ჩემმა ქმარმა ყველაფერი ჩემს მაგივრად გადაწყვიტა, მან ლაშა ისევ ბავშვთა სახლში დააბრუნა

7649

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.

მე ნათია მქვია. მე და ჩემს მეუღლეს 10 წელზე მეტია შვილი არ გვიჩნდება. გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი ბავშვთა სახლიდან გვეშვილა.

ჩემი ქმარი ამ იდეით აღფრთოვანებული არ იყო, მაგრამ მე შევძელი მისი დარწმუნება. ბავშვს დიდი ხნის განმავლობაში ვირჩევდით, სანამ ორივეს ერთი და იგივე ბავშვი არ მოგვეწონა. ბიჭს ლაშა ერქვა და ის ხუთი წლის იყო.

მე და ჩემმა მეუღლემ საჭირო საბუთები შევაგროვეთ და ეს ბიჭი ვიშვილეთ.

მე ლაშა მაშინვე შემიყვარდა. ის ძალიან კარგი ბავშვი იყო: მშვიდი, კეთილი, საყვარელი. ჩემმა ქმარმა მისი შეყვარება ვერ შეძლო. აშკარა იყო, რომ არ უნდოდა ამ ბავშვთან არც საუბარი და არც თამაში. თუმცა, საკუთარ თავს ამის გაკეთებას აიძულებდა. ვხედავდი, რომ ჩემი ქმარი იტანჯებოდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

ექვსი თვის შემდეგ გიორგიმ პირობა წამომიყენა: ან ერთმანეთს ვშორდებით, ან ლაშას ბავშვთა სახლში ვაბრუნებთ. გაოგნებული ვიყავი. მე ეს ბავშვი ძალიან შემიყვარდა. ლაშასთან დაშორება არ მინდოდა. არ ვიცოდი, რა მექნა.

ჩემმა ქმარმა ყველაფერი ჩემს მაგიერ გადაწყვიტა. მან ლაშა ისევ ბავშვთა სახლში წაიყვანა. მთელი დღე და მთელი ღამე ვტიროდი. ვეღარ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება ჩემი შვილის, ლაშას გარეშე. შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით მემოქმედა. ტაქსი გამოვიძახე და ლაშასთან წავედი.

ლაშა გამოიქცა, ჩამეხუტა, ტირილი დაიწყო და ჩამჩურჩულა:

– ვიცოდი, მჯეროდა, რომ მოხვიდოდი! დედიკო, ძალიან მიყვარხარ! მამა სად არის? მანქანაში გველოდება თუ სამსახურშია?

– არა, შვილო. მამა არ მოვიდა. ახლა ჩვენ ორნი ვიცხოვრებთ ერთად. მალე შენი დაბადების დღეა. მოდი, ახლავე წავიდეთ მაღაზიაში და შენთვის კარგი საჩუქარი ვიყიდოთ!

ლაშას ხელი ჩავკიდე და ჩვენ ბავშვთა სახლიდან წამოვედით. ჩვენ წინ ახალი და ბედნიერი ცხოვრება გველოდება, სადაც მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება იქნება და არასოდეს იქნება ღალატი და ტყუილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს