პაპარაცის დღევანდელ სტატიაში თამარის ისტორიას გიამბობთ.თამარი სოფელში დაიბადა. მას მხოლოდ დედა ზრდიდა. თამარი ბავშვობიდანვე მძიმე შრომას იყო მიჩვეული, ის ძლიერი გოგო იყო. ყველაფრის გაკეთება იცოდა: შეშის დაჩეხვაც, ქათმის დაკვლაც, თოვლის გადაწმენდაც.
თამარი ძალიან პასუხისმგებელი, ჭკვიანი და პუნქტუალური გოგო იყო. მან ინსტიტუტში მარტივად ჩააბარა და კარგად სწავლობდა. თამარი სპორტითაც იყო დაკავებული. პირად ცხოვრებაში მას არ უმართლებდა, მას ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ. ყველას გამხდარი გოგოები მოსწონდათ, ლამაზი ფეხებითა და მოხდენილი მკერდით. თამარი კი მიმზიდველობითა და სილამაზით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მას, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს ბინა გადასცეს. თამარმა ბინა ძალიან კარგად გაარემონტა. კარგი საპატარძლო იყო: ბინა ჰქონდა, შესანიშნავი მეოჯახე იყო და სამსახურიც ჰქონდა. თუმცა, გარეგნობის გამო გათხოვება მაინც ვერ შეძლო. მის ბინაში ყოველთვის სისუფთავე იყო, მან ახალი და ძალიან ლამაზი ავეჯი შეიძინა. თუმცა, ამ მყუდრო ბინაში ღამღამობით თამარი თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა და ძალიან სციოდა. თამარმა თავისთვის ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა და ასეც მოიქცა.
მშობიარობა ძალიან გაუჭირდა. სამშობიაროში ძალიან ციოდა. თამარი ისე გაიყინა, რომ მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა: ჩქარა გაეჩინა და სახლში წასულიყო.თამარს გოგონა შეეძინა – ნინი. იმ დროს მარტოხელა დედები კარგი შეღავათებით სარგებლობდნენ. ბავშვები ურიგოდ ირიცხებოდნენ საბავშვო ბაღებში, მათ ბანაკის საგზურებს ჩუქნიდნენ. სკოლაშიც კი ჰქონდათ გარკვეული შეღავათები. თამარს შვილი სხვადასხვა წრეებზე დაჰყავდა: ჭადრაკზე, უცხო ენაზე, ხატვაზე, მუსიკაზე.
შემდეგ კი საბჭოთა კავშირი დაიშალა. თამარს სამსახურიდან წამოსვლა მოუწია, რისთვის უნდა ევლო, როდესაც ხელფასებს თვეობით არ არიგებდნენ. მას კი საკუთარი თავი და ქალიშვილი ჰყავდა სარჩენი.თამარი ვაჭრობით დაკავდა. თურქეთში მიდიოდა, ტანსაცმელი ჩამოჰქონდა და ბაზარში ყიდიდა. ღამით ქსოვდა და კერავდა. მოკლედ, დაუღალავად შრომობდა. ნინის არაფერი აკლდა, მას ყველაზე კარგად ეცვა.
შემდეგ თამარმა ტანსაცმლის მაღაზიები გახსნა. საჭირო კავშირები და კარგი ნაცნობები გაუჩნდა. ნინი სასწავლებლად დედაქალაქში გაგზავნა. ნინიმ ინსტიტუტი დაამთავრა და დედაქალაქში გათხოვდა. მას ორი შვილი შეეძინა. თამარი შვილიშვილებს არ უვლიდა, მას არ ეცალა, ბიზნესით იყო დაკავებული. თუმცა, მატერიალურად თავის შვილს ძალიან კარგად ეხმარებოდა.თამარი ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ: სად აღარ ყოფილა! დროთა განმავლობაში ის გარეგნულად ძალიან კარგი გახდა.
მისი ცხოვრება შეიძლება სულ სხვაგვარად წარმართულიყო, თუ მაშინ ვინმე მამაკაცი გამოჩნდებოდა და მას ცოლად წაიყვანდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში მას არაფერი ექნებოდა: არც ბიზნესი, არც საზღვარგარეთ მოგზაურობები. იჯდებოდა და ქმარს დაელოდებოდა სამსახურიდან, წვნიანს და კატლეტებს მოუმზადებდა. ეს იქნებოდა მისი ცხოვრება.ასე კი, თამარის ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა. ის თავის კატასთან ერთად ცხოვრობს.
აი, დღეს საღამოსაც, მან სამსახურის შემდეგ რესტორანში შეიარა, მარტომ ივახშმა და სახლში დაბრუნდა. სახლში თავის კატას აჭამა, თავის შვილს ტელეფონით ესაუბრა და დასაძინებლად დაწვა.მის მთელ ბინაში თბილი იატაკი იყო. ვერაფრით ივიწყებდა იმას, თუ მრავალი წლის წინ, როგორ იყინებოდა სამშობიარო სახლში.
მას ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ რატომ გრძნობდა თავს ასე მარტოსულად და რატომ სციოდა ღამღამობით?