თავაზიანად მოითხოვა დერეფნიდან საბავშვო ეტლის გატანა და უხეშობასა და უზრდელობას გადაეყარა

1066

ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა მიამბო. მისი ბინა ხუთსართულიანი სახლის მეორე სართულზე მდებარეობს. ამ ტიპის სახლებში საფოსტო ყუთები მეორე სართულზეა განთავსებული. გამონაკლისი არც ჩემი მეგობრის სახლი იყო. მის ბინასთან ახლოს საფოსტო ყუთები ეკიდა, სადაც ფოსტალიონი წერილებსა და ჟურნალ-გაზეთებს ტოვებდა.

რემონტის შემდეგ ჩემი მეგობრის საფოსტო ყუთს ადგილი ოდნავ შეუცვალეს და ახლა ის კუთხეში ეკიდა განმარტოებით. ასევე, მეორე სართულის დერეფანში გათბობის მილებიც არის გაყვანილი. აქვე რამდენიმე კვირის მანძილზე ვიღაც საბავშვო ეტლს ტოვებდა. ის ისე იდგა, რომ ჩემს მეგობარს საფოსტო ყუთამდე გზას უკეტავდა. ჩემი მეგობარი დაინტერესდა, თუ რომელი მეზობელი ტოვებდა ამ ეტლს. მაგრამ ვერავინ გაიხსენა, რადგან ყველას დიდი შვილები ჰყავდა. ის უკვე ფიქრობდა, რომ ვიღაც სტუმრად იყო ჩამოსული.

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა მეგობარმა შენიშნა, რომ ეტლის პატრონებს სპეციალური თასმა ეყიდათ და ეტლი გათბობის მილებზე მიებათ. მან მთელი მეზობლები შემოიარა იმის გასარკვევად, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ეტლი.

გამოკითხვისას გაირკვა, რომ პირველ სართულზე ბავშვიანი ოჯახი დასახლდა. ეს ეტლი მათი იყო. ბინა დიდი ჰქონდათ და ეტლის მოთავსება იქაც შეეძლოთ, მაგრამ რატომღაც არ უნდოდათ. ჩემს მეგობარს ის აკვირვებდა, რომ მათ არ ეზარებოდათ ამ ეტლის მეორე სართულზე ატანა. მით უმეტეს, რომ მეორე სართულზე ეს ეტლი ძალიან დიდ ადგილს იკავებდა და გავლას ართულებდა.

მეგობარმა გადაწყვიტა არ გაჩუმებულიყო და ზრდილობიანად ეთხოვა მეზობლებისთვის დერეფნიდან ეტლის გატანა. ან უკიდურეს შემთხვევაში მისი ცოტა განზე გაწევა, რათა გასასვლელი არ ჩაკეტილიყო. თუმცა, მათთან სახლში არ მისულა, არ უნდოდა, რომ ბავშვებისთვის ხელი შეეშალა. ცოტა ხანში მათ ქუჩაში შეხვდა, როდესაც ისინი ბავშვებს ასეირნებდნენ.

იგი ჩუმად მიუახლოვდა მათ და ჰკითხა:

– უკაცრავად, თქვენ ტოვებთ ეტლს მეორე სართულის დერეფანში?

– დიახ. რა მოხდა?

– უბრალოდ მიკვირს, რატომ ამოგაქვთ მეორე სართულზე, რედესაც თქვენ პირველზე ცხოვრობთ?

– თქვენ ის გიშლით?

– მართალი გითხრათ, მიშლის. საფოსტო ყუთთან მისასვლელ გზას მიკეტავს. იძულებული ვარ, ყოველ ჯერზე გადავწიო და ისე ავიღო ჟურნალ-გაზეთები. მართალი გითხრათ, ზოგჯერ მიჭირს ამის გაკეთება. თუ შეიძლება თქვენს დერეფანში გადაიტანეთ, ის ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენი.

ქალმა ჩემს მეგობარს აღარ მოუსმინა, ბავშვები წაიყვანა და წავიდა. მისი მეუღლე დარჩა და ჩემს მეგობარს ჩხუბი დაუწყო:

– გამოდის, რომ შენ დგამდი ეტლს მეორე მხარეს. შენს გამო დავიხარჯე და სპეციალური სამაგრი ვიყიდე. ეგღა მაკლდა, რომ ყველა გამვლელი ბავშვის ეტლს შეეხოს. მე ამ ეტლს არსად არ გადავიტან.

– კი მაგრამ, გავლის დროს მას მეორე სართულზეც ეხებიან, ეს არ გაწუხებთ?

– მოშორდი აქედან, სანამ არ მიგიღია.

ჩემმა მეგობარმა თავისი მისამართით კიდევ ბევრი “საინტერესო” სიტყვა მოისმინა. მეზობელმა უთხრა, რომ მისი საქმე იყო სად დადგამდა ეტლს. ჩემმა მეგობარმა ამაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა.

ასე გაიცნო ჩემმა მეგობარმა ახალი მეზობლები. ის ეტლი კი ახლაც იქ დგას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს