყოს გულგრილი თავისი ნათესავების მიმართ.თუ ადამიანს არ სურს ვინმესთან ურთიერთობა, ეს მისი ნებაა. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ ადამიანი იძულებით ურთიერთობდეს მასთან, ვისთანაც მას აბსოლუტურად არ სურს ურთიერთობა და ამავე დროს, დიდ სულიერ დისკომფორტს განიცდიდეს.
როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც მაინც გაქვთ დანაშაულის გრძნობა? ბუნებრივია, ეს გრძნობა უნდა მოიშოროთ.საერთოდ, რატომ უჩნდება ადამიანს ასეთი გრძნობა? ეს შეიძლება მოხდეს უამრავი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი: ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან თავადაც ოდესღაც დიდ დროს ატარებდა ბებიასთან და ბაბუასთან. ესე იგი, ის უბრალოდ ვალდებულია, რომ შვილიშვილები თავისთან წაიყვანოს.
მეორე მიზეზი: როდესაც ადამიანს პატარა შვილები ჰყავდა, ის ბევრს მუშაობდა და დიდ დროს ვერ უთმობდა მათ და ამიტომ, ახლა ცდილობს, რომ შვილს ცხოვრება ასე მაინც გაუადვილოს.უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა გაიაზროს მარტივი ჭეშმარიტება: სინამდვილეში, ადამიანი არავის მიმართ ვალდებული არ არის. ადამიანმა, პირველ რიგში, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს.
ალბათ დამეთანხმებით, რომ თქვენს შვილებსაც და შვილიშვილებსაც ჯანმრთელი და ბედნიერი ნათესავები სჭირდებათ და არა ისეთი ნათესავები, რომლებსაც მუდმივად დანაშაულის გრძნობა აწუხებთ. ასე არ არის?