პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.თითქმის 20 წელია, რაც ჩემი ძმა და მისი მეუღლე გერმანიაში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი ჰყავთ.
მე და ჩემს ძმას ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ მას და მის ოჯახს ყოველთვის ვიწვევდი ჩვენთან დასასვენებლად. და აი, ბოლოს და ბოლოს, მან შემატყობინა, რომ ოჯახთან ერთად ჩვენთან ჩამოდის.მთელი ოჯახი ვემზადებოდით ნათესავებთან შესახვედრად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში არ გვენახა.
მშვიდობით ჩამოფრინდნენ. ჩვენ მათ აეროპორტში დავხვდით და სახლში წამოვიყვანეთ. გზად სუპერმარკეტში შევიარეთ.მაშინვე შევამჩნიე, რომ ლადო ძალიან უცნაურად აკვირდებოდა იმას, თუ როგორ ვყიდულობდი რაღაც პროდუქტებს. მერე მომიახლოვდა და მითხრა, რომ თავისთვის ღვინო იყიდა და თუ ღვინო ჩვენც გვინდოდა, ჩვენც უნდა გვეყიდა ჩვენთვის.
ეს ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ჩემი ძმა დავამშვიდე და ვუთხარი, რომ სახლში ლუდი გვქონდა.ორიოდე დღის შემდეგ ჩემი ძმა თვითონ წავიდა მაღაზიაში და როდესაც დაბრუნდა, ძალიან შეწუხებული იყო: მაღაზიაში ხურდა სრულად არ დაუბრუნეს, რამდენიმე თეთრი დააკლეს. ის ძალიან გაბრაზდა. მას არ სურდა იმის დაჯერება, რომ ყველა მაღაზიაში თანხას ასე ამრგვალებენ. მეორე დღეს მას მაღაზიაში 70 თეთრით ნაკლები დაუბრუნეს. ლადომ მაღაზიაში ჩხუბი ატეხა და არ გაჩერებულა, სანამ გამყიდველმა თანხა სრულად არ დაუბრუნა.
სახლში ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა.შემდეგ მან მთელი ლექცია წაგვიკითხა იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა აბსოლუტურად არ იცის, როგორ დაზოგოს და როგორ დახარჯოს ფული სწორად. თავად ის, მიუხედავთ იმისა, რომ ბევრ ფულს გამოიმუშავებს, მაინც ზოგავს თანხას და შესყიდვებს ძალიან გონივრულად აკეთებს. სწორედ ამიტომ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახთან ერთად წელიწადში ორჯერ დასასვენებლად გაემგზავროს.
ერთხელ ჩემს მეუღლეს ლარიანი მონეტა დაუვარდა და ის დივნის ქვეშ შეგორდა. ლადომ თხუთმეტი წუთი დაკარგა იმაზე, რომ ეს ფული ეპოვა. მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ფული აქეთ-იქით ეყაროს. ის დარწმუნებულია, რომ ფულთან ასე მოქცევა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება ფულის გარეშე იცხოვრებთ.
ლადო და მისი ოჯახი გერმანიაში დაბრუნდნენ. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ფინანსებზე გვესაუბრა. შესაძლოა, ჩვენ არ ვიცით ფულის დაზოგვა და ფულს არასწორად ვხარჯავთ. თითოეული ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ, როგორც მას მიაჩნია სწორად.
ზოგი თითოეულ თეთრს ზოგავს, ზოგი კი ფულს იმაში ხარჯავს, რაშიც მოესურვება. ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ მე და ჩემი ქმარი ნამდვილად არ ვიჩხუბებთ 50 თეთრის გამო.