პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.მე 54 წლის ვარ. მე და ჩემმა მეუღლემ უკვე დიდი ხანია გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შვილები მემკვიდრეობის გარეშე დავტოვოთ. ჩვენი უძრავი ქონება ჩვენი ქალაქის ბავშვთა სახლს დარჩება. რატომ გადავწყვიტე ასე? რანაირი მშობლები ვართ ამის შემდეგ? ძალიან ნორმალური მშობლები ვარ. უბრალოდ, თავის დროზე ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების სწორად აღზრდა. როდესაც ამ ყველაფერს მივხვდით, ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოვახერხეთ.
დაქორწინების შემდეგ მე და თათას მთელი 7 წლის მანძილზე შვილები არ გვიჩნდებოდა. როდესაც ქალიშვილი შეგვეძინა, ძალიან ბედნიერები ვიყავით. სამი წლის შემდგ ბიჭიც შეგვეძინა და ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვიყავით. ვცდილობდით, რომ ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი გაგვეკეთებინა. მათ ყველაფერი ჰქონდათ, რასაც მოისურვებდნენ. ხანდახან, ორ სამსახურში ვმუშაობდი, რათა მათთვის ყველაფრის ყიდვა შემძლებოდა. ამაოდ ვცდილობდი ასე, საკუთარ თავს საერთოდ არ ვიცოდებდი. ვფიქრობდი, რომ ასე იყო საჭირო, ვთვლიდი, რომ სწორად ვიქცეოდი.
მე და ჩემი ცოლი არასოდეს ვეჩხუბებოდით ჩვენს შვილებს და არასოდეს ვცემდით მათ. ვცდილობდით, რომ ყველა პრობლემა და უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა. ვფიქრობდით, რომ ყველაფერი კარგად იყო და ჩვენი შვილები შესანიშნავ ადამიანებად იზრდებოდნენ, თუმცა მე და ჩემი ცოლი ძალიან ვცდებოდით.
არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი დღე, როდესაც ავად გავხდი და სახლში მარტო დავრჩი. ბავშვებმა არაფერი იცოდნენ და მშვიდად წავიდნენ სკოლაში. დაახლოებით ორი საათის შემდეგ შემოსასვლელი კარის ხმა მომესმა. ვერ ვხვდებოდი, სახლში ვინ შემოვიდა. ამ დროს ბავშვები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ცოლი კი – სამსახურში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი თამუნა გამოიპარა სკოლიდან თავის მეგობართან ერთად. ისინი სამზარეულოში ღვინოს სვამდნენ და თავიანთ მშობლებზე ჭორაობდნენ.
გაოგნებული ვიყავი, როდესაც გავიგე თუ რას ფიქრობდა და რას ამბობდა ჩვენს შესახებ ჩვენი ქალიშვილი. სწორედ ის ქალიშვილი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და ვისაც არაფერზე უარს არ ვეუბნებოდი! თამუნა თავის მეგობარს უყვებოდა, თუ როგორ მოხერხებულად გვატყუებენ ის და მისი ძმა და ჩვენ კი მათი გვჯერა და ისინი ანგელოზები გვგონია. ამის გაგონებაზე უბრალოდ მეტყველების უნარი წამერთვა. მიხაროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცოლს არ ესმოდა, მას ნამდვილად ინფარქტი დაემართებოდა.
მინდოდა, რომ ჩემი ქალიშვილის თვალებში ჩამეხედა. როდესაც სამზარეულოში გავედი, თამუნა მიხვდა, რომ ყველაფერი გავიგე, მაგრამ არც კი შერცხვა. წარმოგიდგენიათ? წყალი ავიღე და ოთახში დავბრუნდი.ამ ყველაფერის შესახებ ჩემს ცოლს ვუამბე, მაგრამ ცოტა მსუბუქი ფორმით.
თამუნამ კი ყველაფერი თავის ძმას უამბო. ამის შემდეგ ისინი სამაგალითოდ იქცეოდნენ, მაგრამ მე და ჩემს ცოლს მათი აღარ გვჯეროდა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რას ფიქრობდნენ სინამდვილეში ჩვენი შვილები ჩვენზე.ეს ძალიან მწარე სიმართლე იყი, მაგრამ კარგია, რომ ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ. ჩვენ ბევრ რამეს მივხვდით. ჩვენი შვილები ეგოისტები არიან, რომლებიც საერთოდ არ სცემენ პატივს სხვა ადამიანებს. მათთვის ყველაზე მთავრი მათი სურვილები და მოთხოვნილებებია.
რამდენიმე წელი თითქოს ჯოჯოხეთში გავატარეთ. როდესაც ჩვენს ვაჟს 18 წელი შეუსრულდა, ჩვენი დიდი ბინა გავყიდეთ და ორი ბინა ვიყიდეთ. შვილებს ოროთახიანი ბინა მივეცით ქალაქის ცენტრში, მე და ჩემი ცოლი კი ერთოთახიან ბინაში გადავედით ქალაქის გარეუბანში. ორივე ბინა ჩემს სახელზეა დარეგისტრირებული. ჩემი გარდაცვალების შემდეგ ეს ბინები ბავშვთა სახლს დარჩება, რომელიც ჩვენს ქალაქში მდებარეობს.
მე და ჩემი ცოლი დიდხანს ვფიქრობდით, სწორად ვიქცევით თუ არა? გვაქვს თუ არა ამის უფლება? შემდეგ კი მივხვდით: გვაქვს! ეს ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩვენს უმადურ შვილებს ბევრ რამეს ასწავლის.
იქნებ მიხვდნენ, თუ რა საშინლად იქცეოდნენ საკუთარი მშობლების მიმართ.