როცა სახლი სტუმრებით სავსეა, ასანთი აანთეთ და უნიტაზში ჩააგდეთ

71526

წარმოიდგინეთ სასაცილო სიტუაცია. სტუმრად ხართ და სასწრაფოდ საპირფარეშოში გასვლა გჭირდებათ. თქვენი საქმის სწრაფად დასრულებას ცდილობთ, თან თვალებით კვალის დასაფარ საშუალებას ეძებთ, მაგრამ ვერაფერს პოულობთ. ტუალეტში ჰაერის გამწმენდი არაა! მსგავსი რამ ხშირად გადამხდენია. ამ შემთხვევაში მეხმარება ასანთი, რომლის კოლოფს ყოველთვის თან დავატარებ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ასანთი, ასევე გიზიარებთ რამდენიმე რჩევას ხელნაკეთი ჰაერის გამწმენდის შესახებ.

ჰაერის გამწმენდი საპირფარეშოში – ყველა ადამიანი ტუალეტში ჰაერის გამწმენდს არ იყენებს. სახლის პირობებში, როცა ტუალეტში მხოლოდ ოჯახის წევრები შედიან, ეს პრობლემას არ იწვევს. რა გავაკეთოთ, თუ ამ ოთახში განმარტოება სტუმარს მოუწია? მსგავს სიტუაციაში ხშირად ვყოფილვარ. ჩვეულებრივ, თან სუნამო დამქონდა. მოგვიანებით, ასანთის ხრიკზე გავიგე. უსიამოვნო არომატის გასაქრობად ერთი ასანთი აანთეთ და ბოლომდე ჩაწვა აცადეთ. შემდეგ უბრალოდ გადააგდეთ. ასანთი წვისას გოგირდის დიოქსიდს გამოყოფს. ეს ნივთიერება ფარავს მეთანეთიოლის ან გოგირდწყალბადის სუნს, რომელიც ჰაერში ხვდება, როცა ტუალეტში ვისაქმებთ. ბებია ამ მეთოდით უბრალო ქაღალდს ცეცხლს უკიდებდა და ჩაწვას აცდიდა, შემდეგ უბრალოდ უნიტაზში აგდებდა. მოქმედი სქემაა.

როგორ გავაჯანსაღოთ ჰაერი ტუალეტში – ერთ–ერთი უმარტივესი და უჩვეულო საშუალება, რომლითაც საპირფარეშოში ჰაერის გაჯანსაღება შეგიძლიათ, კბილის პასტაა. მენთოლის სუნიანი პასტა იყიდეთ. მთელ ზედაპირზე დახვრიტეთ და ცოტა დააწექით, შემდეგ უნიტაზის ავზში ჩადეთ. იქ მარტივად დააფიქსირებთ. წყლის ყოველი ჩარეცხვისას ჰაერში სასიამოვნო მენთოლის არომატი გავრცელდება. დამატებითი მოქმედების შესრულება საჭირო არაა. თავად საშუალება ძალიან ეკონომიურად იხარჯება.

ჰაერის გამწმენდი საკუთარი ხელით შეგიძლიათ გააკეთოთ. ეფექტური ხრიკია, თუ მაღაზიაში ნაყიდი ქიმია არ მოგწონთ. მაგალითად, ეკოლოგიური არომატიზატორი სოდით რამდენიმე წუთში შეგიძლიათ გააკეთოთ. სოდა, 20 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი და ცოტა დაქუცმაცებული ფორთოხლის ქერქი აურიეთ. პატარა კონტეინერში მოათავსეთ და სააბაზანო ოთახში თაროზე დადეთ.

გელისებრი ჰაერის გამწმენდიც შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის 25 გ ჟელატინი 1 ჭიქა წყალში გახსენით, გლიცერინი და სურნელოვანი ეთერზეთი დაუმატეთ. ხილის პომანდერი კიდევ ერთი ხრიკია, რომლის წყალობით სააბაზანო ოთახი რამდენიმე თვე სასიამოვნო არომატს შეინარჩუნებს. ამ მიზნით გამოიყენეთ ნებისმიერი ციტრუსი (ფორთოხალი, მანდარინი ან ლიმონი). ხილი მთელ ზედაპირზე კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ. შემდეგ დარიჩინი უხვად წაუსვით. ნახვრეტებში მიხაკი ჩადეთ და ბნელ ადგილას 2 კვირა შეინახეთ, რომ გამოშრეს. მზადაა.

ყვავილების არომატიზატორი ზაფხულში შეგიძლიათ გააკეთოთ. ვარდის ფურცლები, იასამნის და ჟასმინის ყვავილები მინის ქილაში ჩადეთ და მარილი მოაყარეთ. ყვავილები რამდენიმე ფენად დააწყვეთ. თითოელ ფენას შორის მარილი მოაყარეთ. ასე ქილა ბოლომდე გაავსეთ. შემდეგ რამდენიმე სუფრის კოვზი სპირტი დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და 2 კვირა სიბნელეში გააჩერეთ. როცა ჰაერის განახლება დაგჭირდებათ, თავსახური ახადეთ და ყვავილების სასიამოვნო არომატით დატკბით. ყველაფერი გენიალური მარტივია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს