პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.ჩემი შვილი, დავითი, ძალიან კარგ ქალზეა დაქორწინებული. ნანა ძალიან საყვარელი, მშვიდი და სიმპათიური გოგოა. ის ძალიან კარგი მეოჯახეა, ჭკვიანია და უფრო მეტად სახლში ყოფნა უყვარს. ის და დავითი უკვე ათი წელია ერთად არიან, მაგრამ შვილი არ უჩნდებათ.
ნანამ გამოკვლევები ჩაიტარა და მრავალი წლის მანძილზე მკურნალობდა, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა, ის ვერ დაორსულდა. დავითსაც და ნანასაც ძალიან უნდათ შვილები და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ბავშვი აეყვანათ.თავდაპირველად, ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან სხვისი შვილი, მაინც სხვის შვილად დარჩება. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ თუ ღმერთი მათ საკუთარ შვილს არ აძლევს, მაშინ მართლაც კარგი იქნება თუ ისინი ოჯახის სითბოს და სიყვარულს აყვანილ შვილს აჩუქებენ.
მოკლედ, მივეჩვიე იმ აზრს, რომ დავითს და ნანას ბავშვი უნდა ეშვილათ.ორი თვის წინ ჩემმა შვილმა და რძალმა ბავშვთა სახლების მონახულება დაიწყეს. მათ გადაწყვიტეს, რომ იმ ბავშვს აიყვანდნენ, რომელიც ორივეს მოეწონებოდა.ერთ ბავშვთა სახლში ნახეს ბიჭი, რომელსაც ლაშა ერქვა. ის ორივეს მოეწონა. ბავშვთა სახლის გამგემ უთხრა, რომ ლაშას ძმაც ჰყავდა, რომელიც მასზე ორი წლით უმცროსი იყო. ძმების დაშორება კარგი არ იქნებოდა და ამიტომ, უკეთესი იქნებოდა, თუ ორივეს ერთი ოჯახი იშვილებდა.
ეს რომ გავიგე, ვიფიქრე რომ, დავითი და ნანა სხვა ბავშვს იშვილებდნენ, რა მნიშვნელობა აქვს რომელს? ის ხომ მათი მაინც არ იქნება.მათ სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს. გავოგნდი, როდესაც გავიგე, რომ ორივე ბიჭის აყვანას აპირებდნენ. ნუთუ არ ესმით, რომ ნაშვილები ბავშვის აღზრდა ძალიან რთულია? თუნდაც ერთის! მათ კი ერთდროულად ორივეს აყვანა უნდათ.
ვცადე მათი გადარწმუნება, მაგრამ დავითმა მითხრა, რომ მან და ნანამ უკვე გადაწყვიტეს და აღარ გადაიფიქრებენ. ისინი სწორედ ამ ორ ბიჭს იშვილებენ.რატომ არ ფიქრობენ იმ სირთულეებზე, რომლებიც მომავალში აუცილებლად გაჩნდება? რატომ არ ეძებენ სხვა ბავშვს?რატომ მაინცდამაინც ლაშა? ეს ბიჭები ჯობს სხვა მშობლებმა აიყვანონ. მათ, ვინც ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არიან. დავითს და ნანას უბრალოდ არ ესმით, რა ელოდებათ. ეს ბავშვები ახალშობილები არ არიან, მათ უკვე აქვთ საკუთარი ხასიათი და აღზრდა.
არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ ბავშვების მიღებას. მხოლოდ ეს ვიცი, რომ ჩვენ ყველას ძალიან გაგვიჭირდება.როგორ დავარწმუნო ჩემი ბიჭი და რძალი, რომ მათ ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგან? რატომ არ ესმით, რომ ორი ნაშვილები ბავშვის აღზრდა ძალიან რთულია?