28 წლის ასაკში შემთხევით აღმოვაჩინე, რომ ნაშვილები ვიყავი. მთელი ამ წლების მანძილზე სიმართლეს მიმალავდნენ

1011

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.28 წლის ასაკში შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ნაშვილები ვიყავი. მთელი ამ წლების მანძილზე სიმართლეს მიმალავდნენ.

მე თამთა მქვია, ვარ 28 წლის. შესანიშნავ ოჯახში გავიზარდე. მშობლებს ძალიან ვუყვარდი და მშვენიერი ბავშვობა მქონდა. ყოველ ზაფხულს ზღვაზე ვისვენებდით. სხვადასხვა წრეებზე დავდიოდი და აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა. ძალიან ვოცნებობდი დაზე ან ძმაზე. ასეთი საჩუქარი თოვლის პაპასაც კი ვთხოვე, მაგრამ ამაოდ. მაინც ერთადერთ ბავშვად დავრჩი ჩვენს ოჯახში.

სკოლა დავამთავრე და სამედიცინო სასწავლებელში ჩავაბარე. ჩემმა მშობლებმა ძალიან მოულოდნელად გადაწყვიტეს საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლა. ასეთი მკვეთრი ცვლილება მათ იმით ახსნეს, რომ მამაჩემი დააწინაურეს და სხვა ქალაქში შესთავაზეს ძალიან კარგი სამსახური. კიდევ კარგი, რომ სამედიცინო სასწავლებელი იმ ქალაქშიც იყო. სწავლა დავამთავრე და სასწრაფო დახმარების სამსახურში დავიწყე მუშაობა.

ერთ-ერთ გამოძახებაზე უნდა დავხმარებოდით ბიჭს, რომელიც მოტოციკლით მოყვა ავარიაში. ადგილზე მივედით, ბიჭს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.ამ ბიჭს დათო ერქვა. გამოჯანმრთელების შემდეგ მომძებნა, გადარჩენისთვის მადლობა გადამიხადა და კინოში დამპატიჟა. მე დავთანხმდი. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით და 6 თვის შემდეგ ვიქორწინეთ.

ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ცოტა ხანში ბიჭი შემეძინა. ჩემი მშობლები შვილიშვილთან ხშირად მოდიოდნენ და მისთვის კარგი საჩუქრები ჩამოჰქონდათ. უქმეებზე შვილიშვილი თავიანთთან მიჰყავდათ.ერთხელ ჩემმა მშობლებმა ძალიან გამაოცეს. მათ ლაშა საავადმყოფოში წაიყვანეს გამოკვლევების ჩასატარებლად. მშობლებს ვკითხე, ეს რისთვის დასჭირდათ, მათ კი მიპასუხეს, რომ უბრალოდ გადაამოწმეს ჯანმრთელია თუ არა მათი შვილიშვილი. მე მათ არ დავუჯერე და ჩემი მშობლების ესოდენ უცნაური საქციელის ნამდვილი მიზეზების ძებნა დავიწყე. და ვიპოვე კიდეც. სრულიად შემთხვევით, ჩემი შვილად აყვანის საბუთს მივაგენი.

დაჯერება მიჭირდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, რომ ნაშვილები ვიყავი. მშობლებს დაველაპარაკე. მითხრეს, რომ ძალიან წუხან იმის გამო, რომ სიმართლე გავიგე. როდესაც ჩემმა მშობლებმა მიშვილეს, 11 თვის ვყოფილვარ. მშობელ დედას თირკმლების სერიოზული პრობლემები ჰქონია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა ამ გამოკვლევების ჩატარება.

ჩემს მშობლებს შემთხვევით გაუგიათ, რომ და მყავდა და სწორედ ამით იყო განპირობებული საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.ძალიან განაწყენებული ვარ. რატომ მიმალავდნენ სიმართლეს ჩემი მშობლები ამდენი წლის მანძილზე? არ ვიცი, რა გავაკეთო.ახლა ძალიან მინდა ჩემი დის პოვნა. მე ხომ წლების მანძილზე ვოცნებობდი, რომ და მყოლოდა.

არ ვიცი, შევძლებ თუ არა ჩემი მშობლების პატიებას. გამოდის, რომ ამდენი წლის მანძილზე მატყუებდნენ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს