ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ მთვარე ჩვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს. მისი ფაზები ჩვენს კეთილდღეობასა და განწყობაზე, ასევე თმის მდგომარეობაზე აისახება. თუ ვარცხნილობისთვის თარიღს სწორად შეარჩევთ, არა მხოლოდ თმაზე გავლენას მოახდენთ, არამედ ბედის შეცვლას შეძლებთ. სწორედ ამიტომ, 2023 წლის მთვარის კალენდარი ვარცხნილობისთვის უცვლელი შპარგალკაა. Paparazzi გიზიარებთ 2023 წლის მთვარის კალენდარს თმის შესაჭრელად და შესაღებად, რომ თმიდან სასიცოცხლო ენერგია და მატერიალური კეთილდღეობა მიიღოთ.
2023 წლის ვარცხნილობის კალენდარი
- იანვარი – ცვლილებებისთვის კარგი თვეა. 1–2 იანვარს თმის შეჭრასა და შეღებვაზე უარი თქვით, თუ ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება გსურთ. 3 იანვარს თმის შეჭრა თქვენს გუნებაზე კარგად აისახება, ხოლო 4 იანვარს – საფულეზე. 5-12 იანვარს ვარცხნილობის შეცვლაზე უარი თქვით. 10–ში თმა შეგიძლიათ შეიღებოთ. ეს მაქსიმალურ ბედნიერებას მოგიტანთ. 13 იანვარს თმის შეჭრა ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. 14-22 და 24-30 იანვარი ვარცხნილობისთვის არახელსაყრელი დღეებია. ამ დღეებში პარიკმახერთან არ მიხვიდეთ. 23 იანვარს სილამაზის სალონში ჩაწერა სცადეთ. ამ დღეს ვარცხნილობის შეცვლა ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. თუ პარიკმახერთან 31 იანვარს წახვალთ, ძველი წყენის გაშვებას შეძლებთ.
- თებერვალი – ამ თვეში ვარცხნილობისთვის ცოტა კარგი დღეებია, ამიტომ ხელსაყრელი დღეები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. 1-3 თებერვალს თმის შეჭრა და შეღებვა შეიძლება. ეს დადებით ენერგიას მოგიტანთ. 4–ში თმის შეჭრაზე უარი თქვით, თუმცა შეღებვა შეიძლება. 5-20 თებერვალი არახელსაყრელი დღეებია. 21-22 თებერვალი თმის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ასევე წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ. ამის შემდეგ თვის ბოლომდე თმის შეჭრა არ ღირს. თუ საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევა გსურთ, სილამაზის სალონს 24 თებერვალს ეწვიეთ.
- მარტი – გაზაფხულზე ცვლილებები განსაკუთრებით გვინდა. ამისთვის საკმარისი დღეები გექნებათ. 1-7 მარტი ვარცხნილობისთვის ხელსაყრელია. 4 მარტს ვარცხნილობის შეცვლა ფულად ნაკადებს გახსნის. 7-21 მარტი ვარცხნილობისთვის არახელსაყრელია. 22 მარტიდან ნებისმიერ დღეს თმა შეგიძლიათ შეიჭრათ. თუ ამას 25-ში გააკეთებთ, დიდი ენერგიით დაიმუხტებით.
- აპრილი – აპრილის დასაწყისში ბევრი დღეებია, როცა პარიკმახერთან შეგიძლიათ ჩაეწეროთ. 1–6 აპრილი ხელსაყრელი დღეებია. ვარცხნილობა შინაგან განწყობაზე დადებითად აისახება. 7–დან პარიკმახერთან წასვლა უკუჩვენებულია. თვის ბოლოს ხელსაყრელი დღეები: 22, 24 და 29 აპრილი. ვარცხნილობის შეცვლით კმაყოფილი დარჩებით. ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ცუდი ენერგია გაქრება.
- მაისი – იმიჯის კარდინალური ცვლილებები თვის დასაწყისში დაგეგმეთ: 1–დან 4-მდე. 5-18 მაისი თმაზე მანიპულაციებს მოერიდეთ. 19-24 მაისს პროცედურაზე ჩაეწერეთ. 25 მაისს თმა შეიღებეთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ. 30 მაისი ვარცხნილობისთვის კარგი დღეა. ამ დღეს წყენის და ნეგატივის მოშორებას შეძლებთ.
