პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი მეზობლის ისტორიას გვიამბობს.
ლელა 31 წლის ცოტა ხნის წინ გახდა, მაგრამ მას ისევ შეამჩნევთ მომრგვალებულ მუცელს. ეს ბავშვი ოჯახში უკვე მერვე ბავშვი იქნება, რაც ბევრში გაუგებრობას იწვევს და განხილვის საგანს წარმოადგენს. გოგონა გაზარდა დედამ, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებზე იყო დამოკიდებული. ქალი ხშირად იცვლიდა პარტნიორებს და ვინ იყო ბავშვების მამა არც კი იცოდა.
ლელას პირველი ფეხმძიმობა 16 წლის ასაკში დაუდგინდა, რის გამოც მან სწავლა მიატოვა. არავინ იცოდა ვინ იყო ბავშვის მამა. ჭორიკანა მეზობლები კი ამბობდნენ, რომ ლელა ვიღაცასთან გაერთო და ზუსტად დედამისივით იქცევა. ლელამ დედა 18 წლის ასაკში დაკარგა, ის ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა. ლალა თავის პატარა შვილთან ერთად ძველ სახლში ცხოვრობდა და მეეზოვედ მუშაობდა. როდესაც სამუშაოზე მიდიოდა, ბავშვს მისი მეზობელი უვლიდა.
გოგონამ ერთი ბიჭი გაიცნო, რომელსაც ლევანი ერქვა. ის მშენებლობაზე მუშაობდა უბრალო მუშად და ამიტომ ციდან ვარსკვლავებს ვერ უწყვეტდა. ახალი თაყვანისმცემელი ძალიან განსხვავდებოდა მისი თანატოლებისაგან და ამიტომ მალევე შესთავაზა ლელას ერთად ცხოვრება. ლელას გულწრფელად გაუხარდა, რომ გვერდით მუდმივი მამაკაცი ეყოლებოდა. ახლა მას შეეძლო მისი დახმარების იმედი ჰქონოდა საოჯახო საქმეებში და მატერიალურადაც.
9 თვის შემდეგ მშვენიერი ტყუპები დაიბადნენ, მაგრამ ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბიჭები ექვსი თვის იყვნენ, როდესაც ლელამ მისი შეყვარებულის მეორე ოჯახის არსებობის შესახებ შეიტყო, რომელიც მას სხვა ქვეყანაში ჰყავდა. გამომუშავებული ფულის უმეტეს ნაწილს მამაკაცი თავის ოჯახს უგზავნიდა. ბიჭი დაჰპირდა, რომ სახლში წავიდოდა და ცოლს ოფიციალურად გაეყრებოდა, რის შემდეგაც ისინი დაქორწინდებოდნენ. გავიდა რამდენიმე თვე, შეყვარებულისაგან არაფერი ისმოდა და სოფელში ისევ ჭორები გავრცელდა.
დახმარება მხოლოდ ადგილობრივი რაიონის პოლიციის თანამშრომელმა გაუწია, რომელიც საბუთების მოწესრიგებაში დაეხმარა დახმარებისა მისაღებად. უფროსი ბიჭი მხოლოდ 4 წლის იყო, როდესაც ლელა ისევ დედა გახდა. ბავშვის მამა იყო ჯარისკაცი, რომელიც ადგილობრივ სამხედრო ნაწილში მსახურობდა. მაქსიმე დისკოთეკაზე გაიცნო, როდესაც ერთ დღეს მან საკუთარ თავს გართობის უფლება მისცა. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. მაქსიმე უქმე დღეებს თავის შეყვარებულთან ერთად ატარებდა. ის ლელას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა და სიამოვნებით ეთამაშებოდა ბავშებს. ახალგაზრდა დედა ბედნიერი იყო, რადგან ამდენი შვილით ძნელი იყო მამაკაცის პოვნა.
გაზაფხულზე მაქსიმე სამშობლოში გაემგზავრა და ლელას უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ერთი თვის შემდეგ ლელა მიხვდა, რომ ისევ დედა გახდებოდა. მაქსიმემ ლელას არც მისამართი და არც საკონტაქტო ინფორმაცია არ დაუტოვა, ამიტომ მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. ქალს უკვე ოთხი შვილის გაზრდა უწევდა, დახმარების ფული კი ამისთვის ძლივს ჰყოფნიდა. დახმარებას ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან იღებდა. სხვადასხვა ნივთებით კეთილი ადამიანებიც ეხმარებოდნენ.
დაახლოებით 2 წლის შემდეგ ლელამ მამუკა გაიცნო, რომელიც მასზე თითქმის 11 წლით უფროსი იყო. გარეგნულად საიმედო მამაკაცს ჰგავდა. ხალხი გაკვირვებული იყო და ლელასი შურდათ კიდეც. ასეთი ძლიერი და მუშა მამაკაცები მათ სოფელში ძალიან ცოტანი იყვნენ. ქალი, როგორც იქნა მოდუნდა და თავი ბედნიერად იგრძნო. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ ყველა უბედურება წარსულში დარჩა და მალევე მეხუთე ორსულობის შესახებ შეიტყო. სასწაული არ მომხდარა და მამაკაცმა მალევე აღიარა, რომ მას სხვა ქალაქში ოფიციალური მეუღლე ჰყავდა.
სამშობიაროდან მორიგ ბავშვთან ერთად გამოსვლისას, მას ისევ არავინ ელოდა. ამიერიდან ქალს სახელი გაუტყდა და მეზობლები ღიად დასცინოდნენ. ამბობდნენ, რომ პირველივე შემხვედრებისგან იმდენს გააჩენდა, სანამ გოგო არ ეყოლებოდა. მარტოხელა დედა ცდილობდა ყურადღება არ მიექცია ბოროტი ჭორებისთვის და არ კარგავდა რწმენას, რომ მეორე ნახევარი ნამდვილად არსებობდა. შემდეგ ჰორიზონტზე სატვირთო მანქანის მძღოლი გამოჩნდა, რომელმაც ლელასთან ოთახი იქირავა. მან ოსტატურად გაართვა თავი ღობისა და სახურავის შეკეთებას, ლელას კარტოფილი და სხვა პროდუქტებიც ჩამოუტანა. ექვსთვიანი ურთიერთობის შემდეგ მამაკაცი გაუჩინარდა, ლელას კი ორიოდე თვის შემდეგ ტყუპი გოგონები შეეძინა. ნამდვილმა მამამ არაფერი იცოდა მათი დაბადების შესახებ.
რაიონის პოლიციის თანამშრომელი მშვიდად ვერ უყურებდა ამ ყველაფერს და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე კითხვას სვამდა: „მერამდენე შვილი უნდა გააჩინო მამის გარეშე? როგორი ცხოვრებისთვის იმეტებ მათ?” ქალი უკვე მერვე ბავშვს ელოდებოდა და დარწმუნებული იყო ახლად ნაპოვნი რჩეულის სიყვარულსა და ერთგულებაში. ის ციხიდან ახალი გამოსული იყო, ერთმანეთი მიმოწერით გაიცნეს. გათავისუფლებიდან 5 თვის შემდეგ მამაკაცმა კვლავ დანაშაული ჩაიდინა, შვიდი შვილის დედა კი დაჰპირდა, რომ დაელოდებოდა.