გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე. მამა არ მყავდა. დედა სვამდა. ერთ დილით ჩვენთან ვიღაც დეიდა და პოლიციელი მოვიდნენ

1939

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე. მამა არ მყავდა. დედა სვამდა თავის სტუმრებთან ერთად. მე მუდმივად მშიერი ვიყავი და ვცდილობდი, რომ სუფრიდან რაიმე მომეპარა. ამის გამო დედა ხშირად მცემდა. ერთხელ ერთმა მამაკაცმა რაღაც ძალიან მწარე დამალევინა, რის გამოც ძალიან ცუდად გავხდი. დილით კი ჩვენთან ერთი დეიდა და პოლიციელი მოვიდნენ. ამ ადამიანებმა მე სახლიდან წამომიყვანეს. მაშინ თითქმის 4 წლის ვიყავი.

ბავშვთა სახლში მიმიყვანეს. თავზე რაღაც წამისვეს – ძალიან ბევრი წილები და ტილები მყავდა. მერე ნანა დეიდამ თავის სახლში წამიყვანა. ლელა პირველად იქ ვნახე.ნანა დეიდამ და ლელამ კიდევ ერთხელ მაბანავეს, თმა დამვარცხნეს, ფაფა მაჭამეს და ორი კანფეტი მომცეს. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. მერე დასაძინებლად დამაწვინეს.

ღამით სამზარეულოში შევიპარე და კიდევ ერთი კანფეტი შევჭამე. დილით კი ისევ გემრიელი საჭმელი მაჭამეს და ისევ მომცეს ტკბილეული. ძალიან გახარებული ვიყავი.ლელამ ახალი ლამაზი კაბა ჩამაცვა. მან დიდი თოჯინა მაჩუქა, მაგრამ მე არ ვიცოდი, მისთვის რა მექნა, რადგან ჩემთვის არასოდეს არანაირი სათამაშო არ უყიდიათ. ძალიან გამხდარი ვიყავი და სულ ჭამა მინდოდა. ნანა დეიდას და ლელას ძალიან ვეცოდებოდი.

ერთ დღეს ლელამ თქვა:

  • მე მას სოფელში წავიყვან. რძით და ნორმალური საკვებით მალე გასუქდება. შემდეგ კი მოვიფიქრებთ, როგორ მოვიქცეთ.

მე მაშინ დიდი ცისფერი თვალები და ღია ფერის თმა მქონდა.ნანა დეიდამ გემრიელი ღვეზლები დააცხო და თან გაგვატანა.მე და ლელა სოფელში გავემგზავრეთ. იქ ნიკა დაგვხვდა, ლელას მეუღლე.მოგვიანებით ყველაფერი გავიგე. თურმე, ლელამ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და გადანაწილებით ამ სოფელში მოხვდა. აქ ნიკა გაიცნო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ნიკამ მშობლების სახლთან ახლოს სახლი აიშენა. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახალგაზრდებს შვილი არ უჩნდებოდათ. გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ეშვილათ.

ნიკოლოზმა დამინახა და თქვა:

– გამარჯობა შვილო! ბოლოს და ბოლოს გიპოვე! მე შენ მრავალი წლის წინ დაგკარგე. მე – მამაშენი ვარ, ლელა კი – დედაშენი.

ძალიან გამიხარდა! ჩავეხუტე მათ და ვკოცნიდი.ასე გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში მშობლები: მამა – ნიკა და დედა – ლელა. მათ დიდი მეურნეობა ჰქონდათ. ჰყავდათ ძროხა, თხა, ქათმები, ბატები, ცხვრები და ინდაურები.ერთხელ მეზობლის ბიჭი გავიცანი, გიორგი. დამეგობრება შევთავაზე, მან კი უარი მითხრა, ძალიან პატარა ხარო.

მე ჩემს მშობლებს ვუამბე და მათ გიორგის სთხოვეს, რომ ჩემთან ემეგობრა. რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვიყავი! გიორგი ყოველთვის მიცავდა და ყველაფერში მეხმარებოდა.ბებიაჩემს მაშინვე შევუყვარდი. ღვეზლებს ერთად ვაცხობდით. პაპას და ბებოს ძაღლი და კატა ჰყავდათ. მე მათაც დავუმეგობრდი.

ერთი კვირის შემდეგ, ყველა ერთად ქალაქში გავემგზავრეთ. პაპა და ბებო კვერცხს ყიდიდნენ, დედა და მამა კი ჩემთვის ახალ ტანსაცმელს და სათამაშოებს ყიდულობდნენ. ძალიან მიხაროდა! ჩემმა მშობლებმა ზღაპრების წიგნიც მიყიდეს. მაშინ არც კი ვიცოდი ეს რა იყო. საღამოობით მამა ზღაპრებს მიკითხავდა, მე ძალიან მომწონდა.

ერთ დღეს გიორგი და თავისი მშობლები მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად. სუფრასთან ყველა ერთად მღეროდა, მე და გიორგი კი ვუსმენდით.ღამით მარტო დაძინების მეშინოდა, ამიტომ ხშირად მშობლებთან მივრბოდი დასაძინებლად.მერე დედაჩემმა შვებულება აიღო. ჩვენ სახლში ვიყავით, მამა კი სამსახურში. დედას ყველაფერში ვეხმარებოდი. ბებო ციფრებს და ასოებს მასწავლიდა. მე ვცდილობდი კარგად მესწავლა, ბებო კი მეხუტებოდა, მკოცნიდა და ამბობდა:

  • რა ჭკვიანი შვილიშვილი მყავს!

მერე საბავშვო ბაღში მივედი. მაშინვე დავუმეგობრდი ყველა ბავშვს. ძალიან სწრაფად ვისწავლე წერა და კითხვა, ძალიან მიხაროდა!მერე გიორგი სკოლაში მივიდა, მე კი – არა. ისე ვტიროდი, რომ გიორგის სკოლაში მივყავდი. გაკვეთილებზე ჩუმად ვიჯექი და არავის ვუშლიდი.ახალი წელი მოვიდა. გავიგე, რომ ნანა დეიდა უნდა ჩამოსულიყო და ტირილი დავიწყე. მეგონა, რომ ჩემს წასაყვანად მოდიოდა და ბავშვთა სახლში უნდა დავებრუნებინე.

ძლივს დამამშვიდეს, მითხრეს, რომ უბრალოდ სტუმად მოდიოდა და არსად არ წამიყვანდა.პაპაჩემმა ნაძვის ხე მოიტანა. ერთად მოვრთეთ. სუფრაზე უამრავი საჭმელი, კანფეტი და მანდარინი იყო. თოვლის პაპა მოვიდა და უამრავი საჩუქარი მაჩუქა. ეს წარმოუდგენელი ბედნიერება იყო.პირველ კლასში მივედი. ვცდილობდი, რომ ძალიან კარგად მესწავლა.

წლები გავიდა. ძალიან ბედნიერი წლები. სკოლა დავამთავრე და ინსტიტუტში ჩავაბარე. გიორგი იმ პერიოდისთვის უკვე სწავლობდა.ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩვენ დავქორწინდით და უკვე მრავალი წელია ბედნიერად ვცხოვრობთ. ჩვენ ორი შვილი გვყავს და ყველა ერთად ძალიან ხშირად ჩავდივართ ჩვენს მშობლებთან სოფელში.

მე მათ ყველაფრისთვის ვემადლიერები, რაც გამიკეთეს. მათ ბედნიერი ბავშვობა და შესანიშნავი მომავალი მაჩუქეს. უღრმესი მადლობა მათ ამისთვის!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს