ცოცხალი ნაძვის ხე სახლში. რით მოვრწყათ, რომ 19 იანვრამდე წიწვები არ დაცვივდეს

0
224

საახალწლო დღესასწაულებზე ცოცხალი ნაძვის ხე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. დიდ როლს თამაშობს არა მხოლოდ ხის გარეგნობა, არამედ მისი საოცარი არომატი. ამ ლამაზმანით დიდხანს ვერ ვტკბებით. როგორც წესი, ნაძვს წიწვები სწრაფად ცვივა. ასე სადღესასწაულო ნაძვის ხე ხდება ნაგვის ბუდე, რომელიც დროდადრო უნდა გაწმინდოთ. ქმარი უკმაყოფილოა, ბავშვები იმეგაცრუებულნი, თავად ნაძვის ხის გარშემო სირბილით დაიღალეთ. ღირს ამად? დიახ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ნაძვის ხეს ქოთნით შეიძენთ და მის ვადას მარტივი ხრიკებით გაახანგრძლივებთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.

ცოცხალი ნაძვის ხე სახლში – როცა პატარა ვიყავი, მშობლები ახალი წლისთვის ყოველთვის ცოცხალ ნაძვის ხეს ყიდულობდნენ. მას შემდეგ წიწვოვანი ხეების ბაზრობის სუნი ჩემი ცხოვრების იმ პერიოდთან ასოცირდება. მაგრამ გავიზარდე და მესმის, რომ ნაძვის ხის ან ფიჭვის ყიდვა სპონტანურ ბაზრობაზე არ შეიძლება. ხშირად აქ ვაჭრობენ ადამიანები, რომელთაც ვაჭრობის ნებართვა არ აქვთ. თავად ხეებს უკანონოდ ჭრიან. სხვა სიტყვებით, ფულს იხდით ნაძვის ხეში, რომლის ადგილზეც მომავალში სხვა არაფერი გაიზრდება. ამის თავიდან ასაცილებლად, ნაძვის ხე სპეციალურ ადგილებში შეიძინეთ. უმჯობესია, თუ იქირავებთ. ამ შემთხვევაში ნაძვის ხეს ქოთანში ყიდულობთ, ხოლო დღესასწაულების შემდეგ აბრუნებთ. შემდეგ ამ ნაძვის ხეს მისთვის გამოყოფილ ადგილას რგავენ. შედეგად, ხე არ კვდება, ხოლო გარემო ზრუნვისთვის მადლობელია. დარგული ნაძვის ხე 500 წლამდე ცოცხლობს. უბრალოდ ამ ციფრზე დაფიქრდით.

როგორ ვიზრუნოთ ნაძვის ხეზე ქოთანში – ამ წესების დაცვით ნაძვის ხე დღესასწაულებზე დიდხანს გაგახარებთ.

  1. ნაძვის ხე დღესასწაულამდე 1–2 დღით ადრე შეიძინეთ. ასე ნაძვის ხე ცხელ და მშრალ ბინაში ნაკლებ დროს გაატარებს.
  2. სახლში ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ. გათბობის სეზონზე ბინაში ჰაერი ძალიან მშრალია. იდეალურია, თუ დამატენიანებელს იყენებთ, რომ საჭირო რაოდენობის ტენიანობა შეინარჩუნოთ. პირველ რიგში, ეს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ნაძვის ხის ლამაზი გარეგნობა სასიამოვნო ბონუსია. დავუშვათ, ნაძვის ხისთვის ტენიანობა 50%–ია. თუ უფრო ნაკლებია, ხე სწრაფად გახმება. სწორედ ამიტომ, დამატებით წყლით დანამეთ.
  3. ნაძვის ხე ქუჩის მცენარეა, ამიტომ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს ცუდად იტანს. სცადეთ, რომ ხე ქუჩიდან პირდაპირ ბინაში არ შეიტანოთ. დროებით აივანზე გააჩერეთ, რომ უფრო მაღალ ტემპერატურას შეეგუოს. შემდეგ სახლში შეიტანეთ. ამავე მიზეზით ნაძვის ხე გათბობის ბატარეასთან ახლოს არ დადოთ. ხისთვის ბინაში ყველაზე გრილი ადგილი შეარჩიეთ.

ნაძვის ხის ქოთანში თქვენს ბინაში საკმაოდ დიდხანს გაძლებს. ხე ღია გრუნტში აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გადარგეთ. გახსოვდეთ, რომ მთელი ეს დრო ხეზე უნდა იზრუნოთ. ახალი მწვანე ტოტების გამოჩენა ნიშნავს, რომ ნაძვის ხემ გაიღვიძა. ამ შემთხვევაში აივანზე ან ქუჩაში გაიტანეთ.

ცოცხალი ნაძვის ხე სახლში: ხეზე ზრუნვა – თუ ჩვეულებრივ ცოცხალ ნაძვის ხეს ყიდულობთ და სპეციალურ სადგამზე ათავსებთ, გახსოვდეთ, რომ ის წყლით უნდა გაავსოთ. მცენარეა და გამოკვება სჭირდება. ადგილი ისე შეუჩიეთ, როგორც ქოთნის მცენარეს. ტყის ლამაზმანი სითბოს წყაროს მოაშორეთ და სახლში ტენიანობა აკონტროლეთ. გარდა ამისა, ასეთი ნაძვის ხის სიცოცხლის გახანგრძლივება ერთი ხრიკით შეგიძლიათ. 1 ლ თბილ წყალში 2 ს/კ მარილი და შაქარი გახსენით. მიღებულ სითხეს კარგად აურიეთ და ნაძვის ხის სადგამი გაავსეთ. ასეთი ჯადოსნური წყლის დახმარებით ნაძვს წიწვები გაცილებით გვიან დაცვივდება.