- ივნისი – თვის პირველი ნახევარი თმის შესაჭრელად შეუფერებელია. 15–ში ვარცხნილობის შეცვლა წარმატებას და პირად ცხოვრებაში ცვლილებებს მოგიტანთ. 19–ში ენერგიის ნაკადს გაზრდის, ყველა ექსპერიმენტი წარმატებული იქნება. 20 ივნისი კარგი დღეა, რომ თმა შეიჭრათ და ცხოვრებაში ფინანსები მოიზიდოთ. 22 ივნისი თმის შესაღებად წარმატებული დღეა. ბევრ სიამოვნებას მოგიტანთ. 23 ივნისს თმის შეჭრა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. 24 ივნისს თმის შეჭრის შემდეგ ცხოვრება კარდინალურად შეიძლება შეიცვალოს. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია.
- ივლისი – ივლისში თმის შესაჭრელად ცოტა კარგი დღეა. საქმე კლებად მთვარეზეა. 17–მდე თმაზე მანიპულაციებს მოერიდეთ. 18 ივლისი ვარცხნილობის შესაცვლელად კარგი დღეა. 19–ში ვარცხნილობის შეცვლა ფულს და პოზიტიურ ენერგიას მოგიტანთ. 22 ივლისი ცვლილებებისთვის კარგი დღეა. 31–ში სალონში ჩაეწერეთ. დანარჩენი დღეები ვარცხნილობაზე გავლენას არ ახდენს.
- აგვისტო – 16 აგვისტომდე მთვარე კლებადია, ამიტომ ვარცხნილობა არასასურველია. 7 აგვისტო ერთადერთი წარმატებული დღეა. 17,18 ან 28 აგვისტოს პარიკმახერთან შეგიძლიათ ჩაეწეროთ. ამ დღეებში ვარცხნილობის შეცვლა განწყობას აგიმაღლებთ. მთლიანობაში, აგვისტო ახალი ვარცხნილობისთვის საუკეთესო თვე არაა.
- სექტემბერი – ეს თვეც კლებადი მთვარით იწყება, ამიტომ ცოტა ხელსაყრელი დღეებია. 12 სექტემბერს ვარცხნილობის დახმარებით ურთიერთობაში პრობლემების მოშორებას შეძლებთ. ამ თვის ყველაზე ხელსაყრელი დღეა. 16–დან ნებისმიერ დღეს თმა შეგიძლიათ შეიჭრათ. 22 რიცხვი გამონაკლისია, ვარცხნილობის შეცვლა უსიამოვნებას იზიდავს.
- ოქტომბერი – ვარცხნილობისთვის საუკეთესო დღეები: 2, 11 და 21. თუ 2-ში თმას შეიჭრით, თმა სწრაფად გაიზრდება და ჯანმრთელი გახდება. 11 და 21 ოქტომბერი დაგეხმარებათ, რომ თმა უფრო დამყოლი გახდეს. 29-31 ოქტომბერს თმაზე არაფერი გაიკეთოთ. ამ თვის დანარჩენი დღეები ნეიტრალურია.
- ნოემბერი – 12–მდე მთვარე იკლებს, ამიტომ სალონში ვიზიტი არ დაგეგმოთ. 16, 19 და 25 ნოემბერს შეგიძლიათ თმა შეიჭრათ. 16-დან თმა უფრო ჯანმრთელი გახდება. 19 ნოემბერი დღე, როცა პარიკმახერთან აუცილებლად უნდა მიხვიდეთ. თმაზე მცირე მანიპულაციაც წარმატებას მოგიტანთ. 25 ნოემბერს ვარცხნილობის შეცვლა დადებით ცვლილებებს მოგიტანთ.
- დეკემბერი – უმეტესობა დღეები ნეიტრალურია. 1 დეკემბერს სალონში წასვლა არ დაგეგმოთ, რადგან სირთულეებს მოგიტანთ. 8 დეკემბერიც შეუფერებელია. ასე სამსახურში კონფლიქტს გამოიწვევთ. კარგი დღეები: 4, 14 და 23 დეკემბერი. ახალი ვარცხნილობა ნეგატივისგან დაგიცავთ. ყველა ექსპერიმენტები წარმატებული იქნება.
2023 წლის ვარცხნილობის კალენდარი აუცილებლად შეინახეთ. ის თქვენი ერთგული დამხმარე გახდება, როცა გარეგნობის შეცვლას ისურვებთ. აირჩიეთ საჭირო თვე, რომ ვარცხნილობისთვის ხელსაყრელი დღეები ყოველთვის იცოდეთ. როცა სწორ თარიღს შეარჩევთ, სტილისტს თამამად დაურეკეთ და წინასწარ ჩაეწერეთ.