ნუმეროლოგმა მითხრა, ვის აქვს სამკურნალო ძალა დაბადების თარიღით

1193

ნუმეროლოგი ანდრეი ტკალენკო თვლის, რომ გარკვეულ თარიღში დაბადებული ადამიანები ძლიერი მკურნალები არიან. სხვა სიტყვებით, ისინი რაღაც მომენტში თავიანთი ცხოვრებისეული მისიის მნიშვნელობას აცნობიერებენ. მათი ამოცანაა საზოგადოებას სარგებელი მოუტანონ. ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება არ ვიცოდეთ. ეს გასაკვირი არაა, რადგან დაბადების თარიღი ადამიანზე მოქმედებას იწყებს, როცა 40 წლიან ეტაპს გალახავს. Paparazzi გიამბობთ, როგორ ხდება ეს და რა მაგია იმალება ციფრებში.

ძლიერი მკურნალები – ადამიანის ცხოვრების ახალი ციკლი 40-45 წლის ასაკში იწყება. იდეალური დროა, რომ სხვებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროთ. ეს პერიოდი ყველა სფეროში (სამსახური, ოჯახი) მორიგი რაუნდის დაწყებას აღნიშნავს. ნუმეროლოგს დაბადების თარიღით ადამიანის სხვადასხვა თვისებების განსაზღვრა შეუძლია. ზოგიერთი სიბრძნე დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეისწავლოთ. მაგალითად, პირველ რიგში, დაბადების წლის ციფრის განსაზღვრა ვისწავლოთ. აიღეთ რიცხვი და შემადგენელი ციფრები შეაჯამეთ მანამ, სანამ ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ (ანუ სანამ შედეგი 1–დან 9-მდე არ იქნება). მაგალითად, 1963 წლის შემთხვევაში 1 + 9 + 6 + 3 = 19. შემდეგ 1 + 9 = 10, ათი გარდაიქმნება ერთში.

  • ციფრი 1. ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანის ციფრია. საკუთარ თავზე და სხვებზე პასუხისმგებლობის აღებას მიჩვეულია. ქალის კლასიკური მაგალითია, რომელმაც 45 წლისას ცხოვრების ყველა ხიბლი და მწუხარება იცის. დახმარება არასდროს სჭირდება, ყოველთვის ყველაფერს თავად აკეთებს. მიჩვეულია გაცემას და არა მიღებს, რაც ხშირად მისთვის დამღუპველია. თუ დროულად არ გაჩერდებით, 40-45 წლისას ჯანმრთელობის პრობლემებს მიიღებთ. განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. ნუმეროლოგი გირჩევთ, შეისვენოთ და გადახედოთ, საით ღირს გზის გაგრძელება.
  • ციფრი 2. თუ თქვენი დაბადების წლის ჯამია 2, ალბათ, თქვენი ქმედებების ანალიზი გიყვართ. მუდმივი გადახედვის სურვილი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება გამოგადგეთ. თქვენზე დაყრდნობა ადვილია, რადგან ყოველთვის რჩევებს გასცემთ და პრობლემის სხვა მხრიდან დანახვაში ეხმარებით. ლამაზი ნივთებით გარემოცვა გიყვართ. შიგნიდან სილამაზეს ასხივებთ. ეს ციფრი დამახასიათებელია მათთვის, ვინც სინდისის მიხედვით ცხოვრობს. ასეთ ადამიანს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს და სამკურნალო მიდრეკილებები აქვს. მასში ღრმა შემოქმედებითი პოტენციალი შეიძლება იმალებოდეს.
  • ციფრი 3. თქვენში ენერგიის უშრეტი წყარო ჩქეფს. მიზნების მიღწევას მიჩვეული ხართ და ამით სხვებს მოტივაციას აძლევთ. საყვარელი საქმის კეთებით თქვენი პოტენციალის სრულად გამოვლენას ახერხებთ. 40-45 წლისას რაღაც ახლის დაწყების არ შეგეშინდეთ. იდეალური დროა სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
  • ციფრი 4. 40-45 წლის ასაკში თქვენი განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწევთ. სხვებს ადვილად მართავთ. ლიდერული თვისებები გაქვთ, რომლის წყალობით მთელი ბრბოს ხელმძღვანელობა შეგიძლიათ. წინ ყურების და ნათელი მომავლის დანახვის უნარი არაერთხელ გეხმარებათ საკუთარი თავის და თქვენი გარემოცვის გადარჩენაში.
  • ციფრი 5. ეს ციფრი ინოვაციის და ოსტატობის სიმბოლოა. ხალხისთვის მნიშვნელოვანი აზრების გადაცემის უნარი გაქვთ. შესანიშნავი ორატორი ხართ. მთელი ცხოვრება თქვენს საინფორმაციო არხს ატარებთ.
  • ციფრი 6. ძლიერი მკურნალები ამ ციფრის ქვეშ იბადებიან. ექვსიანი ოჯახური ღირებულებების და საგვარეულო ცოდნის მატარებელია. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ 40-45 წლისას საკმარისი ცოდნა და უნარები დააგროვოთ, შემდეგ მისი გაზიარება დაიწყოთ. ასეთ ადამიანებს შანსი აქვთ, რომ კარგი მენტორები გახდნენ.
  • ციფრი 7. უმაღლესი ინტელექტის მაჩვენებელია. თქვენი ამოცანაა, რომ 40-45 წლის ასაკში ცხოვრებას მთლიანად გადახედოთ. ეს ციფრი ახასიათებს მათ, ვისაც ფსიქოლოგია უყვარს და ამ მეცნიერებით გატაცებულია. შეგიძლიათ გახდეთ ადამიანი, რომელსაც სხვების საინფორმაციო ველიდან ინფორმაციის წაკითხვა და გაცემა შეუძლია.
  • ციფრი 8. ფულთან ურთიერთობა შეგიძლიათ და იცით, რაში ჩადოთ, რომ არ წააგოთ. ჭეშმარიტების და ცოდნის მატარებელი ხართ და ეს სხვებს უნდა გაუზიაროთ. ამისთვის ყველა მონაცემი გაქვთ.
  • ციფრი 9. ბრძენთა ციფრია. გაანალიზეთ, რომელი მხრის გამოვლენა შეგიძლიათ, კიდევ რა უნდა ისწავლოთ. ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებთ, ადვილად გამოგივათ. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ნათლად გესმით, რატომ გჭირდებათ ეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს